понедельник, 21 марта 2011 г.

საკანონმდებლო ბაზა განათლებისა და მეცნიერების დასანგრევად?!

ინტერვიუ აკადემიკოს ვანო კიღურაძესთან

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების კონცეფცია ქართველმა მეცნიერებმა მთავრობაში 2004 წლის დეკემბერში წარადგინეს, მისი განხილვა არ მომხდარა და აკადემიის რეფორმირება მეცნიერების მონაწილეობის გარეშე დაიწყო. მეცნიერების ინიაციტივით პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე 2005 წლის 2 დეკემბერს( ერთი წლის შემდეგ), როგორც განათლების სამინისტროს, ისე მეცნიერებათა აკადემიის კონცეფციების განხილვა ჩატარდა. (სხდომას მეც ვესწრებოდი). თუმცა,როგორც შემდეგ გამოირკვა, მთავრობას მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების თავისი პროექტი ამ სხდომამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე ჰქონდა პარლამენტში წარდგენილი.. სხდომაზე ბატონი ნოდარ გროგალაშვილის წინადადებით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, მეცნიერებისა და პარლამენტარების მონაწილეობით, და გადაწყდა საბჭოს გარეშე ამ სფეროში არცერთი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. მიუხედავად ამისა საბჭო არცერთხელ არ შეკრებილა და პარლამენტმა კანონპროექტის ‘ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ „ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ განხილვა მეცნიერების გარეშე დაიწყო.. ამას ახლად შექმნილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქრთველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის“ საპროტესტო აქციით უპასუხა.. აქციის შემდე მეცნიერები და პედაგოგები პარლამენტში პროექტის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს..ერთობლივ განხილვას გარკვეული დადებითი ცვლილებები მოჰყვა,, მაგრამ ძირეული შემობრუნება არ მომხდარა და პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის ძალითაც მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტების ერთიანობა იშლება და ისინი იურიდიული სტატუსის მქონე დაწესებულების სახით განათლების( (გაუნათლებლობის. დ. ქ.) სამინისტროს დაქვემ,დებარებაში გადადიან. ამის შემდეგ მეცნიერებმა და პედაგოგებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით,კანონის შეჩერების თაობაზე, რასაც პასუხი არ მოჰყოლია.
საქართველოს მეცნიერებისა და განათლებს დღევანდელი მდგომარეობისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ, გვესაუბრება მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ვანო კიღურაძე.
დალი ქვირია:--ბატონო ვანო, საზოგადოებრივი მოძრაობა „მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის“ შექმნის ფაქტორი მოწმობს, რომ საქართველოს მეცნიერები და პედაგოგები, მათმ ხარდამჭერებზე რომ არაფერივ თქვათ, თვლიან, რომ მეცნიერება და განათლება საქართველოში გადასარჩენია..საიდან მოდის ხიფათი და რამდენად არის ის გამაგრებული საკანონმდებლო ბაზით?
ვანო კიღურაძე:--ხელისუფლრება რომ ქმნის საკანონმდებლო ბაზას საქართველოში მეცნიერებისა და განათლების სისტემის დასანგრევად, ეს ფაქტი საიდუმლოებას არ წარმოადგენს. მის მიერ მიღებულო კანონების მის მიერვე ვოლუნტარისტული ინტერპრეტაცია კი, ცალკე თემაა.ხშირად ხდება, მიიღებენ კანონს, ,რომელსაც ერთი გარკვეული მიმართულება აქვს, მიხვდებიან რა რომ ის ისე სწრაფად არ ანგრევს მეცნიერებასა და განათლებას, როგორც მათ სურთ და იწყება კანონის ინტერპრირებაში სასურველი შესწორებების შეტანა.
დ.ქ.:-- რეფორმირების შემდეგ როგორია დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტატუსი?
