вторник, 28 сентября 2010 г.

დალი ქვირია.ინტერვიუ ვლადიმირ არნოლდთან

დალი ქვირია. გაზეთი „ყველა სიახლე“.2009 წელი. ივნისი

„ გამრავლების ტაბულა“--ინტერვიუ აკადემიკოს ვლადიმირ არნოლდთან. 2008 წ. ინტერნეტგამოცემა“парламентская газета“

დოსიე:; ვლადიმირ არნოლდმა მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების პირველი პრემია ჯერ კიდევ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობისას მიიღო. ..27 წლისა იგი უკვე ლენინური პრემიის ლაურეატია. მოგვიანებით გახდა ლონდონის მათემატიკური საზოგადოების საპატიო წევრი,, აგრეთვე აშშ-ისა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიების ,, აშშ-ის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის,, ლონდონის სამეფო საზოგადოების, იტალიის ნაციონალური აკადემიის, რუსეთისა და ევროპის მეცნიერებათა აკადემიების წევრი.
ბოლო ოცი წელია განათლების რეფორმამ პრაქტიკულად მეტ-ნაკლებად განვითარებული ყველა ქვეყანა მოიცვა. რეფორმები საქართველოშიც ჩატარდა და ამ თემაზე მასალის გაცნობა ქართველი მკითხველისათვის არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული. გთავაზობთ ინტევიუს თანამედროვეობის უდიდეს მათემატიკოსთან აკადემიკოს ვლადიმირ არნოლდთან. ინტერვიუში აკადემიკოსი გამოთქვამს თავის აზრს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში გატარებულ სასკოლო რეფორმაზე, ტესტურ გამოცდებზე. .მკიხველისათვის გასაგები რომ გახდეს აკადემიკოსის უმკაცრესი უარყოფითი დამოკიებულება და მისი პოზიცია გაუაზრებელი რეფორმების მის სამშობლოში ,გატარების მიმართ, ,მინდა მცირე ექსკურსი გავაკეთო საბჭოთა განათლებისა და მეცნიერების უახლეს ისტორიაში. და იმედი ვიქონიო ,რომ ამ სისტემის დადებითი შეფასებისათვის “საბჭოთა მენტალიტეტის“ ადამიანად არ შემრაცხავენ.. .სსრკ-ზე, როგორც ჩამორჩენილ და დაბალი დონის განათლების ქვეყანაზე ,თვალსაზრისი რადიკალურად შეცვალა კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრის აშშ-ზე ადრე გაშვებამ..აშშ-ს კონგრესის მიერ ამ წარმატების მიზეზების შესასწავლად სსრკ-ში სპეციალურად მოვლენილმა კომისიამ ეს ფაქტი განათლების სისტემის მაღალი დონით ახსნა.ეს აზრი 70-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა. 80-იანი წლებიდან სსრკ--ში კომპიუტერების შემოტანამ, რაშიც სსრკ-ი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩებოდა აშშ-ს, კიდევ უფრო წასწია წინ საბჭოთა მეცნიერება.,ამ დროიდან დაწყებული, საბჭოთა მოწინავე უნივერსიტეტებისა და მათ შორის ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სიხარულით იღებდნენ შვეიცარიის,, საფრანგეთის,, იტალიის და აშშ-ის სამეცნიერო კვლევით ცენტრებში .დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული გაუაზრებელი რეფორმების შედეგები ყოველი რეფორმის გატარების მსურველი ქვეყნისათვის გასათვალისწინებელია.,,რაშიც მკითხველი აკადემიკოს არნოლდის ინტერვიუს გაცნობი\სას დარწმუნდება.
- ბატონო ვლადიმირ, ,სკოლაში ალბათ ფრიადოსანი იყავით..
სკოლაში მოითხვდნენ გამრავლების ტაბულის ძეპირად სწავლას.მასწავლებელმა აღშფითებულმა უთხრა დედაჩემს “თითქოს ყველაფერზე სწორად პასუხოს, მაგრამ 7-ს 8-ზე კი არ ამრავლებს, არამედ პასუხის მისაღებად 7-ს 8-ჯერ კრებს., ხოლო ზეპირად სწავლა არ სურს.“
- თქვენ მართლა ეჯიბრებით კომპიუტერს ამოცანების ამოხსნაში?
ჩემმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, ზუსტად ვამრავლებ თუ არა 40 თანრიგიან რიცხვებს. აღმოჩნდა, რომ კომპიუტერთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებად ვცდები.
