суббота, 18 сентября 2010 г.

დალი ქვირია. საქართველო უნიჭო პედაგოგიკური ექსპერიმენტის პოლიგონად გადაიქცა

საუბარი ფიზიკა- მათემატიკურ მეცნიერებათა, დოქტორ ლევან გეონჯიანთან და ავიაკოსმოსური მედიცინის ნეცნიერებათა დოქტორ მადრინა ლომოურთან(.გაგრძელება)
ბოსტონის საერთაშორისო კვლევის ცენტრის მონაცემების გაანალიზების შემდეგ 2008 წელს ჩვენმა მეცნიერებმა, მათ მიერვე შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდების 3-წლიანი მონაცემების ანალიზი და მიღებული შედეგები გ.ხუბუას ინიციატივით (თქვენ წარმოიდგინეთ. დ. ქ.) ჯერ თსუ -ში გამართულ სპეციალურ სემინარზე გამოიტანეს, შემდეგ მთელი საქართველოს უნივერსიტეტებსა და პარლამენტში გაავრცელეს, ბოლოს კი მოხსენების სახით სასტუმრო „მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე გააცნეს მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. მათ მიერ გამოტანილი ზოგადი დასკვნები ასეთია :საქართველოში სახეზეა სასკოლო განათლების კრიზისი, რეფორმამ კი განათლების არსი სთვალსაზრისით, არა თუ გამოასწორა, უფრო დაამძიმა მდომარეობა.
მკვლევარები ყოველივე ამის მიზეზად თვლიან არასწორი ორიენტირების არჩევას. ეს არის სწავლების ლიბერალური მეთოდი--„სწავლა- თამაში“,რომელიც არა ფუნდამენტური განათლების მიღებაზე, არამედ ცოდნის „აღმოჩენაზეა“ ორიენტირებული.ეს მეთოდი სრულიად შეუფერებელია ქართული სკოლისა და პედაგოგებისათვის, რომელიც (რუსული სკოლის გავლით) ვილელმ ჰუმბოლტისა და გოტფრიდ ლეიბნიცის იდეებს ეყრდნობოდა.
მეცნიერ-მკვლევარებს შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელ პროფესორ ჰამიდ ნეჟადისთან, რომლისგანაც ლიბერალურ იგანათლების მკაცრი კრიტიკა მოისმინეს. ამერიკაში საერთაშორისო კვლევების შემდეგ დაწყებული რეფორმების ჩატარებისას, პროფესორი ნეჟადი ამ რეფორმების აქტიური ხელშემწყობი გახდა. იგი ტაივანის განათლების რეფომის ერთ-ერთი ავტორიცაა.
მეცნიერები თვლიან, რომ საქართველოში ჩატარდა 21- საუკუნისათვის სრულიად მიუღებელი, სახელმწიფო ინტერესეთან შეუთავსებელი საგანმანათლებლო რეფორმა, რომლის დროსაც ლიბერალური სწავლების მეთოდი ძალისმიერად აღტკინებული ემთუზიაზმით ინერგებოდა.
მოხდა საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზაცია და ქართული განათლების სისტემა ერთი პედაგოგიკური მიმართულების გაუნათლებელ მიმბაძველთა უნიჭო ექსპერიმენტის ასპარეზად გადაიქცა.განათლებულ ევროპაში ეს მეთოდი მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა და წარუმატებელ პედაგოგიკურ ექსპერიმენტად ჩაითვალა
პროცესის ამ მიმართულებით განვითარებაში მეცნიერ- მკვლევარები არაპროფესიონალებს ადანაშაულებენ და მაგალითებიც მოჰყავთ. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსტეტში გამოკრულია პლაკატი“ილია ჭავჭავაძის უნივრტსიტეტი--ლიბერალური განათლების კერა“(რექტორი გიგი თევძაძე). განათლების ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი სიმონ ჯანაშია კი სასტუმრო „მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე აცხადებს:“საქათველოს მოხვედრა დაბალი განათლების ქვეყნების გვერით განპირობებულია არა განათლების სისტემით, არამედ იმით, რომ ქართველი ბავშვები არ სწავლობენ. ვნახეთ არა ის, რაც ვასწავლეთ, არამედ ის, -რაც ისწავლეს.“მისი სიტყვები ნათლად მეტყველებს, თუ რამდენად შორს არის ის ფუნდამენტური ცოდნის მიღების ორიენტაციისაგან.
მკვლევარები თვლიან, რომ ქართულმა საგანმანათლებლო სისტემამ დაკარგა ყოველგვარი სისტემური კავშირი ეცროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან, რომელსაც (ამ კავშირს) ჯერ კიდევ ილია ჭავჭააძის, იაკობ გოგებაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის დროს ჩაეყარა საფუძველი, რაც უნუვერსიტეტის დაარსებითა და მისი შემდგომი საქმიანიბით დაგვირგვინდა.
