суббота, 26 июня 2010 г.

სახელმწიფო გამოცდებით ჩარიცხულ ფრანგ სტუდენტებს დედამიწის რადიუსი 10 მმ ჰგონიათ.

სახელმწიფო გამოცდებით ჩარიცხულ ფრანგ სტუდენტებს დედამიწის რადიუსი 10 მმ ჰგონიათ.
საქართველოში 2004 წელს დაწყებული განათლების რეფორმის მიმდინარეობისას გარდა კორუფციის, რეპეტიტორთა ინსტიტუტის მოსპობოსა და ბოლონიის პროცესის დებულებათა მიმართ ერთგულების დაპირებებისა, მუდმივდ ხდებოდა დასავლეთის განვითრებული ქვეყნების სახელებით აპელირება.2008 წელს მეცნიერ მკვლევარების—ლევან გეონჯიანისა და მარინა ლომოურის მიერ ქართული ეროვნული გამოცდების სამწლიანი შედეგების ანალიზმა სასკოლო განათლების კრიზისი დააფიქსირა. Aამასვე მიუთითებს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მსოფლიოს 60 ქვეყანაში ჩატარებული კვლევები, რომელთაც საქართველოს სასკოლო განათლებას ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფში—ბახრეინის, ლიბანის, მაროკოს, იორდანიისა და სხვათა გვერდით მიუჩინეს ადგილი.(ამის თაობაზე ჩვენ ადრეც გაცნობებდით). უცხოეთში მიღებული განათლებით მუდმივად ამაყი ქართველი რეფორმატორები ან საერთოდ არ გასცნობიან მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული სასკოლო განათლების რეფორმების შედეგებს, ან გაეცნენ და მიზანმიმართულად დაანგრიეს ქართული სასკოლო განათლება. Uუფრო სარწმუნო მეორე მოსაზრებაა, მითუმეტეს, თუ გავივალისწინებთ, რომ რეფორმები საქართველოში სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც დასავლეთში გაუაზრებელი რეფორმების შედეგების გამო განგაში უკვე ატეხილი იყო. Dდღეს ჩვენ პარიზის პიერ და მარიამ კიურების სახ. უნივერსიტეტში მოღვაწე ფიზიკა- მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვიქტორ დოცენკოს წერილის ნაწილს გაგაცნობთ (наука и жизнь 2004г. N 1). რუსი პროფესორი, გარდა ფრანგულ უნივერსიტეტში მოღვაწეობისას შეხვედრილი კურიოზების აღწერისა, მეტად მნიშვნელოვან პარალელებს ავლებს შორეულ წარსულთან, საიდანაც ნათელია, რომ საქმე მხოლოდ მათემატიკური ცოდნისა და ანალიტიკური აზროვნების დაკარგვა კი არ არის, არამედ ის, რომ ბრძენი და განათლებული ერი შეიძლება სულ მთლად დაქვეითდეს და კატასტროფამდე მივიდეს.
გადავიდეთ წერილის გაცნობაზე. ისტორიკოსები დღემდე ვერ გარკვეულან, როგორ მოხდა, რომ ასეთმა განათლებულმა და ბრძენმა ეგვიპტელებმა ასე სწრაფად დაივიწყეს თავისი დიდებული პირამიდების შენების ცოდნა (ეს მოხდა ქრიტეს შობამდე 26-ე საუკუნეში). Eეს იყო გამაოგნებელი ისტორიული კატასტროფა. ყოველივე ამას საუკუნეობით სწავლობდნენ, აგროვებდნენ ცოდნას და გამოცდილებას, სრულყოფდნენ თავის ოსტატობას და უცებ ყველაფერი დაივიწყეს, დაკარგეს ჩვევები, ელემენტარული საკითხების გაგების უნარი. საოცარია, რომ თითქოს ყოველივე თავისთავად მოხდა, ბარბაროსების შემოსევისა და ომების გარეშე. ყველაფერი, რაც შემდეგ აშენდა, იყო დიდებული პირამიდების საცოდავი მიმსგავსება. დღეს მე უკვე ვიცი, როგორ მოხდა ყოველივე. საქმე ის არის, რომ უკვე მეხუთე წელია ვასწავლი პიერ და მრიამ კიურების სახ. Pპარიზის უნივერსიტეტში (“Pარის ვი”). განათლების დონით არც პარიზია პლანეტაზე ბოლო ადგილზე და არც ჩვენი უნივერსიტეტია უარესთა შორის პარიზში... ჩემ შესაძლებლობებში არ შედის შევადარო რუსული განათლების საშუალო დონე, ფრანგული განათლების საშუალო დონეს. მითუმეტეს, რომ საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს “განათლების საშუალო დონე”. გიამბობთ მხოლოდ ჩემ პირად გამოცდილებაზე, ანუ ”რასაც ვხედავ, იმას ვმღერი”.