- დღეს რეფორმატორთა წინადადებებით სასკოლო სასწავლო პროგრამაში მათემატიკისა და რუსული ენის სწავლების საათები ,უნდა შემცირდეს, ხოლო გეომეტრია და ლოგარითმები საერთოდ უნდა ამოიღონ. პროგრამებიდან. .კომპიუტერის არსებობისას მათემატიკა ბევრს ზედმეტად მიაჩნია. რას გვეტყვით ამის თაობაზე?
ეს სამწუხარო შეცდომაა. თუ არ გათვალე, ვერაფერს ააშენებ და შექმნი. პარიზის ჟიუსეს უნივერსოტეტის პროფესორმა გამოაქვეყნა სტატია-„მათემატიკის მეხუთე წესი’. მან გაგვაცნო უნივერსიტეტის უფროსკურსელთა ნამუშევრების შედეგები, რომელშიც მათ დედამიწის რადიუსი 11 მმ-ის ტოლი მიიღეს. ეს იმის შედეგია ,რომ მათ ზეპირად ასწავლეს ფორმულა 3/6 უდრის 1/3-ს., რომლის ცოდნასაც მათ სთხოვდნენ გამოცდაზე სიმწიფის ატესტატის მისაღებად.. მაგრამ ყველაზე დიდ საფრთხეს სკოლის პროგრამებიდან მტკიცებების ამოღება წარმოადგენს .ვისაც სკოლაში არ უსწავლია მტკიცებების ხელოვნება, ის ვერ შესძლებს განასხვავოს სწორი მსჯელობა არასწორისაგან. ასეთი ადამიანებით ადვილია მანიპულირება,, რაც დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოების მშვიდობიან არსებობას.
-რუსეთის განათლების ზედამხედველობის ორგანოები გვაუწყებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს გამოსაცდელთა 14% -მა მიიღო „ორიანი“ ლიტერატურასა და მათემატიკაში, მაგრამ ყველა ‘ოროსანს“, “სამიანი“ დაუწერეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გამოცდების დონე გვაძლევს ცოდნის ობიექტური შეფასების საშუალებას.
ამ პროექტის უაზრობა დიდი ხანია დამტკიცდა წინა წლების ექსპერიმენტებით.
ცნობილია, რომ ტესტურმა გამოცდამ ყველა ქვეყანაში გვაჩვენა. ამ გამოცდების უსაფუძვლობა. ამ გამოცდების ამოცანების დაწვრილებითი ანალიზი გააკეთა აკადემიკოსმა ვასილიევმა. მან დაამტკიცა,რომ ასეთ ამოცანებზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ან სწორად წარმოუდგენია ამოცანების შემდგენელთა“იდიოტიზმის“ ხარისხი, ან მას, ვისაც ლოგიკური აზროვნების ისეთივე ნაკლები უნარი აქვს, როგორიც ამოცანების ავტორებს. მე სრულიად ვეთანხმები ამ აზრს.
თქვენმა გმოსვლამ სახელმწიფო დუმაში 2002 წელს ისე იმოქმედა დეპუტატებზე , რომ მათ არ მისცეს უფლება განათლების მაშინდელ მინისტრ ფილიპოვს, სწრაფად დაენგრია რუსეთის სასკოლო განათლების სისტემა.
თუ ჩვენი განათლების სისტემა უვარგისია,, მაშინ ამიხსნას ვინმემ,, რატომ ნადირობს „ დასავლეთი“ ჩვენ კურსდამთავრებულებზე.. თუ რამე იქმნება,,ამას ქმნიან ჩვენი და არა „ოკეანისგადაღმელი“ თავები. ჩვენი განათლება ჯერ კიდევ საუკეთესოა, თუმცა მას უკვე 15 წელიწადზე მეტია ახრჩობენ რეფორმატორულ კლანჭეში.
პ.ს.დასარულ გთავაზობთ ამონარიდებს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსვლიდან ამერიკის ნაციონალური აკადემიაში „... ჩვენი სკოლები ჩამორჩებიან განვითარებული და ზოგჯერ განვითარებადი ქვეყნების სკოლებს. ჩვენი სტუდენტები ჩამორჩებიან მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში...
