вторник, 7 сентября 2010 г.

დალი ქვირია ჟურნალი"ისტორიული მემკვიდრეობა" 2009წ №3

საქართველო უნიჭო პედაგოგიკური ექსპერიმენტის პოლიგონად ადაიქცა.
( პირველი ნაწილი)
დღეს ჩვენი ქვეყანა უამრავი პრობლემის წინაშე დგას დაკარგულია ტერიტორიები; საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ ამ ტერიტორიების მკვიდრნი; ყოველდღიურად იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა, , უმუშევართა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებიც გვაქვს და უმაღლესი სასწავლებლებიც, ჩვენი მედიისა და საზოგადოებისათვისაც, განათლების თემა თითქოს მივიწყებული და მეორეხარისხოვანი გახდა. ჩვენი ტელევიზიები, მაგალითად, ძირითადად, მხოლოდ სიმღერასა და ცეკვაში წარმატებულ ბავშვებზე გვიამბობენ.
კარგ სიმღერასა და ცეკვას რა ჯობია,მაგრამ ისიც ხომ ტრივიალურია რომ ქვეყნის ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და, საერთოდ სიძლიერის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს მეცნიერება, უფრო კონკრეტულად კი საბუნებისმეტყველო მეცნიერება წარმოადგენს.. არც ისაა საიდუმლო, რომ განათლებისა და მეცნიერების წყვეტა როდესაც ხდება, მის აღდგენას ათეული წელიწადი სჭირდება. ხელისუფლების მიერ „ჩარეცხილებად“ მონათლულ მეცნიერთა და პედაგოგთა ცვლა თუ არ მოვიდა,, რამდენიმე წელიწადში ჩვენ სკოლის პედაგოგთა მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდებით. ასე რომ, სასკოლო განათლება, რომელიც უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო სექტორის ფუნდამენტს წარმოადგენს, განსაკუთრებულ მ§იშვნელობას იძენს და ის სახელმწიფოსა და მთელი საზოგადოების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ისეთმა ძლიერმა სახელმწიფომაც კი, როგორიც აშშ-ია, დროზე დააფიქსირა თავისი სასკოლო განათლების ხარვეზები და მისმა ახალმა პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ამერიკული სასკოლო გამათლების დონე არა მხოლოდ განვითარებული, ხშირდ განვითარებადი ქვეყნის სასკოლო განათლების დონესაც კი ჩამორჩება.ამერიკაში შესაბამისი ცვლილებები--რეფორმების გატარება მაშინვე დაიწყო.
რა მდგმარეობაა ამ მხრივ ჩვენთან/? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ორ მეცნიერ მკლერვართან,, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ ლევან გეონჯიანთან და ავიაკოსმოსური მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მარინა ლომოურთან საუბარი გვაძლევს. (მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტისადმი მიძღვნილი ჩემი მასალები გაჯერებულია უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილი რექტორის ხუბუას კრიტიკით, მე გვერდს ვერ ავუვლი იმ ფაქტბ\ს, (რადგან არ მინდა ჩემ ჟურნალისტურ ობიექტურობას ვუღალატო ) რომელმაც მე გამაკვირვა. ეს ფაქტი შემდეგში მდგომარეობს: ხუბუას მითითებით,მისმა მრჩეველმა სამეცნიერო დარგში ფიზიკა-მათემატიკურ მევნიერებათა დოქტორმა რომან ჯობავამ შექმნა ჯგუფი ამ ორი მეცნიერის შემადგენლობით თსუ-ს სტრატეგიული განვითარების მონიტორინგისა და შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად..მანვე შეიმუშავა ჟგუფის მუშაობის სტრატეგია.
ვიდრე უშუალოდ ქართული განათლების სისტემის კვლევას შეუდგებოდნენ ,ჯგუფის წევრებმა საფუძვლიანად გაანალიზეს განათლების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (აშშ-ი, ქ. ბოსტონი) )მიერ ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგები. კვლევებში 60 ქვეყანა მონაწილეობდა--გამოიკვლიეს სასკოლო განათლების დონე მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და მშობლიურ ენაში. დღეს მე ქალბატონი მარინასა და ბატონი ლევანის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგებს მათი ნაამბობის საფუძველზე გაგაცნობთ.
ათიოდე წლის წინათ აშკარად გამოიკვეთა იაპონიის, ტაივანის,სამხრეთ-კორეის,,მალაიზიის, სინგაპურისა და ჰონკონგის ლიდერობის ამბიციები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, რასაც წინ უსწრებდა სათანადო საგანმანათლებლო- სამეცნიერო სექტორებში მიღწეული წარმატებები. დაახლოებით ამ დროს დაიწყო ჩინეთმა განათლების მასშტაბური, გეგმაზომიერი რეფორმები. ყოველივე ამან ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ამერიკა და ევროპის ქვეყნები და გამოიწვია ამერიკის მძაფრი ინტერესი განესაზღვრა მისი სასკოლო განათლების დონე მსოფლიო ფონზე.. შესაბამისი კვლევები 2004 წელს დაიწყო.. ამერიკელებმა თავისთვის არა სასურველი შედეგები მიიღეს, რამაც შოკში ჩააგდო პრეზიდენტი ბუში. აღმოჩნდა, რომ იაპონიამ ,სანხრეთკორეამ ,სინგაპურმა და ჰონკონგმა უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში თვისობრივი ნახტომი გააკეთეს. ქართველმა მკვლევარებმა ამ ქვეყანათა ჯგუფს „სხვა ცივილიზაციები“ უწოდეს.