საფრანგეთში დიდი ხანია შემოიღეს ერთიანი სახელმწიფო გამოცდები BAK-ი (სიტყვა ბაკალავრიატიდან). ამგვარი გამოცდების შემოღების მოტივაცია დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც რუსეთში ყველა მოსწავლის ჩაყენება ერთნაირ პირობებში, კორუფციის მოსპობა და ა, შ. BAK-ი შეიძლება იყოს სამეცნიერო (პრიორიტეტით მათემატიკსა და ფიზიკაში) და ჰუმანიტარული (პრიოპიტეტით ენებში, ფილოსოფიაში, ეკონომიკასა და სხვა). BAK-ის ჩამბარებელი პირი ირიცხება ნებისმიერ უნივერსიტეტში თავისი პროფილით და სწავლობს იქ უფასოდ, თუ არ ჩავთვლით “საკომისიო მოსაკრებელს”(300 ევრო) წლის დასაწყისში. თუ ოჯახის შემოსავალი გარკვეულზე დაბალია, სტუდენტი მიუხედავად მოსწრებისა, იღებს სტიპენდიას. გარკვეული ქულების მიღებისას ახალგაზრდა ირიცხება”Гранд Эколь”-ის მოსამზადებელ კურსებზე. ”Гранд Эколь”-ი ელიტარული უნივერსიტეტია, და იქ მოსახვედრად მოსამზადებელი კურსების შემდეგ, კიდევ მისაღები გამოცდებია ჩასაბარებელი. როგორც მოსამზადებელ კურსებზე, ისე უნივერსიტეტში, სწავლისას ხდება განთესვა როგორც ზამთრის, ისე საგაზაფხულო სესიებზე, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საკმარისი რაოდენობის ქულებს ვერ დააგროვებს. მიღებულია კურსზე დატოვებაც. ჩემს უნივერსიტეტში ზამთრის სესიებზე 40, ხოლო საგაზაფხულოზე სტუდენტთა 30 %-ი ირიცხება. სწავლების მეორე წლის ბოლოს ჩარიცხულთა ¼-ღა რჩება.(ფაქტობრივად ეს ორ წელიწადზე გაჭიმული მისაღები გამიცდებია).განთესვა ნაკლები ინტენსივობით შენდეგაც ხდება. უნივერსიტეტში სწავლება 2 ან 3 წლის შემდეგ მთავრდება DEA-თი,რომელიც ასპირანტურასთანაა ახლოს და ის მთავრდება დისერტაციის დაცვითა და სამეცნიერო ხარისხის მოპოვებით. ამ დონემდე აღწევენ მხოლოდ სტუდენტები, რომლებიც არიან”ყველაზე- ყველზე” ამ მოსაწყენი შესავლის შემდეგ , ცოტაოდენს ჩემზე გეტყვით--ვასწავლი უნივერსიტეტის პირველკურსელებს ფიზიკასა და მათემატიკას. ვკითხულობ თეორიული ფიზიკის კურსს და ვუტარებ სემინარებს ”ЕкольНормаль Суперьер”-ის ბოლო წლის ასპირანტებს (ანუ იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან არა მარტო ”ყველაზე--ყველაზე”, არამედ კიდევ ”ცყпერ” და ”экстра”. როგორც ხედავთ განათლების სისტემა არცთუ ცუდად არის მოფიქრებული და ამისათვის ფულიც არის. თუმცა ფრანგები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ განათლებისათვის ფული კატასტროფულად არასკმარისი არის... მათ ხომ არ იციან, რას ნიშნავს ნანდვილად არასაკმარისი. მინდა გითხრათ, რომ”გვინდოდა როგორც უკეთესია და გამოვიდა ,როგორც ყოველთვის”--ხდება არა მხოლოდ რუსეთში. ამის მაგალითია ფრანგული განათლება (და მე ვფიქრობ არა მხოლოდ ფრანგული). ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ზოგჯერ იძულებული ვარ მივმართო ექსპერტებს, მხედველობაში მაქვს ისინი, ვინც იცის არითმეტიკის ოთხივე მოქმედება, აგრეთვე წილადების შეკრება და გაცნობილია გამრავლების ტაბულას. პირველკურსელბთან მუშაობისას შევაგროვე ასეთი მასალა: 50- კაციანი ჯგუფიდან, რომელსაც მე ვასწავლი, 8 ახალგაზრდა თვლის, რომ 3/6=1/3-ს. ამ ახალგაზრდებმა, ახლახან ჩააბარეს ერთიანი სახელმწიფო გამოცდები ფიზიკისა და მათემატიკის პრიორიტეტით. როდესაც მის შესახებ ვუამბობ ექსპერტებს, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლების პრაქტიკა არ აქვთ, ისინი ჩიხში ექცევიან (ცდილობენ სტუდენტთა ასეთ პასუხებში იპოვონ ლოგიკა, მათემატიკური მსჯელობები, რომლითაც ასეთი პასუხები მიიღება). საქმე კი მეტად მარტივად არის: მოსწავლეებს ასე ასწავლეს სკოლაში და მათ ,როგორც ბეჯითებმა, ასე დაიმახსოვრეს (უნივერსიტეტში ხომ მხოლოდ ბეჯითები ხვდებიან). შემდეგ ლექციაზე, ფუნქციის წარმოებულის ახსნის ნაცვლად იძულებული ვიყავი ამეხსნა სტუდენტებისათვის, რომ 3/6 უდრის 1/2-ს, და არა 1/3-ს, როგორც ზოგიერთს ჰგონია. რეაქცია ასეთი იყო ”ასეა? კარგი”. მათთვის რომ მეთქვა, 3/6 ტოლია 1/10-ისა მეთქი, რეაქცია იგივე იქნებოდა. წინა 2 სასავლო წლის განმავლობაში ჩემი სტუდენტების 1/10 ავლენდა ”არასტანდრტულ მათემატიკურ ცოდნას”. ისინი თვლიდნენ, რომ ყოველი რიცხვი (-1) ხარისხში ნულის ტოლია. ეს იყო არა შემთხვევითი, არამედ კაგად ათვისებული ცოდნა, რომელიც მიუხედავად ჩემი წინაარმდეგობისა, ხშირად მეორდებოდა და თანაც ორმხრივად მოქმედებდა: თუ რიცხვი(-1) ხარისხში იყო ასაყვნი, მას 0-ს უტოლებდნენ და პირიქით, 0-ს აიგივებდნენ რაღაც რიცხვის (-1) ხარისხთან. დასკვნა ასეთია: მათ ასე ასწავლს სკოლაში. რაც ვერ ასწავლეს საწყალ ფრანგ ბავშვებსს, ეს არის წილადებზე მოქმედება. საერთოდ წილადები, მათი შეკრება, გამოკლება, გამრავლება და განსაკუთრებით გაყოფა, ჩემი სტუდენტების მუდმივი თავის ტკივილია. პარიზის უნივერსიტეტში ჩემი მუშაობის პრაქტიკიდან მიღებული დასკვნა ასეთია: წილადებზე დარწმუნებით მოქმედება შეუძლია, ჩემი სტუდენტების არაუმეტეს მეათდისა. უნდა ითქვას, რომ არითმეტიკული ოპერაცია, გაყოფა, არის თანამედროვე ფრანგული საშუალო განათლების ყველაზე რთული და ძნელი თემა. როგორ უნდა ასწავლო ბავშვს გაყოფა. ალბთ ექვსი ვაშლის სამ ბავშვზე თანაბარი განაწილების მაგალითით. ფრანგმა ექსპერტებმა ამიხსნეს, როგორ ასწავლიან ფრანგ ბავშვებს გაყოფას: აძლევენ შარადებს (ჩვენთანაც გვხვდება შარადები სახელმძღვანელოებში დ.ქ.), რომელშიც სვეტებად განლაგებულია გასაყოფი, გამყოფი და განაყოფი. ზოგიერთი ციფრი გამოტოვებული და ისინი ბვშვებმა უნდა ჩასვან. ბუნებრივია, სწავლების ასეთი მეთოდის გამოყენების შემდეგ, რაც არ უნდა გითხრან 3/6-ს თაობაზე, ყველაფერზე თანახმა იქნები. გარდა სკოლაში მიღებული ”არასტანდარტული ცოდნისა”, ხშირად ძალიან სასაცოლო ფანტაზიებიც გვხვდება. მაგ.: ერთმა სტუდენტმა შემომთავაზა მრიცხველიდან მნიშვნელში რიცხვის გადატანა შეცვლილი ნიშნით. მსგავსი მაგალითების მთელი კოლექცია მაქვს, მაგრამ ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ბოლოსდაბოლოს, ,ახალგაზრდებს რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ იფანტაზიორონ, ეს არც ისე ცუდია. სკოლაში ფიქრს გადააჩვიეს. ვინც ვერ გადააჩვიეს, უნივერსიტეტში გადააჩვევენ. მაშ ასე მაინც გამოავლინონ ტვინის ცხოველმყოფელობა (სანამ ისინი, ტვინი და ცხოველმყოფელობა, კიდევ არსებობენ) დიდხანს მიკვირდა , ცოდნის ასეთი დაბალი დონით როგორ ახერხებდნენ ახალგაზრდები მისაღები გამოცდების ჩაბარებას. ახლა მე უკვე ვიცი ამ კითხვის პასუხი. საქმე ის არის, რომ ВАК-ის ყველა ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია კარგი კალკულატორით, რომლის ხმარებაც ВАК-ის დროს დაშვებულია. თანამედროვე კალკულატორებს ნებისმიერი ალგებრული გარდაქმნის წარმოება შეუძლიათ. რა-რა და, სწრაფად და სწორი თანამიმდევრობით ღილაკებზე დაჭერას თანამედროვე ახალგაზრდები ადვილად სწავლობენ. ერთი კია, თუ სხვა ღილაკს დააჭერ, შერცხვები (ჩემი ძველმოდური გაგებით). ახლებური გაგებით კი, მივიღებთ უბრალოდ შეცდომას. რას იზამ, ხდება ხოლმე. ერთმა ჩემმა სტუდენტმა, მაგალითად ღილაკს არასწორად დააჭირა და დედამიწის რადიუსი 10მმ. ტოლი მიიღო. საუბედუროდ, მას სკოლაში არ ასწავლეს, ან ასწავლეს და ვერ დაიმახსოვრა, რა ზომისაა ჩვენი პლანეტა. მიღებულმა პასუხმა, სტუდენტი არ გააოცა. ჩემი შენიშვნის შემდეგ, მან ღილაკებს სწორად დააჭირა და სწორი პასუხი მიიღო. მთავარი ის არის, რომ მისთვის, როგორც რუსულად იტყვიან ”до лампочки”, როგორი რადიუსი აქვს დედამიწას-10მმ. თუ 6400კმ. რამდენსაც იტყვიან, იმდენი იქნება. საქმე ის არის, რომ კალკულატორის აკრძალვას, ის მოჰყვება, რომ ВАК-ის ვერავინ ჩააბარებს, ბავშვები უნივერსიტეტში ჩარიცხვის ნაცვლად, სამუშაოს ძებნას დაიწყებენ. უმუშევარი დარჩება უნივერსიტეტის პროფესორთა მთელი არმია, ანუ იქნება დიდი სოციალური აფეთქება. ასე რომ, კალკულატორებს ხელი არ უნდა ვახლოთ, მითუმეტეს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოსწავლეები სწორად აჭერენ ღილაკზე.
პ.ს. წერილის შემდეგ თავებში, რუსი პროფესორი გვიამბობს ფიზიკის სწავლებისას შეხვედრილ კურიოზებზე, უნივერსიტეტის პროფესორთა დონეზე და ასეთი სწავლების შედეგად მიღებულ საზოგადოებაზე. რა სურათია ქართულ სკოლებში, ამის თაობაზე მასწავლებლებმა უნდა გვიამბონ, თუკი გვიამბობენ და თუმცა ქართული სახელმძღვანელოებიც არ არის შარადებით ღარიბი, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ბავშვები დედამიწის რადიუსს 10მმ-ს არ გაუტოლებენ. სხვათა შორის მე ერთ მშობელს ვიცნობ (ის მხატვარია), რომელმაც თავის პატარა შვილს კალკულატორი მე-12 სართულიდან გადაუგდო. მისი შვილი შემდეგში ყველა მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებული და სინფორმაციო ცენტრ ”მზიურის” ”განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვთა ჯგუში” ჩარიცხეს. დღეს ის უკვე მე-12-ე კლასის მოსწავლეა და მას მათემატიკის მასწავლებელი კლასის უპირობო ლიდერად თვლის. მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი შედეგი მხოლოდ კალკულატორის უგულებელყოფით მიიღწევა, მაგრამ დასავლური სკოლის გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ლოზუნგი ასეთი უნდა იყოს - შორს კალკულატორი ქართული სკოლებიდან. ყური მივუგდოთ თანამედროვეობის უდიდესი მატემატიკოსის, მსოფლიოს ყველა აკადემიების წევრს, ვლადიმერ არნოლდს, რომელიც თვლის, რომ კალკულატორის ხმარებამ დასავლეთის სკოლებში მიგვიყვანა ანალიტური და ლოგიკური აზროვნების დაკარგვამდე.
დალი ქვირია. 95 19 83; 899 388 275.

12 комментариев:

  1. ერთმა ჩემმა სტუდენტმა, მაგალითად ღილაკს არასწორად დააჭირა და დედამიწის რადიუსი 10მმ. ტოლი მიიღო. საუბედუროდ, მას სკოლაში არ ასწავლეს, ან ასწავლეს და ვერ დაიმახსოვრა, რა ზომისაა ჩვენი პლანეტა. მიღებულმა პასუხმა, სტუდენტი არ გააოცა. ჩემი შენიშვნის შემდეგ, მან ღილაკებს სწორად დააჭირა და სწორი პასუხი მიიღო. მთავარი ის არის, რომ მისთვის, როგორც რუსულად იტყვიან ”до лампочки”, როგორი რადიუსი აქვს დედამიწას-10მმ. თუ 6400კმ. რამდენსაც იტყვიან, იმდენი იქნება.

    ვაიმეე ამაზე რამდენი ვიცინეე :)))

    სამწუხაროდ ესეა :(

    ОтветитьУдалить
  2. მკითხველი29 июня 2010 г. в 02:54

    ძალიან საინტერესო სტატიაა

    ОтветитьУдалить
  3. didi madloba, qalbatono dali! ai, aseTi statiebi, sxva qveynebis saswavlo procesis analizi, maTi warmatebebis da warumateblobebis gacnoba zalianmniSvnelovani aris dres CvenTvis da gansakuTrebiT maTTvis, vinc ganaTlebis reformas axorcielebs da veraferi mouxerxes. imitom ki ara, maT es ar undaT, ara, es udaod Zalian rTulia.

    ОтветитьУдалить
  4. გეთანხმებით , რომ განათლების რეფორმა ურთულესი რამ არის და შეცდომებისაგან არავინ არ არის დაზღვეული. მაგრამ იმისათვის, რომ რეფორმა ჩატარდეს მინიმალური შეცდომებით, საჭირო იყო პროფესიონალების ჩართვა, საჭიროა თვითონ რეფორმის გამტარებელი იყოს განათლებული. ამ დღეებში განათლების სამინისტროს დიდჩინოსნები ტელევიზიით გამოდიოდნენ და ერტი მათგანი ქართულად სწორად ვერ მეტყველებდა ჩემმა შვილიშვილმა მითხრა, ამათ სხვას რა უნდა ასწავლონო. ხოლო მინისტრი ლომაია დაფაზე სიტყვა "ბავშვს" ვერ წერდა სწორად ეგებ მითხრათ, ხელმძღვანელი კარგი მენეჯერი უნდა იყოსო.1.-მენეჯმენტი ქართულად მართვას ნიშნავს. 2.-მე ძალიან დიდხანს ვმუშაობდი აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში და კარგად ვიცი- სწორი მართვისაღვის ის პრობლემა უნდა იცოდე, რომელსაც მართავ. დღეს მართვის სისტემების ინსტიტუტის შენობა გაყიდულია და ის თითქმის აღარ არსებოს.ჩვენ თვითმფრინავების ოპტიმალური ტრაექტორიით ფრენას ვმართავდით და განათლების რეფორმა რომ პროფესიონალების კონსულტაციებით ჩატარებულიყო, დღეს გვექნებდა ნორმალური უნივერსიტეტი, სკოლა და აკდემია. დალი ქვირია