ჩვე ნ გავაორმაგებთ ნაციონალური სამეცნიერო ფონდის ბიუჯეტს... ჩემი ადმინისტრაციის მოსვლით დასრულდა დრო, როდესაც მეცნიერება უკან მისდევდა იდეოლოგიას, ,სამეცნიერო საზოგადოება უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში...დღეს მე ვაცხადებ,, რომ გაიზრდება მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დაფინანსება...ჩვენ უნდა შევძლოთ კომპენტენტურ მეცნიერთა შეყვანა სკოლბშიც. მინდა იცოდეთ,რომ მე ვიმუშავებ თქვენთან ერთად“
პ.ს.პ.ს.--დიახ, ასეა ამერიკაში.საქართველოში კი რეფორმის შედეგად კომპენტენტური მეცნიერები და პედაგოგები უნივერსიტეტის მიღმა დატოვეს.

пятница, 24 сентября 2010 г.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი--ა.მეტრეველი

ერთიანი ეროვნული გამოცდების (ეეგ) თემა ყოველთვის იყო ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ქართულ ბლოგოსფეროშიც რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა „ოთხგამოცდიანი“ სიახლის შესახებ. მათ შორის: სიკო ჯანაშიას ბლოგზე და ჯემალ გოჯიაშვილის ბლოგზე მე ცოტა სხვა მხრიდან შევხედავ ამ პრობლემას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2009 წლის აპრილში საქართველოს სკოლების მე-12 კლასებში სულ 51396 მოსწავლე სწავლობდა. სავარაუდოა, რომ მცირე გამონაკლისის გარდა მათი უდიდესი ნაწილი სკოლას დაამთავრებდა.გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ მოცემული სტატისტიკური მონაცემებით ზოგადი უნარების ტესტი სულ 28261-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მაგრამ ვაი მასეთ ჩაბარებას. აბიტურიენტთა დაახლოებით 10 პროცენტი ჩაიჭრა, ანუ, როგორც ახლა კორექტულად ამბობენ, ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ვერ აიღო 25 ქულაზე მეტი). აბიტურიენტთა თითქმის 60-მა პროცენტმა მიიღო 26-დან 50-მდე ქულა.
5 პროცენტზე ნაკლებია იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც 76 და მეტი ქულა მიიღეს.როგორც ბატონი სიკო ჯანაშია ბრძანებს, ზოგადი უნარების ტესტი „მხოლოდ უნარების ძალიან ვიწრო ჯგუფის მცირე ნაწილს ამოწმებს. მოწმდება მხოლოდ ვერბალური და მათემატიკური უნარების ნაწილი, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ძველი და თანამედროვე კვლევებისა და კლასიფიკაციის მიხედვით ამ უნარების გარდა ადმიანის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სივრცული, ინტერ და ინტრაპერსონალური, კინესთეტიკური, ნატურალისტური და სხვა უნარები“.
მართლაც, „ვერბალური და მათემატიკური უნარების ძალიან ვიწრო ჯგუფის“ ის მცირე ნაწილები, რასაც ზოგადი უნარების ტესტი ამოწმებს, ცხოვრებაში ადამიანის წარმატებისათვის ალბათ საკმარისი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტის პროგრამული მასალის დასაძლევად ნამდვილად აუცილებელია.
ჩვენი პრობლემა სწორედ მაგაშია, რომ ჩვენი აბიტურიენტების ძალიან დიდ ნაწილს უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის აუცილებელი (არა თუ საკმარისი) უნარების მინიმუმიც კი არა აქვს.
დარწმუნებული ვარ (თუმცარაიმე კვლევის შედეგებს არ ვეყრდნობი), რომ თუ აბიტურიენტი ზოგადი უნარების ტესტში 50 ქულაზე მეტს ვერ აგროვებს, ის საუნივერსიტეტო პროგრამის დამძლევი არ არის.
მეტიც, ჩემი (ასევე კვლევებით დაუსაბუთებელი) აზრით, ნორმალური საუნივერსიტეტო პროგრამის დაძლევის მეტ-ნაკლები გარანტია იმ აბიტურიენტებსა აქვთ, რომლებმაც 76 და მეტი ქულა დააგროვეს. ასეთები კი აბიტურიენტების საერთო რაოდენობის 5 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მთლიანად საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა 2.5 პროცენტზე ცოტათი მეტი.
ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით 6 პროცენტია, ხოლო 76 და მეტი ქულა დაახლოებით 13 პროცენტს აქვს.