„სხვა ცივილიზაციის“ ქვეყნებში განათლების პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რაც სულაც არ ნიშნავს სახელმწიფოს ჩარევას საგანმანათლებლო საკითხებში. ამ ქვეყნებში ზუსტად არის დაგეგმილი ეკონომიკა და განსაზღვრულია სტრატეგიული განვითარების ამოცანები. ეს კი შეუძლებელია განათლებისა და, პირველ რიგში სასკოლო განათლების დონის გააზრებისა და მუდმივი განახლების გარეშე. ყველა ეს ქვეყანა, მაგალითად, ელექტრონულ წარმოებაში აშშ-საც კი უსწრებს.
განათლების რეფორმა ამ ქვეყნებში ძველისა და ახლის შერწყმის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს (განსხვავებით საქართველოსაგან, სადაც ყოველივე ძველს, თუნდაც კარგს“საბჭოთას“იარლიყი მიაკერეს.-დ. ქ.). ერთი მხრივ შენარჩუნდა განათლების ტრადიციული ფორმა: ცოდნის შესაბამისი მკაცრი მოთხოვნები; რეპეტიტორთა ინსტიტუტის, როგორც სასკოლო განათლების განუყოფელი ნაწილის აქტიური მონაწილეობა; მშობლის,ძირითადად დედის(!) მაკონტროლებელი როლის გაძლიერება და ა. შ.
მეორე მხრივ, დაინერგა მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების შემცველი ახალი სასწავლო პროგრამები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში; ახალი ,დასავლური სახელმღვანელოები; მასწავლებლის პროფესიონალიზმის მიმართ მკაცრი მოთხოვნები; მასწავლებლისა და დედების სისტემური, მეთოდური სწავლება, სპეციალური მომზადება და ა, შ.
აღსანისნავია, რომ ყველა ამ წარმატებას,, “სხვა ცივილიზაციის“ ქვეყნებმა ამერიკელი მეცნიერებისა და ექსპერტების დახმარებით მიაღწიეს. ამ მეცნიერთა რიცხვში იყო ლიბერალური სწავლების მეთოდის უმკაცრესი კრიტიკოსი ჰამიდ ნეჟადი, მიწვევები ხდებოდა პირადი ინიციატივითა და მთავრობების დახმარებით.. ამ ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანესი სტიმული გახდა ჩინური მმეცნიერებისა და ეკონომიკის აღმავლობა, რასაც ასევე შეუწყვეს ხელი ამერიკელმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.
დასახელებულ ქვეყნებშიბ მიზანმიმართულად ქმნიან ცენტრალური მართვისა და თვითორგანიზაციის ოპტიმალურად დაბალანსებულ სისტემებს (ოპტიმალური საქართველოში სკოლების რაოდენობის შემცირებაში გამოიხატა. დ. ქ.) ეს სისტემები მთელ ჯაჭვს მოიცავს სკოლიდან მეცნიერებათა აკადემიამდე. სახელმწიფო ხელს უწყობს თითოეული მოქალაქის პროფესიონალური კომპეტენციის ამაღლებას მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მისი ბუნებრივი ნიჭის რეალიზაციას. ამ ქვეყნებში ცივილიზაციის მიღწევების შემცველი ინფორმაცია რაციონალურედ „მიება“ განათლებისა და მეცნიერების სისტემას.
საერთაშორისო კვლევების შედეგების გაანალიზებისა და ეკონომიკური დასაბუთების შემდეგ, 4 წლის წინათ, აშშ-ში უკვე დაიწყო ცოდნის შეძენაზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების რეალიზაცია--რეფორმები (ზუსტად ამ დროს, როდესაც აშშ-მა უარი თქვა ლიბერალური სწავლების მეთოდზე, ქართველმა რეფორმატორებმა ბოლ;ო მოუღეს ერთ დროს მოწინავე ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და ლიბერალური განათლების მეთოდის განხორციელება დაიწყეს, თანაც აპელირებას აშშ-ზე აკეთებდნენ--დ. ქ.) ლიბერალური განათლების ( რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში „გინდ ისწავლე, გინდ-არას“ სახელითაა ცნობილი) დასასრული, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა წელს ამერიკის ნაციონალურ აკადემიაში გამოსვლისას,მთელ მსოფლიოს აცნობა.
საერთაშორისო კვლევათა შედეგების მიხედვით, მეორე ჯგუფში შედიან ევროპული განათლების ქვეყნები: კანადა,რუსეთი, აშშ-ი,, ბალტიისპირეთი, სომხეთი და სხავა პოსტსაბჭოთა ქვეყნები და პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა ქვეყანა. ამ ქვეყნებში (მაგ. რუსეთში) განათლება სახელმწიფოს ზრუნვის საგანია და კარგად არის გაგებული განათლების როლი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
შემდეგი ჯგუფია პრობლემური ქვეყნები, რომლებშიც სახელმწიფოს როლი განათლების სფეროში უმნიშვნელოა. ამ ქვეყნების ნაწილი ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი (მაგ. საუდის არაბეთი,), ნაწილი პოლიტიკურად არამდგრადია. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ურჩევნიათ სხვა ქვეყნებში მიიღონ განათლება, ვიდრე საკუთარ ხელისუფლებას მოსთხოვონ განათლების დონეზე ზრუნვა. ამ ჯგუფში შედიან ლიბანი, ტაილანდი, თურქეთი,იორდანია,, საქართველო, ირანი, ბახრეინი, ეგვიპტე, სირია,მაროკო,
(გაგრძელება იქნება)
დალი ქვირია
ჟურნალი “ისტორიული მემკვიდრეობა“ 2009 წელი № 3