    ОтветитьУдалить
  5. გთხოვთ დაწეროთ კომენტარები, ეს აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად. ვი იქროთ ჩვენი მომავალი თაბის განათლებაზე. მე შემდგომში გამოვაქვეყნებ მასალებს , რამდენად წასწევს წინ ქვეყნის ეკონომიკას მეცნიერებამითუმეტეს, რომ ქართველებს ამის დიდი პოტენციალი აქვთ. მაგრამ დრო მიდის და თაობა იკარგება. თაობა კი ქვეყნის მომავალია.დალი ქვირია

    ОтветитьУдалить
  6. getanxmebit,qalbatono dali da gichert mxars... ...swored,rom aqtualuri temaa,mitumetes am winasagamocdo cieb-cxelebashi.chemi arc erti da( da isini samni arian)ar mushaobs tavisi propesiit...vici es odnav temis gadaxvevaa,tumca gagrzelebac...mashin ristvis? ratom?

    ОтветитьУдалить
  7. დალი ქვირია30 июня 2010 г. в 11:20

    რა რისთვი, რა რატომ/ არ გავაგრძელოთ? ?პოლემიკა საჭიროა სზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად.

    ОтветитьУдалить
  8. ბულიონა2 июля 2010 г. в 11:06

    ის რომ , რეფორმა ბევრი მიმართულებით არასწორად ვითარდება; არ ახალია.
    ამის არგუმენტაციაც დამაჯერებელია.
    მაგრამ, მე კარგად მახსოვს საბჭოთა სკოლა 80 იანებში;(მექრთამეობის უსასიზღესი ფორმები; ე.წ. საჩუქრები, რეპეტიტორობა, ” პაროლები”.. რომელი ჩამოვთვალო?? ის ” მარგალიტები” რაც ბატონ თამაზ კვაჭანტირაძეს აქვს მოყვანილი ძველ( აწ ”გარდაცვლილ” გამოცემაში ” სკოლა და ცხოვრება”) ერთი აბიტურიენტი წერდა ” ტარიელმა მაღლა აღმართა გამარჯვების წითელი დროშა..”
    მეორემ დაწერა ” აბდუშაჰილს წვერები wვერერებამდე სთრევდაო”..
    ჩემმა კლასელმა, ჩემთან გამოცდაზე გასულმა ”შპარგალკით” მომარჯვებულმა განაცხადა: საქართველოში მონღოლებს ტროცკი შემოუძღვაო:)
    თქვენი მონამორჩილი მათემატიკას, ფიზიკას და მისთანებს მუდმივად იწერდა სხვისგან, ან სულაც სხვას აწერინებდა...
    მოკლედ იმ სისტემასაც სერიოზული ნაკლი ჰქონდა ქალბატონო დალი; ე/წ. მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლის მახინჯი პრაქტიკაც გავიხსენოთ..
    უმაღლეს სკოლაში რას ასწავლიან ამჟამად, არ ვიცი..
    მე სადაც ვწავლობდი; ყველაფერი თვითშემოქმედებაზე იყო მიშვებული, გინდოდა ისწავლიდი .. არა? არ ა:)
    სხვა უმაღლესებიდან ხსირად 10; 25 მანეთიანი გამოცდა-ჩათვლები გამიგია...
    ასე რომ, პირადი გამოცდილებით ვამბობ 1980-90 წლების საშუალო, უმაღლესი განათლების სისტემა იყო უაღრესად კორუმპირებული, განათლებას ( თვიტგანათლებას) ირებდენ ერთეულები.