ერთი შეხედვით უკეთესი მდგომარეობაა უცხო ენებში. მაგალითად, ინგლისურ ენაში ჩაჭრილები კი ბევრია (დაახლოებით 6 %), მაგრამ ბევრია ისეთი აბიტურიენტი, რომელსაც 80-ზე მეტი ქულა აქვს (დაახლოებით 17 %). მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა, ვინაიდან ტესტებში ერთი ჩახედვითაც ჩანს, რომ მაღალი ქულები სულაც არ არის იმის გარანტია, რომ აბიტურიენტი ინგლისურენოვან გარემოში კომუნიკაციას მოახერხებს.
მათემატიკას სულ 8500-მდე აბიტურიენტი აბარებდა და შედეგები აქაც ძალიან ცუდია – ჩაჭრილები დაახლოებით 22 %, ხოლო 76 ქულაზე მეტი 9 პროცენტზე ნაკლებსა აქვს.
ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში სულ 2300-მდე აბიტურიენტი ცდიდა ძალას და, ჩემდა გასაკვირად, კიდევ უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე მათემატიკაში. ჩაჭრილი 11 პროცენტზე მეტია, ხოლო 76 და მეტ ქულიანი 2 პროცენტზე ნაკლები.
საბუნებისმეტყველო საგნებში მდგომარეობა ისეთია, „მტერსაც რომ არ უსურვებ“.
მთელ საქართველოში ბიოლოგიას 954, ქიმიას 220, ხოლო ფიზიკას 18 აბიტურიენტი აბარებდა. თავისთავად ამ რიცხვების სიმცირე შეიძლებოდა გამოცდების სპეციფიკისთვის დაგვებრალებინა, მაგრამ შედეგები?
ფიზიკაში 18-დან 5 (ანუ თითქმის 28 %) ჩაიჭრა. მაქსიმალური ქულა კი 50-ია.
ბიოლოგიაში 41.5 %, ხოლო ქიმიაში თითქმის 57 % ჩაიჭრა. მაქსიმალური ქულა ქიმიაში 75-ია.
ჩემდა გასაკვირად ამ საკითხზე არავინ წერს, არადა, ვფიქრობ, რომ ეს შედეგები ძალიან დამაფიქრებელია. თუმცა, ამაზე შემდგომში დავწერ

суббота, 18 сентября 2010 г.

დალი ქვირია. საქართველო უნიჭო პედაგოგიკური ექსპერიმენტის პოლიგონად გადაიქცა

საუბარი ფიზიკა- მათემატიკურ მეცნიერებათა, დოქტორ ლევან გეონჯიანთან და ავიაკოსმოსური მედიცინის ნეცნიერებათა დოქტორ მადრინა ლომოურთან(.გაგრძელება)
ბოსტონის საერთაშორისო კვლევის ცენტრის მონაცემების გაანალიზების შემდეგ 2008 წელს ჩვენმა მეცნიერებმა, მათ მიერვე შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდების 3-წლიანი მონაცემების ანალიზი და მიღებული შედეგები გ.ხუბუას ინიციატივით (თქვენ წარმოიდგინეთ. დ. ქ.) ჯერ თსუ -ში გამართულ სპეციალურ სემინარზე გამოიტანეს, შემდეგ მთელი საქართველოს უნივერსიტეტებსა და პარლამენტში გაავრცელეს, ბოლოს კი მოხსენების სახით სასტუმრო „მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე გააცნეს მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. მათ მიერ გამოტანილი ზოგადი დასკვნები ასეთია :საქართველოში სახეზეა სასკოლო განათლების კრიზისი, რეფორმამ კი განათლების არსი სთვალსაზრისით, არა თუ გამოასწორა, უფრო დაამძიმა მდომარეობა.
მკვლევარები ყოველივე ამის მიზეზად თვლიან არასწორი ორიენტირების არჩევას. ეს არის სწავლების ლიბერალური მეთოდი--„სწავლა- თამაში“,რომელიც არა ფუნდამენტური განათლების მიღებაზე, არამედ ცოდნის „აღმოჩენაზეა“ ორიენტირებული.ეს მეთოდი სრულიად შეუფერებელია ქართული სკოლისა და პედაგოგებისათვის, რომელიც (რუსული სკოლის გავლით) ვილელმ ჰუმბოლტისა და გოტფრიდ ლეიბნიცის იდეებს ეყრდნობოდა.
მეცნიერ-მკვლევარებს შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელ პროფესორ ჰამიდ ნეჟადისთან, რომლისგანაც ლიბერალურ იგანათლების მკაცრი კრიტიკა მოისმინეს. ამერიკაში საერთაშორისო კვლევების შემდეგ დაწყებული რეფორმების ჩატარებისას, პროფესორი ნეჟადი ამ რეფორმების აქტიური ხელშემწყობი გახდა. იგი ტაივანის განათლების რეფომის ერთ-ერთი ავტორიცაა.