კლევათა შედეგად მიღებული კონკრეტული სურათი კი ასეთია: მათემატკის კარგად მცოდნე აბიტურიენტები აბარებენ ISM-ში, მათვე აქვთ მაღალი ქულები უნარებში. მეორე ადგილზე არიან თსუ-ს ეკონომიკური ფაკულტეტის, შემდეგ კი იურიდიული და საზოგადოებრივ--პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პირველკურსელები.
პოლიტექნიკური და ილიაჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტების პიველკურსელები კი მკვეთრად ჩამორჩებიან საქართველოს საუკეთესო პირველკურსელებს. დროის მიხედვით სურათი ასეთია :2008 და 2009 წელს 2007 წელთან შედარებით, მივიღეთ მკვეთრი ვარდნა ყველა დისციპლინაში, გარდ აუცხო ენისა. აქ შედეგები ძალზე კარგია..ამრიგად, წლევანდელი შედეგები მიახლოვებულია 2008 წლის შედეგებთან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოხდა სტაბილიზაცია. ეს აიხსნება საზოგადოების თვითორგანიზაციის რესურსებით (ოჯახი,,ჯერ კიდევ შემორჩენილი კარგი მასწავლებლები, განსაკუთრებით რეპეტიტორები) .სტაბილიაციის პროცესს სამი სახელმწიფო ორგანიზაციაც უწყობდა ხელს-- გამოცდების ეროვნული ცენტრი (დირექტორი მიმინოშვილი),. საქართვლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (დირექტორი ნ. ჯოხაძე) და ფონდი „ირმის ნახტომი“...
ფონდი „ირმის ნახტომი“, (მერაბ ლაბაძე) ზრუნავდა სკოლების კომპიუტერიზაციაზე, აერთიანებდა მოწინავე პედაგოგებს; ატარებდა საგნობრივ კონკურსებს; პრაქტიკულად ნერგავდა სწავლების მოწინავე მეთოდებს. გ. ნოდიას მინისტრობის დროს ფონდს ჩამოაჭრეს ფუნქციები. (ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო). ეს ორგანიზაცია დღეს არ არსებობს. ამრიგად, დაიშალა საქართველოს მოწინავე, მოაზროვნე განათლების ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მენეჯერების გუნდი, სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა კი ფორმალობად იქცა.
სასკოლო განათლების მკვლევარები თვლიან,რომ სასკოლო განათლების ჩავარდნამ უმძიმეს პირობებში ჩააყენა საზოგადოება და უმაღლესი სკოლა, რომლის კურსდამთავრებულთა ნახევარმა, შესაძლოა, ფორმალურად მიიღოს დიპლომი და ვერ მიიღოს ნამდვილი უმაღლესი განათლება.
მკვლევარებმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს რიგი წინადადებებისა. ისინი თვლიან, რომ უნდა დავეყრდნოთ სახელმწიფო დოქტრინას, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების ძირითადი დანიშნულება იქნება კადრების თვითწარმოება ქვეყნის არსებობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უსაფრთხოება ფართოდ უნდა გავიგოთ, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, თანამეКეოვე ტექნოლოგიებისა და, ასევე თანამედროვე მართვის სისტემების ათვისებას და სხვ., კონსტიტუციაში კი უნდა ჩაიწეროს, რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია.
უნდა მოხდეს საგანმანათლებლო სივრცის დეპოლიტიზაცია და პროფესიონალიზაცია.ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ინტელიგენციის ყველა ფენა .საჭიროა სამინისტროსთან მჭიდო თანამშრომლობა. წელს ამ აზრით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. საგანმანათლებლო პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად უნდა იქცეს, რაც არ ნიშნავს სახელმწიფოს დიქტატს საგანმანათლებლო სფეროში და მხოლოდ მისი რესურსების რაციონალურ, მიზანდასახულ, შედეგზე ორიენტირებულ გამოყენებას გულისხმობს საზოგადოების სასარგებლოდ.
ასეთია მეცნიერ- მკვლევარების ბატონ ლევან გეონჯიანისა და ქალბატონ მარინა ლომოურის სასკოლო განათლების დონის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები.