3 комментария:

  1. ირმა ვიბლიანი8 сентября 2010 г. в 00:18

    ქალბატონო დალი, ობამამ თუ შეცვალა კუსრი და უარი თქვა ამ ლიბერალურ განათლებაზე, იმედი ვიქონიოთ რომ მალე ჩვენი უტვინო წამბაძურებიც ერთხმად აყვირდებიან ჩვენი განათლების დონის სავალალო მდგომარეობაზე. თუ ობამამაც ვერ უშველა, მაშინ აღარ ვიცი მაგათ ტვინებს რა გაალღობს :)))

    ОтветитьУдалить
  2. დალი ქვირია9 сентября 2010 г. в 17:19

    ობამა და ყველა ,გარდა ჩვენი ხელისუფლებისა, თავის ქვეყნის გაძლიერებაზე ფიქრობს და თუ ჩვენმა სახელმწიფომ თავისი ინტერესი არ ჩადო მათთან ურთიერთობაში, მას რა ენაღვლება, ობამას სიტყვასაც გამოვაქვეყნებ და ჩვენმა გაუნათლებელმა გაზეთის რექტორებმა არ გამომიქვეყნეს და არც იციან ამ გამოსვლის არსებობა. მე იმიტომ მინდოდა გამომევეყნებინა რომ ჩვენ ხალხს გაეგო ,როგორ ზრუნავენ სხვა ქვეყნის პრეზიდენტები თავისი ვქვეყნის განათლებაზე, და არა იმიტომ ,რომ ამერიკის ფანი ვარ,მე საქრთველოს ფანი ვარ .რედაქტორები კი ყველაფერში პოზიციას ხედავენ ბოლოსდაბოლოს მტრისგანაც შეიძლება ისწავლო,თუ მტრად თვლიან ამერიკას. აუცილებლად გამოაქვეყნებ. ირმა შენ "1სანთელში" გაერთიანდი?

    ОтветитьУдалить
  3. „სხვა ცივილიზაციის“ ქვეყნებში ზუსტად არის დაგეგმილი ეკონომიკა და განსაზღვრულია სტრატეგიული განვითარების ამოცანები.

    ზუსტად დაგეგმვაში რას გულისხმობთ? სახელმწიფოს ზუსტად ჩარევას?

    ОтветитьУдалить