მეცნიერები თვლიან, რომ საქართველოში ჩატარდა 21- საუკუნისათვის სრულიად მიუღებელი, სახელმწიფო ინტერესეთან შეუთავსებელი საგანმანათლებლო რეფორმა, რომლის დროსაც ლიბერალური სწავლების მეთოდი ძალისმიერად აღტკინებული ემთუზიაზმით ინერგებოდა.
მოხდა საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზაცია და ქართული განათლების სისტემა ერთი პედაგოგიკური მიმართულების გაუნათლებელ მიმბაძველთა უნიჭო ექსპერიმენტის ასპარეზად გადაიქცა.განათლებულ ევროპაში ეს მეთოდი მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა და წარუმატებელ პედაგოგიკურ ექსპერიმენტად ჩაითვალა
პროცესის ამ მიმართულებით განვითარებაში მეცნიერ- მკვლევარები არაპროფესიონალებს ადანაშაულებენ და მაგალითებიც მოჰყავთ. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსტეტში გამოკრულია პლაკატი“ილია ჭავჭავაძის უნივრტსიტეტი--ლიბერალური განათლების კერა“(რექტორი გიგი თევძაძე). განათლების ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი სიმონ ჯანაშია კი სასტუმრო „მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე აცხადებს:“საქათველოს მოხვედრა დაბალი განათლების ქვეყნების გვერით განპირობებულია არა განათლების სისტემით, არამედ იმით, რომ ქართველი ბავშვები არ სწავლობენ. ვნახეთ არა ის, რაც ვასწავლეთ, არამედ ის, -რაც ისწავლეს.“მისი სიტყვები ნათლად მეტყველებს, თუ რამდენად შორს არის ის ფუნდამენტური ცოდნის მიღების ორიენტაციისაგან.
მკვლევარები თვლიან, რომ ქართულმა საგანმანათლებლო სისტემამ დაკარგა ყოველგვარი სისტემური კავშირი ეცროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან, რომელსაც (ამ კავშირს) ჯერ კიდევ ილია ჭავჭააძის, იაკობ გოგებაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის დროს ჩაეყარა საფუძველი, რაც უნუვერსიტეტის დაარსებითა და მისი შემდგომი საქმიანიბით დაგვირგვინდა.
კლევათა შედეგად მიღებული კონკრეტული სურათი კი ასეთია: მათემატკის კარგად მცოდნე აბიტურიენტები აბარებენ ISM-ში, მათვე აქვთ მაღალი ქულები უნარებში. მეორე ადგილზე არიან თსუ-ს ეკონომიკური ფაკულტეტის, შემდეგ კი იურიდიული და საზოგადოებრივ--პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პირველკურსელები.
პოლიტექნიკური და ილიაჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტების პიველკურსელები კი მკვეთრად ჩამორჩებიან საქართველოს საუკეთესო პირველკურსელებს. დროის მიხედვით სურათი ასეთია :2008 და 2009 წელს 2007 წელთან შედარებით, მივიღეთ მკვეთრი ვარდნა ყველა დისციპლინაში, გარდ აუცხო ენისა. აქ შედეგები ძალზე კარგია..ამრიგად, წლევანდელი შედეგები მიახლოვებულია 2008 წლის შედეგებთან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოხდა სტაბილიზაცია. ეს აიხსნება საზოგადოების თვითორგანიზაციის რესურსებით (ოჯახი,,ჯერ კიდევ შემორჩენილი კარგი მასწავლებლები, განსაკუთრებით რეპეტიტორები) .სტაბილიაციის პროცესს სამი სახელმწიფო ორგანიზაციაც უწყობდა ხელს-- გამოცდების ეროვნული ცენტრი (დირექტორი მიმინოშვილი),. საქართვლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (დირექტორი ნ. ჯოხაძე) და ფონდი „ირმის ნახტომი“...
ფონდი „ირმის ნახტომი“, (მერაბ ლაბაძე) ზრუნავდა სკოლების კომპიუტერიზაციაზე, აერთიანებდა მოწინავე პედაგოგებს; ატარებდა საგნობრივ კონკურსებს; პრაქტიკულად ნერგავდა სწავლების მოწინავე მეთოდებს. გ. ნოდიას მინისტრობის დროს ფონდს ჩამოაჭრეს ფუნქციები. (ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო). ეს ორგანიზაცია დღეს არ არსებობს. ამრიგად, დაიშალა საქართველოს მოწინავე, მოაზროვნე განათლების ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მენეჯერების გუნდი, სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა კი ფორმალობად იქცა.