    ОтветитьУдалить
  9. დალი ქვირია4 июля 2010 г. в 04:58

    საღამოს დავწერ კომენტარს ახლა უნდა ვსინჯო, თუ გამოიგზავნება
    3 დღეა ვერ ვაგზავნი კომენტარს, ახლა ძლივს ირეაგირა უსველებელი მასალაწაისალა ახლა გავდივარ და სარამოს თავიდან დავწერ, ეს არის საშინელი კომპიუტერი

    ОтветитьУдалить
  10. დალი ქვირია4 июля 2010 г. в 09:30

    ის მარგალიტები, რომელსაც თქვენ ასახელებთ და მოსწავლეები წერდნენ წინათ, ახლა სახელმძღვანელოებში წერია. სახელმძღვანელოების თემა ცალკე იქნება განხილული. ეს მხოლოდ სტატიის პირველი ნახევარია, ტესტური გამოცდები არ ამოწმებს საგნის ცოდნას. ამიტომაც მოიგონეს გამოთქმა-"გავარტყი" ესეც ცალკე თემაა. ტესტებს ხშირად ისინი ადგენენ, ვინც არ იცის სწორი პასუხი. ამაზეც დაიწერება ცალკე სტატია.კორუფციის მასშტაბები შეიძლება შემცირდა, მაგრამ მან სხვა ფორმა მიიღო. როდესაც მშობელი იხდის ფულს სწავლაში და შვილი იღებს დიპლომს, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ამას რა ქვია -დიპლომის ყიდვა და თუნდ კორუფცია. და რა ცოდნას შეიძენს სტუდენტი იმ პედაგოგებისაგან, რომლებიც თსუ- ში უკანონო კონკურსების ჩატარების შემდეგ დარჩნენ(კონკურსები \უკანონოდ ტარდებოდა, წინა კონკუესის ვადა არ იყო ამოწურული, რაზედაც პატრირქმა მიუთითა ხუბუას . ის დაპირდა, რომ არ ჩაატერებდა უკანონო კონკურსებს, მაგრამ მეორე დღესვე გამოაკრა უნივერსიტეტში ბრძანება კონკურსის ჩატარების შესახებ). ამ პედაგოგებმა სასწავლო ცხრილები ვერ შეადგინეს და სტუდენტები ორი თვე კორპუსიდან კორპუსში დარბოდნე, რათა გაეგოთ სად ჩაუტარდებოდათ ლექცია, ასე გაგეძელდა, სანამ კონკურსით უნივერსიტეტიდან გაშვებული პედაგოგები არ მოიწვიეს და ცხრილი არ შეადგენონეს. ხოლო საუკეთესო პედაგოგები -წიგნების ავტორები, ისე გაუშვეს უნივერსიტეტიდან, რომ კონვერტები. რომლებშიც მათი დოკუმენტები იდო, არც გაუზსნიათ. მათ შორის იყო საუკეთესომათემატიკოსი, საუკეთესო ინფორმატიკოსი და ა. შ. რაც შეეხება სკოლას, როდესაც სსრკ=მ პირველმა გაუშვა თანამგზავრი კოსმოსში, ამერიკამ კონგრესმა სპეციალური კომისია გამოგზავნა იმის გასარკვევად, რითი აჯობა ამ ჩამორჩენოლმა ქვეყანამ ამერიკას.დასკვნა ასეთი იყო--განათლებით. და ქართული განათლებაც მაშინ იმ განათლების ნაწილი იყო. ისე ქართული განათლების დაქვეითება რეფორმამდე დაიწყო. რეფორმამ კიდევ უფრო დააჩქარა მისი დაღმასვლა რაც შეეხება რეპეტიტორებს, ეს ხომ ცნობილია, რომ რეპეტიტორობის ინსტიტუტის მოსპობის (საერთოდ მოსპობა რა საჭიროა, გაუგებარია) ნაცვლად ,რასაც რეფორმატორები გვპირდებოდნენ, არასოდეს ისე მასშტაბური რეპეტიტორობა არ ყოფილა, როგორც რეფორმის შედეგ.ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველ წელს ჩაირიცხა პიროვნება სულეიმანოვი, რაც პროფესიონალების მიერ შედგენილმა კომისიამ სამინისტროს ინფორმაციების საფუძველზე დადგონა,რომელსაც საერთოდ არ ჩაუბარებია ეს გამოცდები. რის შესახებაც მე გაზეთ "რეზონანსში" მაქვს მასალა გამოქვეყნებული, სამინისტროს პასუხი კი ასეთი იყო. მასალის ავტორიც და კომისიის წევრებიც არიან საბჭოთა მენტალიტეტოს მქონე ადამიანები.