პ.ს;მე კი გავკადნიერდები და ვიტყვი; “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“

ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“ 2009 წელი № 3

5 комментариев:

  1. მკვლევარები ყოველივე ამის მიზეზად თვლიან არასწორი ორიენტირების არჩევას. ეს არის სწავლების ლიბერალური მეთოდი--„სწავლა- თამაში“,რომელიც არა ფუნდამენტური განათლების მიღებაზე, არამედ ცოდნის „აღმოჩენაზეა“ ორიენტირებული.
    ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია ისეთი კვლევის მეცნიერულობა, რომელიც ჩვენი სასკოლო განათლების კრიზისის მთავრ მიზეზად ერთ რომელიმე მეთოდს მიიჩნევს.

    ОтветитьУдалить
  2. ანუ ამ განათლების რეფორმით ჩვენ ვიღებთ დიპლომიან ხელზე მოსამსახურე მოქალაქეებს, რომლებიც დაბალი ხელფასით მაღალხარისხოვნად გამოაცხობენ პურს, მოამზადებენ კერძებს, დაალაგებენ სასტუმროს და ა.შ. ანუ მოემსახურებიან უცხო ტომელებს, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად ჩამობრძანდებიან. ვაი ჩვენი ბრალი, ილიას, აკაკის და ვაჟას ქვეყანაში განათლება ნულის ტოლია.

    ОтветитьУдалить
  3. დალი ქვირია19 сентября 2010 г. в 14:46

    ბატონო ამირან .ეს კვლევები ჩატარებულია და მონაცემებს გვაძლევენ. დასკვნას კი ეს მკვლევარები აკეთებენ მე სწორედ იმიტომ მინდა კომენტარები დაიწეროს, რომ სხვა აზრიც გამოითქვსა. ამ მკვლევარებმა წელს ახალი კვლევა ჩაატარეს მე შედეგებს ჯერ არ ვიცნობ.მიზეზი ჩემი აზრითაც არ შეიძლება იყოს მხოლოდ მეთოდი მიზეზი არის ალბათ ხელისუფლების არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა და პრიორიტეტების არასწორი არჩევა.არაპროფესიონალიზმზე ესენიც წერენ. ძალიან გთხოვთ ,თქვენ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება,თუმცა კომენტარში ეს ძნელი იქნება ამიტომ გავაკეთოთ ინტერვიუ,

    ОтветитьУдалить
  4. ირმა ვიბლიანი20 сентября 2010 г. в 00:43

    ერთი დადებითი შედეგი მაინც დადოს ვინმემ, რაც მოიტანა ამ ყოვლად უმსგავსმა სასკოლო სახელმძღვანელოებმა და ,,ლიბერალურმა განათლებამ".ეს განათლება კი არა განნათლებაა. ისეთი შტაბეჭდილებაა, რომ ენანებათ ცოდნა ბავშვებისთვის და ჟარგონი რომ გამოვიყენო(ბოდიშის მოხდით), ცოდნას ,,ჟმოტავენ". ვის უნახავენ, საინტერესოა. ბავშვის და მასწავლებლის ენერგია 12 წელი იხარჯება იმისთვის, რომ მივიღოთ ნულოვანი შედეგი. მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი.რაც შეეხება იმას, რომ ბავშვებმა ანახეს ის, რაც ისწავლეს და არა რაც ასწავლეს, მიმაჩნია, რომ პირიქითაა. იმათაც, ვინც რაიმე ცოდნა გამოამჟღავნეს, აჩვენეს ის, რაც არ უსწავლებიათ სკოლაში. მათ ეს რეპეტიტორებთან ისწავლეს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არსებული წიგნებით ვერც ერთი ბავშვი ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარსაც კი.

    ОтветитьУдалить