სასკოლო განათლების მკვლევარები თვლიან,რომ სასკოლო განათლების ჩავარდნამ უმძიმეს პირობებში ჩააყენა საზოგადოება და უმაღლესი სკოლა, რომლის კურსდამთავრებულთა ნახევარმა, შესაძლოა, ფორმალურად მიიღოს დიპლომი და ვერ მიიღოს ნამდვილი უმაღლესი განათლება.
მკვლევარებმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს რიგი წინადადებებისა. ისინი თვლიან, რომ უნდა დავეყრდნოთ სახელმწიფო დოქტრინას, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების ძირითადი დანიშნულება იქნება კადრების თვითწარმოება ქვეყნის არსებობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უსაფრთხოება ფართოდ უნდა გავიგოთ, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, თანამეКეოვე ტექნოლოგიებისა და, ასევე თანამედროვე მართვის სისტემების ათვისებას და სხვ., კონსტიტუციაში კი უნდა ჩაიწეროს, რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია.
უნდა მოხდეს საგანმანათლებლო სივრცის დეპოლიტიზაცია და პროფესიონალიზაცია.ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ინტელიგენციის ყველა ფენა .საჭიროა სამინისტროსთან მჭიდო თანამშრომლობა. წელს ამ აზრით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. საგანმანათლებლო პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად უნდა იქცეს, რაც არ ნიშნავს სახელმწიფოს დიქტატს საგანმანათლებლო სფეროში და მხოლოდ მისი რესურსების რაციონალურ, მიზანდასახულ, შედეგზე ორიენტირებულ გამოყენებას გულისხმობს საზოგადოების სასარგებლოდ.
ასეთია მეცნიერ- მკვლევარების ბატონ ლევან გეონჯიანისა და ქალბატონ მარინა ლომოურის სასკოლო განათლების დონის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები.

პ.ს;მე კი გავკადნიერდები და ვიტყვი; “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“

ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“ 2009 წელი № 3

вторник, 7 сентября 2010 г.

დალი ქვირია ჟურნალი"ისტორიული მემკვიდრეობა" 2009წ №3

საქართველო უნიჭო პედაგოგიკური ექსპერიმენტის პოლიგონად ადაიქცა.
( პირველი ნაწილი)
დღეს ჩვენი ქვეყანა უამრავი პრობლემის წინაშე დგას დაკარგულია ტერიტორიები; საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ ამ ტერიტორიების მკვიდრნი; ყოველდღიურად იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა, , უმუშევართა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებიც გვაქვს და უმაღლესი სასწავლებლებიც, ჩვენი მედიისა და საზოგადოებისათვისაც, განათლების თემა თითქოს მივიწყებული და მეორეხარისხოვანი გახდა. ჩვენი ტელევიზიები, მაგალითად, ძირითადად, მხოლოდ სიმღერასა და ცეკვაში წარმატებულ ბავშვებზე გვიამბობენ.
კარგ სიმღერასა და ცეკვას რა ჯობია,მაგრამ ისიც ხომ ტრივიალურია რომ ქვეყნის ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და, საერთოდ სიძლიერის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს მეცნიერება, უფრო კონკრეტულად კი საბუნებისმეტყველო მეცნიერება წარმოადგენს.. არც ისაა საიდუმლო, რომ განათლებისა და მეცნიერების წყვეტა როდესაც ხდება, მის აღდგენას ათეული წელიწადი სჭირდება. ხელისუფლების მიერ „ჩარეცხილებად“ მონათლულ მეცნიერთა და პედაგოგთა ცვლა თუ არ მოვიდა,, რამდენიმე წელიწადში ჩვენ სკოლის პედაგოგთა მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდებით. ასე რომ, სასკოლო განათლება, რომელიც უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო სექტორის ფუნდამენტს წარმოადგენს, განსაკუთრებულ მ§იშვნელობას იძენს და ის სახელმწიფოსა და მთელი საზოგადოების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ისეთმა ძლიერმა სახელმწიფომაც კი, როგორიც აშშ-ია, დროზე დააფიქსირა თავისი სასკოლო განათლების ხარვეზები და მისმა ახალმა პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ამერიკული სასკოლო გამათლების დონე არა მხოლოდ განვითარებული, ხშირდ განვითარებადი ქვეყნის სასკოლო განათლების დონესაც კი ჩამორჩება.ამერიკაში შესაბამისი ცვლილებები--რეფორმების გატარება მაშინვე დაიწყო.