    ОтветитьУдалить
  11. ძალიან დამაფიქრებელია ეს ყველაფერი! ის უზარმაზარი ჩამორჩენა, რომელიც ჩვენსა და განვითარებულ (დასავლურ) სამყაროს შორის არის, მხოლოდ განათლების სისტემის, როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების მოწესრიგებითა და გამართვით თუ შეიძლება დავძლიოთ. სამწუხაროდ, განათლების ის სისტემა, რომელიც ჩვენში მოქმედებს, ამ ჩამორჩენას კი არ ამცირებს, უფრო აღრმავებს. ვერ ვიტყვი, რომ არ ცდილობენ, თუმცა ნადვილად შეიძლება მეტის გაკეთება. ხომ ფაქტია, რომ უნიჭიერესი ბავშვები გვყავს. მოდით, ეპიზოდურად კი არა, სულ მუდამ წავახალისოთ და განუწყვეტლივ მათზე ვიმსჯელოთ, პირობები შევუქმნათ, სტიმული მივცეთ, ფული დავახარჯოთ... მერე ისე ხდება, რომ ეს ნიჭიერი ბავშვები სულ სხვა რამეში ავლენენ თავიანთ უნარებს, ანუ კარგი მასალისაგან ცუდი შედეგი მიიღება.

    პოლემიკა ამ საკითხზე ნამდვილად სასურველია, იქნებ ხსნის გზაც გამოიკვეთოს.

    ОтветитьУдалить
  12. დალი ქვირია14 июля 2010 г. в 01:55

    გეთანხმებით, განათლებისა და მეცნიერების მოწესრიგებით ჩვენი ქვეყნის ჩამორჩენის დაძლევის საკითხში და საერთოდ, დღეს უკიდურეს გაჭირვევაბაში ჩავარდნილი ქვეყნის ხსნის გზას, პროფესიონალების აზრის გათვალისწინებით, მეცნიერებაზე დაყრდნობილი ეკონომიკის განვიარებაში ვხედვ.ჩვენი ბაბშვების ნიჭიერება კი მსოფლიოში აღიარებული ფაქტია, რასაც თუნდაც ამ ღეებში ქ. ასტანაში გამართული მათემატიკის საერთაშორისო ულიმპიადის შედეგებიც ადასტურებს. შედეგები კი ასეთია. ოლიმპიადზაე გამგავრებული 6 მოსწავლიდან((მწვრთნელები ლერი გოგოლაძე და გიორგი ჭელიძე) 6 -ვემ ჯილდო ჩამოიტანა.--- 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს და 2 საპატიო სიგელი.ასეთი პატარა და გაჭირვებული ქვეყნისათვის ეს დიდი გამარჯვებაა ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ბავშვების მასწავლებლების დიდ შრომას მიუძღვის. საგანგაშო კი ის არის, რომ დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის რადიკალური ცვლილებების გარეშე, ჩვენ უახლოეს მომავალში აღარ გვეყოლება მაგ. ფიზიკიას და ქიმიის მაწავლებლები,რადგანაც ამ განხრების პირველ კურსებზე 7-7-ი პირველკურსელია.შესაცვლევლ ბევრია, მთავარია ცვლილრებები პროფესიონალებმა ჩაატარონ და განათლების სისტემაში მომხდარი ცვლილებების დაყვანა არ მოხდეს მხოლოდ ე. წ. მემეჯმენტზე, რომელიც ვერ განხორციელდება სწორად, თუ არ არსებობს თავად იმ სფეროს ფუნდამენტური ცოდნა, რომლის მართა-მენეჯმენტიც უნდა განხორციელდეს.

    ОтветитьУдалить