пятница, 25 июня 2010 г.

ღმერთმა ნუ გაგვითენოს ისეთი 22 დეკემბერი

(2004 წლის 22 დეკემბერს 13 წელი  შესრულდა მას შე მდეგ,რაც თბილისში, მთავრობის სახლის წინ ქართველებმა ერთმანეთს ესროლეს.)

 შემოდგომიდან დაწყებული  დაძაბულობა დედაქალაქში ყოველდღიურად მატულობდა.საქართველოს პირველი პრეზიდენტი უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს იარაღის დაყრას სთხოვდა. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ შედეგები არ მოჰყოლია.

იმხანად პრეზიდენტის პრესსამსახურში პრესასთან ურთიერთობის რეფერენტად ვმუშაობდი.

გადატრიალების წინა ეეში პრეს სამსახურში ტელეფონი ერთი წუთითაც არ ჩერდებოდა .რეკავდნენ უცხოეთის სააგენტოები და შეწუხებული ქართველი ემიგრანტები, გვეკითხებოდნენ--რუსთაველზე მართლა თუ შეოვიდნენ ტანკებიო ..პრესამსახურის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში გადავცემდით შინაგან საქმეთა სამინი\სტროს პრეს ცენტრის ინფორმაციებუცხოეთშ. საამოობით კი მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგებზე ჩავდიოდით.სახლშ ყოველღე მეუბნებოდნენ, რომ ქალაქი შეიარაღებული ადამიანებით არის სავ.ეს ყველაფერი მეც ხომ ვიცოდი, მაგრ ვინაიდან სამსახურში მეტროთი დავდიოდი, და "თავისუფლების მოედანზე" ჩამოვდიოდი, ბოლო დღეებში რუსთაველზე რა ხდებოდა, თვალით არ მენახა,  21 დეკემბერს დილით გადავყვიტე მეტროთი მხოლოდ სადგურ რუსთაველამდე მემგზავრა, შემდეგ გზა ფეხით  გამეგრძელებინა სამსახურამდე და საკუთარი თვალით მენახა, რა ხდებოდა რუსთაველზე. ასეც მოვიქეცი. პროსპექტზე მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ. რუსთაველი  ბტრ--ებითა და შეიარაღებული ხალხით იყო სავსე. ავტომატიანი მამაკაცები ან ჯგუფებად იდგნენ ან შუა ქუჩაშაში მიდიმოდიოდნენ. მხოლოდ მათი დანახვისას შევიგრძენი მთელი სიძლიერით სიტუაციის მთელი სირთულე და საშინელება.წინა დღეებში ოპოზიცია მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი მიტინგის ჩატარებას მოითხოვდა(მთავრობის სახლის წინ მთელი სივრცე  დიდი მანქანებით იყო ჩახერგილი) მშვიდობიან მიტინგს ბტრ-ები და ავტომატები რად სჭირდება-მეთქი, გავიფიქრე, ყოველდღე იარაღებულ დაჯგუფებებზე იყო ლაპარაკი, ყოველდღე ამ ინფორმაციას გადავცემდი და მაინც თითქოს არ მჯეროდა.მაგრამ საკუთარი თვალით დავინახე ყველაფერი....

ერთი პატარა ეპიზოდის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც არ მავიწყდება მარტო მივაბიჯებდი, საშინლად აფორიაქებული ვიყავი. ერთ ხესთან, მთავრობის სახლის მახლობლად ახალგაზრდა, მაღალი და ძალიან ლამაზი ბიჭი იდგა.მხარზე ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული. ბიჭთან მივედი, მივესალმე და ვკითხე: ეს ავტომატი რად გინდა, ვის უნდა ესროლო -მეთი. აი იმათო-მიპასუხა და ხელი მთავრობის სახლისაკენ გაიშვირა--იქ მე ვუშაობ, ყოველდღ დავდივარ და ვმუშაობ, ჟურნალისტი ვარ.იქ ძალიან ბევრი ჩემისთანა ქალი და კაცი მუშაობს. რა დაგიშავე, რატომ უნდა მესროლო, რატომ? შენ  ხომ    შვილად მეკუთვნი. იმათ რად უნდა ესროლო, რა დაგიშავეს? რად გინდა იარაღი? იქ  ხომ შენისთანა ბიჭებიც არიან...მე უკვე ვეღარ ვჩერდებოდი. ბიჭი მისმენდა, ხმას არ იღებდა.შემდეგ თავი ჩაღუნა და ნელი ნაბიჟით გამშორდა. მეც სანსახურში-მთავრობის სახლში შევედი.

ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, ის ბიჭი არ დამავიწყდება..გაისროლა თუ არა, არ ვიცი.ეს დღე 21 დეკემბერი იყო.სახლიდან ბევრჯერ დამირეკეს--ფრთხილად იყავიო(როგორ? )) პრეზიდენტმა წინა დღეებში ქალები გავაფრთხილა--აღარ მოხვიდეთო. მე ბოლო დღემდე, სროლის დაწყებამდე , დავდიოდი.საღამოს მიტინგზე ჩავედი. სამაჩაბლოდან 20 ბიჭი ჩამოსულიყო.ისეთი ლამაზები იყვნენ, ისეთი კაგები.. მიტინგზე რამდენიმე მათგანი სიტყვით გამოვიდ ხალხნო, შევრიგდეთ! .იცოდეთ, როდესაც თქვენ აქ ერთმანეთს ეჩხუბებით,, მაშნი ჩვენ სამაჩაბლოში ძალიან გვიჭირს.. ჩვენ სპეციალურად ჩამოვედით.. დავტოვეთ დედები, დები,  მოხუცები., შვილები. მთელი სოფლის ბიჭები ჩამოვედით.შევრიგდეთ,! რად გინდათ იარაღი -ეს სიტყვებიც კარგად მახსოვს და ისიც მახსოვს ოპოზიციის ერთ- ერთმა ლიდერმა სამაჩაბლოელთა გამოსვლას პროვოკაცია რომ უწოდა..ჰმ....ამაზე რა უნდა თქვას ადამიანმა..ღამის პირველ საათზე მე და ლეილა მირიანაშვილი(ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე) მანქანით წამოგვიყვანეს..მეორე დილას, 22 დეკემბერს სროლა დაიწყო. მე სახლში დავრჩი.იმ ბიჭზე ვფიქრობდი, ნეტავ თუ გაისროლა, ნეტავ რას აკეთებს-მეთქი.ახლაც ძალიან აფორიაქებული ვარ, როდესაც ამას ვწერ .21 დეკემბრის რუსთაველი არასოდეს დამავიწყდება.

ეროვნულ მოძრაობაში 1988 წლიდან ჩავები. აკადემიის სამეცნიერო ინსტიტუტიდან მოვედი."საქართველოს ინფორმაციის დამოუკიდებელ სააგენტო მაცნეში"((საქართველოში პირველი დამოუკიდებელი სააგენტო) კორესპოდენტად დავიწყე მუშაობა და არც ერთ მიტინგს,პარტიის კონფერენციასა თუ შეკრებას, აქციასა თუ მსვლელობას არ ვაცდენდი. პრეს-რელიზს გამოვცემდით და ყოველდღიური ინფორმაცია უნდა მქონოდა იმის შესახებ,თუ რა ხდებოდა დედაქალაქში და საერთოდ საქართველოში. .ბევრი სიხარულით და ბევრი ცრემლით სავსე დღე მახსოვს . ბევრი დღე, მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა,საერთოდ ამომივარდა მეხსიერებიდან (ეს ცრემლიან დღეებს ეხება). ალბათ იმიტომ, რომ ადამიანი ასეა მოწყობილი. ძალიან  მძიმე მოსაგონარს თავიდან განაგდებს. მაგრამ 21 დეკემბერი და ის ლამაზი ბიჭი არასოდეს მავიწყდება . ნეტა დედა არ ჰყავდა? დედამ რატომ არ დააგდებინა ავტომატი. თბილისის ზღვასთან დაბანაკებული გვარდიიდან ხომ წამოიყვანეს დედებმა თავისი შვილები. ის მაღალი, ლამაზი ბიჭი ეგებ არც არის ცოცხალი, ეგებ ცოცხალია და არც გაუსვრია. მაგრამ თუ გაისროლა,ის არ არის დამნაშავე მან ისიც კი არ იცოდა ვისთვის უნდა ესროლა და რისთვის.. ეს იმათ,  ვინც მას იარაღი მისცა ,ძალიან კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნე. ისინი არიან დამნაშავეები, ისინი, ვინც ამ ომის იდეოლოგი იყო. ეს ჩემი ვერდიქტია. რამდენი დაიღუპა, რამდენი გახდა მკვლელი--ძმის,მეზობლის, ამხანაგის, თანამოქალაქის, ბიძის, ნათესავის--ქართველის მკვლელი .მკვლელად ცხოვრება ხომ უმძიმესი ტვირთია.

როდესაც 21 დეკემბერი ახლოვდება აღწერილი ეპიზოდი ამოტივტივდება ხოლმე ჩემს მეხსიერებაში. არ ესროლოთ ერთმანეთს , არ ესროლოთ!   მერთმა არ გაგვითენოს კიდევ ისეთი უბედური დღე. ღმერთმა არ გაგვითენოს ისეთი 22 დეკემბერი, როგორიც 13 წლის წინ იყო.  დალი ქვირია.,

გაზეთი „რეზონანსი“. 2004წ.   

2 комментария:

  1. საქართველოს ესროლეს მაგ დროს ქართველებმა :( ერთმანეთის ცოდვა დავიდეთ და ეს ცოდვა დღემდე გვაღრჩობს... :(

    ОтветитьУдалить
  2. დალი ქვირია2 июля 2010 г. в 14:30

    გეთანხმებით. მაგრამ მე ვთვლი რომ ყველაფერი უცხო ქვეყანაში იყო დაგეგმილი, რომელმაც აქ მოღალატე ქართველების სახით დასაყრდენი იპოვეა და რაც ყველაზე საშინელია, მათ ამ ცოდვაში სრულიად არაპოლიტიზებული ახალგაზრდობა იარაღისა თუ წამლის ხიბლით,მისთვის სრულიად შეუგნებლად ჩააბეს.

    ОтветитьУдалить