რა მდგმარეობაა ამ მხრივ ჩვენთან/? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ორ მეცნიერ მკლერვართან,, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ ლევან გეონჯიანთან და ავიაკოსმოსური მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მარინა ლომოურთან საუბარი გვაძლევს. (მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტისადმი მიძღვნილი ჩემი მასალები გაჯერებულია უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილი რექტორის ხუბუას კრიტიკით, მე გვერდს ვერ ავუვლი იმ ფაქტბ\ს, (რადგან არ მინდა ჩემ ჟურნალისტურ ობიექტურობას ვუღალატო ) რომელმაც მე გამაკვირვა. ეს ფაქტი შემდეგში მდგომარეობს: ხუბუას მითითებით,მისმა მრჩეველმა სამეცნიერო დარგში ფიზიკა-მათემატიკურ მევნიერებათა დოქტორმა რომან ჯობავამ შექმნა ჯგუფი ამ ორი მეცნიერის შემადგენლობით თსუ-ს სტრატეგიული განვითარების მონიტორინგისა და შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად..მანვე შეიმუშავა ჟგუფის მუშაობის სტრატეგია.
ვიდრე უშუალოდ ქართული განათლების სისტემის კვლევას შეუდგებოდნენ ,ჯგუფის წევრებმა საფუძვლიანად გაანალიზეს განათლების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (აშშ-ი, ქ. ბოსტონი) )მიერ ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგები. კვლევებში 60 ქვეყანა მონაწილეობდა--გამოიკვლიეს სასკოლო განათლების დონე მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და მშობლიურ ენაში. დღეს მე ქალბატონი მარინასა და ბატონი ლევანის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგებს მათი ნაამბობის საფუძველზე გაგაცნობთ.
ათიოდე წლის წინათ აშკარად გამოიკვეთა იაპონიის, ტაივანის,სამხრეთ-კორეის,,მალაიზიის, სინგაპურისა და ჰონკონგის ლიდერობის ამბიციები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, რასაც წინ უსწრებდა სათანადო საგანმანათლებლო- სამეცნიერო სექტორებში მიღწეული წარმატებები. დაახლოებით ამ დროს დაიწყო ჩინეთმა განათლების მასშტაბური, გეგმაზომიერი რეფორმები. ყოველივე ამან ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ამერიკა და ევროპის ქვეყნები და გამოიწვია ამერიკის მძაფრი ინტერესი განესაზღვრა მისი სასკოლო განათლების დონე მსოფლიო ფონზე.. შესაბამისი კვლევები 2004 წელს დაიწყო.. ამერიკელებმა თავისთვის არა სასურველი შედეგები მიიღეს, რამაც შოკში ჩააგდო პრეზიდენტი ბუში. აღმოჩნდა, რომ იაპონიამ ,სანხრეთკორეამ ,სინგაპურმა და ჰონკონგმა უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში თვისობრივი ნახტომი გააკეთეს. ქართველმა მკვლევარებმა ამ ქვეყანათა ჯგუფს „სხვა ცივილიზაციები“ უწოდეს.
„სხვა ცივილიზაციის“ ქვეყნებში განათლების პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რაც სულაც არ ნიშნავს სახელმწიფოს ჩარევას საგანმანათლებლო საკითხებში. ამ ქვეყნებში ზუსტად არის დაგეგმილი ეკონომიკა და განსაზღვრულია სტრატეგიული განვითარების ამოცანები. ეს კი შეუძლებელია განათლებისა და, პირველ რიგში სასკოლო განათლების დონის გააზრებისა და მუდმივი განახლების გარეშე. ყველა ეს ქვეყანა, მაგალითად, ელექტრონულ წარმოებაში აშშ-საც კი უსწრებს.
განათლების რეფორმა ამ ქვეყნებში ძველისა და ახლის შერწყმის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს (განსხვავებით საქართველოსაგან, სადაც ყოველივე ძველს, თუნდაც კარგს“საბჭოთას“იარლიყი მიაკერეს.-დ. ქ.). ერთი მხრივ შენარჩუნდა განათლების ტრადიციული ფორმა: ცოდნის შესაბამისი მკაცრი მოთხოვნები; რეპეტიტორთა ინსტიტუტის, როგორც სასკოლო განათლების განუყოფელი ნაწილის აქტიური მონაწილეობა; მშობლის,ძირითადად დედის(!) მაკონტროლებელი როლის გაძლიერება და ა. შ.