ვ.კ:—‘უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად ყველა ჩვენი უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებელი , მათ შორის. ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივსიტეტი, ფაქტობრივად გადაიქცა კერძო სასწავლებლად, რადგან მათ შეუწყდათ ბაზური დაფინანსება.(თავი 13 მუხლი79 )ეს კანონი ისტორიაში ისეთივე ავადსახსენებელ დოკუმენტად დამკვიდრდება, როგორიცაა საქართვრლოს სსრ სახკომსაბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმების შესახებ. დადგენილება,
დ, ქ.---განათლების კანონის მიხედვით როგორ არის გადაწყვეტილი უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხი და როგოროია ამ აზრით ევროპულ;ი მაგალითი?
აღნიშნული კანონი უმაღლესი განათლების დაფინანსების ძირითად წყაროდ სწავლების საფასურს აღიარებს..ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ან უფასოა, ან საწავლების საფასური უნივერსიტეტის ბიუჟეტის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი 95 პროცენტი კი საბაზი დაფინანსებით იფარება.
დ.ქ-რა პერსპექტივებს უქადის ასეთი დაფინანსება თსუ-ს?
ვ.კ.- ჩვენ უნივრსიტეტში სწავლების მეტნაკლებად ასაწყობად საჭიროა მასზე 20-ჯერ მეტი თანხა მაინც,რაც დღეს იქ სახელმწიფო ან კერძო გრანტების სახით შედის
თუ კანონი არ შეიცვალა და სახელმწიფო უნივერსიტეტებსს არ დაუწესდა მუდმივადმზარდი საბაზო დაფინანსება,, ისინი ვერ შესძლებენ ჩვენი ახალგაზრდობისათვის სრულფასოვანი საუნივერსიტეტო განათლების მიცემას, მათ მიერ გაცემული დიპლომები ფასს საბოლოოდ დაკარგავენ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება აუხდენელ ოცნებად დაჩება.
დ.ქ.--როგორ არის გადაწყვეტილი სტუდენტთა დაფინანსების საკითხი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე და და რა პარალელების გავლება შეიძლება დასავლურ უნივერსიტეტებთან?
ვ.კ.-კანონის თანახმად სტუდენტებს სტიპენდია არ მიეცემათ., ხოლო სასწავლო სახელმწიფო გრანტი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) დასაფინანსებლად. მაშასადამე ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე ახალგაზრდობა ბედის ანაბარაა მიტოვებული. მათ ფაქტობრივად ჩაკეტილი აქვთ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის კარები. ასეთი რამ ევროპაში არ ხდება. იქ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიების გაცემის კარგად მოფიქრებული სისტემა მუშაობს და საგანმანათლებლო სისტემის სამივე საფეხურს სახელმწიფო აფინანსებს..მაგალითად, ლიტვა, რომელსაც ჩვენი განათლების სამინისტროს მესვეურები მისაბაძ მაგალითად სახავენ,, და მართლაც მისაბაძია, კერძო უმაღლეს სასწავლებლებშიც კი აფინანსებს დოქტურანტურას
დ.ქ.-რას იტყვით პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურების საკითხზე?
ვ.კ.-სადავო არ უნდა იყოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი წინა პირობაა პროფესორ მასწავლებელთა ნორმალური შრომითი ანაზღაურების დაწესება.სწორედ ამ საკითხის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად საქრთველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის ივლისში ერთსულოვნად მიღებული კანონი’ „მეცნიერთ სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“,.რომლის მიხედვითაც პროფესორის თანამდებობრივი სარგო 10 მინიმალური ხელფასის ოდენობით იყო განსაზღვრული. კანონის მიღებას აქტიურად დაუჭირა მხარი მაშინდელმა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაც დღეს პარლამენტში უმრავლესობა ჰყავთ.. სამწუხაროდ, სწორედ ამ უმრავლესობამ მეცნიერებს ცინიკურად გაუუქმა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები და გასული წლის მიწურულში ეს კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადდა.. დღეს საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასი 3000 ლარს აღემატება,, პროფესორებს კი ჰპირდებიან, თუ სამსახურში დაგტოვეთ,,ხელფასს 300 ლარამდე გაგიზრდითო..მსგავსი დისპროპორცია ზემოთხსენებული ორი კატეგორიის პირთა ხელფასებს შორის არ არსებობს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში.
დ.ქ.-მეცნიერებთა აკადემიის რეფიორმირების ძირითადი მომენტი რაში მდგომარეობს?