მეორე მხრივ, დაინერგა მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების შემცველი ახალი სასწავლო პროგრამები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში; ახალი ,დასავლური სახელმღვანელოები; მასწავლებლის პროფესიონალიზმის მიმართ მკაცრი მოთხოვნები; მასწავლებლისა და დედების სისტემური, მეთოდური სწავლება, სპეციალური მომზადება და ა, შ.
აღსანისნავია, რომ ყველა ამ წარმატებას,, “სხვა ცივილიზაციის“ ქვეყნებმა ამერიკელი მეცნიერებისა და ექსპერტების დახმარებით მიაღწიეს. ამ მეცნიერთა რიცხვში იყო ლიბერალური სწავლების მეთოდის უმკაცრესი კრიტიკოსი ჰამიდ ნეჟადი, მიწვევები ხდებოდა პირადი ინიციატივითა და მთავრობების დახმარებით.. ამ ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანესი სტიმული გახდა ჩინური მმეცნიერებისა და ეკონომიკის აღმავლობა, რასაც ასევე შეუწყვეს ხელი ამერიკელმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.
დასახელებულ ქვეყნებშიბ მიზანმიმართულად ქმნიან ცენტრალური მართვისა და თვითორგანიზაციის ოპტიმალურად დაბალანსებულ სისტემებს (ოპტიმალური საქართველოში სკოლების რაოდენობის შემცირებაში გამოიხატა. დ. ქ.) ეს სისტემები მთელ ჯაჭვს მოიცავს სკოლიდან მეცნიერებათა აკადემიამდე. სახელმწიფო ხელს უწყობს თითოეული მოქალაქის პროფესიონალური კომპეტენციის ამაღლებას მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მისი ბუნებრივი ნიჭის რეალიზაციას. ამ ქვეყნებში ცივილიზაციის მიღწევების შემცველი ინფორმაცია რაციონალურედ „მიება“ განათლებისა და მეცნიერების სისტემას.
საერთაშორისო კვლევების შედეგების გაანალიზებისა და ეკონომიკური დასაბუთების შემდეგ, 4 წლის წინათ, აშშ-ში უკვე დაიწყო ცოდნის შეძენაზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების რეალიზაცია--რეფორმები (ზუსტად ამ დროს, როდესაც აშშ-მა უარი თქვა ლიბერალური სწავლების მეთოდზე, ქართველმა რეფორმატორებმა ბოლ;ო მოუღეს ერთ დროს მოწინავე ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და ლიბერალური განათლების მეთოდის განხორციელება დაიწყეს, თანაც აპელირებას აშშ-ზე აკეთებდნენ--დ. ქ.) ლიბერალური განათლების ( რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში „გინდ ისწავლე, გინდ-არას“ სახელითაა ცნობილი) დასასრული, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა წელს ამერიკის ნაციონალურ აკადემიაში გამოსვლისას,მთელ მსოფლიოს აცნობა.
საერთაშორისო კვლევათა შედეგების მიხედვით, მეორე ჯგუფში შედიან ევროპული განათლების ქვეყნები: კანადა,რუსეთი, აშშ-ი,, ბალტიისპირეთი, სომხეთი და სხავა პოსტსაბჭოთა ქვეყნები და პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა ქვეყანა. ამ ქვეყნებში (მაგ. რუსეთში) განათლება სახელმწიფოს ზრუნვის საგანია და კარგად არის გაგებული განათლების როლი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
შემდეგი ჯგუფია პრობლემური ქვეყნები, რომლებშიც სახელმწიფოს როლი განათლების სფეროში უმნიშვნელოა. ამ ქვეყნების ნაწილი ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი (მაგ. საუდის არაბეთი,), ნაწილი პოლიტიკურად არამდგრადია. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ურჩევნიათ სხვა ქვეყნებში მიიღონ განათლება, ვიდრე საკუთარ ხელისუფლებას მოსთხოვონ განათლების დონეზე ზრუნვა. ამ ჯგუფში შედიან ლიბანი, ტაილანდი, თურქეთი,იორდანია,, საქართველო, ირანი, ბახრეინი, ეგვიპტე, სირია,მაროკო,
(გაგრძელება იქნება)
დალი ქვირია
ჟურნალი “ისტორიული მემკვიდრეობა“ 2009 წელი № 3