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს პარლამენტმა რეალობად აქცია ხელისუფლების აკვიატებული იდეა საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევითი ინსტიტუტების სისტემის დაშლის შესახებ. აკადემიის სისტემიდან გამოყვანილი ინსტიტუტების რეორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა. ასე რომ ,დიდი სამეცნიერო ტრადიციებისა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგის მქონე, სამეცნიერო დაწესებულებების ბედი სამინისტროს არაკომპენტენტურმა ჩინოვნიკებმა უნდა გადაწყვიტონ..
დ.ქ.-ადმინისტრაციული მართვის როგორი სისტემის განხორციელება ხდება უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო ინსტიტუტებში?
‘‘უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი და „ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“’კანონში ცვლილებები გარდამავალ პერიოდში რომლის ხანგრძლივობა სათანადოდ,ორი და ერთი წლით განისაზვრება , აუქმებს ყველა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების ავტონომიას და მათ ერთპიროვნულ მართვას საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნულ რექტორისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკისრებს.ეს სხვა არაფერია, თუ არ ინტელექტუალური მოღვაწეობის ამ უაღრესად ფაქიზ სფეროში პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტის რეანიმაციის მცდელობა. სწორედ ამ კომისრებს ეკისრებათ დააკომპლექტონ უმაღლესი სასწავლებლების პროფესურა და კვლევითი დსწესებულებების სამეცნიერო კოლექტივები. მსგავსი რამ 21 საუკუნის არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მომხდარა.
დ.ქ.-ასეთი რეორგანიზაციების შემდეგ რა ბედი ელით საქრთველოს მეცნიერებსა და პედაგოგებს?
ბ.კ.--ძნელი მისახვედრი არ არის, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი დაწესებულებების რეორგნიზაციის მოტივით.ხელისუფლრებას დგეგმილი აქვს უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა და მეცნიერთა დიდი ნაწილის სამსახურიდან დათხოვნა. ამ პირთათვის ‘სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“კანონი ითვალისწინებს ფრიად მოკრძალებული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაწესებას და ისიც მხოლოდ ხუთი აკადემიური წლის განმავლობაში. რა ბედი ელის ჩვენ ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და მეცნიერებს ხუთი წლის შემდეგ , როგორც ჩანს, ჩვენ ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს, . ყველა დაინტერესებულ პირს მე ვურჩევდი, გაეცნოს ზემოთ ნახსენებ კანონს, , რათა, რათა სრული წარმოდგენა შეექმნას ხელსუფლების დამოკიდებულებაზე მეცნიერებისადმი .
დ..ქ.-თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ანალოგიური რეფორმები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ტარდება. რა ხდება ამ აზრით პოსტსაბჭოთა სივრცეში?
ვ.კ.-აშკარაა რომ განათლებისა დ ამეცნიერების სამინისტრო რეფორმების მოტივით მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს განათლებასა და მეცნიერებას, მაშასადამე ჩვენი ქვეყნის მომავალს. ანალოგიური რეფორმების ჩატარებას რუსეთში აქტიურად აღუდგნენ რუსი მეცნიერები. მათ საჯაროდ განაცხდეს, რომ „მსგავსი რეფორმა თავისი შედეგებით დიდ სამამულო ომსა და 30-იანი წლების ტერორზე უფრო საშინელი იქნება.,რადგანაც ქვეყანას საბოლოოდ გამოათაყვანებსო’“ ჩვენი რუსი კოლეგების აზრი ხელისუფლებამ არსებითად გაითვალისწინა . რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას , ყოველივე ,რაზეც მე ვსაუბრობდი,, არ არის მხოლოდ მეცნიერებისა და უმაღლესი და საშულო სკოლების მასწავლებელთა ტკივილი. ეს არის ტკივილი ჩვენი საზოგადოებისა. საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მომავალს და მაშასადამე საქარველოს მომავალს. სანამ გვიან,არ არის, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გაითვალისწინოს ეს.
დალი ქვირია „საქართველოს რესპუბლიკა 08 02 06 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий