вторник, 15 февраля 2011 г.

დალი ქვირია --საკანონმდებლო მუშაობა ეროვნულ უმაღლეს საბჭოში

თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა
ინტერვიუ უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონის დაცვის კომისიის მდივანთან გიორგი გულბანთან.
--ბატონო გიორგი, არსებობდა თუ არა თქვენი კომისიის ანალოგიური კომისია ძველ უზენაეს საბჭოსთან და თუ არსებობდა, რა ინფორმაცია გაქვთ მისი მუშაობის შესახებ?
ძველ უზენაეს საბჭოსთან არსებობდა საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია, მაგრამ მაშინდელი უზენაესი საბჭო მუდმივადმოქმედი ორგანო არ იყო და შესაბამისად კომისიაც მხოლოდ სამ თვეში ერთხელ იკრიბებოდა ძირითად საკანოდებლო საქმიანობას ასრულებდა უზენაესი საბჭოს აპარატი, იურიდიული განყოფილება. კომისია კი განიხილავდა ამ განყოფილების მიერ მომზადებულ წინადადებებს და ფაქტობრივად მის მუშაობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა უზენაესი საბჭოს მაშინდელი სტრუქტურებიდან და მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან..
--როგრი ათქვენი კომისიის სტრუქტურა?
მუდმივ კომისიაში 10 კაცია, გვაქვს 2 ქვეკომისია,-საკანონმდებლო განზრახულობათა და კანონიერების დაცვის. სულ ჩვენ კომისიაში და ქვეკომისიებში 15 დეპუტატი და 5-6 არადეპუტატია გაერთიანებული. კონსულტანტების სტატუსით. ჩვენი კომისიის წევრთა ნაწილს უზენაესი საბჭოს გარეთ სამსახურეობრივი საქმიანობა არ შეუწყვეტია და სამუშაოთა დიდი მოცულობის გამო, ეს ფაქტი ართულებს მდომარეობას..დიდ დახმარებას გვიწევს უზენაესი საბჭოს სამდივნოს იურიდიული განყოფილება ბატონი ირაკლი ჩიქოვანის ხემძღვანელობით.
--აქვს თუ არა კომისიას ნორმალური მუშაობისათვის საჭირო პირობები?
კომისია უმძიმეს პირობებში მუშაობს. სულ ერთი ოთახი გვაქვს.აქ ხდება კანონპროექტებზე მუშაობა და მომჩივანთა მიღებაც.. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კომპარტიამ დააგვიანა ცეკას შენობის ჩვენთვის გადმოცემა,
--თუ შეიძლება ვრცლად გვესაუბრეთ კომისიის ფუნქციის შესახებ.
კომისიას ორი ფუნქცია აქვს. ერთი გახლავთ წმინდა საკანომდებლო შემოქმედება-- კანონების შემუშავება და წარდგენა უზენაეს საბჭოში დასამტკიცებლდ და მეორე მიღებული კანონების შესრულების კონტროლი. კომტროლის ცნება ადრე, შეიძლება ითქვას, შერყვნილი იყო..ჩვენ შემთხვევაში კონტროლი გულსხმობს ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები
კომისიის ფუნქციაში არ შედის ბრძანების გაცემა მიღებული კანონების შესრულებისათვის. თუ შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ რომელიმე კანონი არ სრულდება, ჩვენი კომისია რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის ორგანოებს..
--როგორია თქვენი ურთიერთობა სხვა კომისიებთან? .
სხვა კომისიების მიერ შემუშავებულმა კანონ-პროექტებმა ვიზირება აქ უნდა და გაიარონ. ეს ვითარება კიდევ ყფრო საპასუხისმგებლოს ქმნის ჩვენს საქმიანობას.მართალია, ეკონომიკურ საკითხებზე შემოსული კანონ-პროექტების ვიზირება ჩვენი კომპენტენცია არ არის, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკისა და ზოგადი კანონიერების კუთხით, ჩვენ ამ საკითხებსაც შევისწავლით და შემდეგ შეგვაქვს წინადადებები კომისიაში დასამუშავებლად. ანალოგიურად ჩვენი ურთიერთობის ფორმები სხვა კომისიებთან, ამ თვალსაზრისით, ურთიერთთანამშრომლობის ხასიათისაა და არა იმპერატიული.
--რა არის თქვენ მიერ შემუშავებული კანონების ძირითადი მიზანდასახულობა?
--ჩვენს მიერ შემუშავებული კანონების ძირითადი მიზანია იურიდიული საფუძვლების მომზადება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.აქ ერთი დეტალია ყურადსაღები: კარგი საკანონმდებლო აქტების სისტემის შექმნა არცერთ მცოდნე იურისტს არ გაუჭირდება. ეს მხოლოდ დროის ამბავია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი კანონები რეალობას შეეფერებოდეს და არ შეიქმნას ისეთი კანონები, რომელთაც სიცოცხლე არ ეწერება. ჩვენს მიერ შექმნილი კანონი შეიძლება ვითარების შეცვლის შედეგად შეიცვალოს, რაც რეალურს ხდის ჩვენს კანონთა სისტემას და აგვაშორებს ექცესებს. ასეთი ფრთხილი ევოლუციური გზით მოხდება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მინიმალური დანახარჯებით, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოში ექსცესების ალბათობა გამორიცხულია, ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაპირისპირება.
--რა სახის დაპირისპირება გაქვთ მხედველბაში?
ნებისმიერი სახის.. ავიღოთ თუნდაც ეკონომიკური სფერო. სოციალისტური სისტემა არანორმალური ეკონომიკური სისტემაა. იგი მყარად არის დაფუძნებული ადმიანთა ცნობიერებაშიც კი. ეკონომიკის ახალ რელსებზე გადასვლა უეჭველად დიდი წინააღმდეგობების გზით წავა.. პოლიტიკაში გაცილებით "გაბედული ნაბიჯების"გადადგმა შეიძლება, თუმცა პოლიტიკურ გაბედულებას თან ახლავს ცენტრის მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები, სადამსჯელო ოპერეციები ცენტრისა საქართველოს წინააღმდეგ.
--ეცნობით თუ არა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას ამ დარგში, და თუ იყენებთ მას?
დღეს ჩვენ არა გვაქვს საშუალება, რომ უზენაეს საბჭოსთან შეიქმნას ძლიერი სამეცნიერო ცენტრი ფინანსური და სხვა პრობლემების გამო, მაგრმ არცერთ ცნობილ იურისტს არ უთქვამს უარი ჩვენთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, აქ შემუშავებული კანონპროექტები მარტო ჩვენი მუშაობის შედეგს არ წარმოადგენს,.აქ ხდება ჩვენი საზოგადოების ამ დარგში "ერუდირებული სპეციალისტების“ მიერ მოწოდებული იდეების მისადაგება ჩვენ პოლიტიკურ რეალობასთან. დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება ამ დარგში გაზიარებულია თუნდაც იმის გამოც, რომ ჩვენი სპეციალისტ-ექსპერტების იურიდიული განათლება დასავლეთის დემოკრატიულ სახემწიფოთა კანონმდებლობის ღრმა ცოდნაზეც არის დამყარებული. ახლახან ჩვენთან შეიქმნა კანონი ადგილობრივი მმართველობის შესახებ. ეს დასავლეთისათვის დამახასიათებელი ინსტტუტია. პრეფექტის ინსტუტუტი არსებობს იტალიაში, საფრანგეთში. არსებობდა 82 წლამდე და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. საუბარი იმაზე, რომ ეს ინსტიტუტი არადემოკრატიულია, მხოლოდ მცირე ინფორმირებულობის ბრალია.საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ დემოკრატიული წესწყობილების დროს ხელისუფლების სიძლიერესა თუ სისუსტეზე. რაც უფრო სუსტია ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები, როგორც დღეს საქართველოშია, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლება, რომ შესძლოს სახელმწიფოს, როგორც მთლინის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაცვა.. დროთა განმავობაში, როდესაც იქნება რეალური საფუძველი სრულ თვითმმართველობაზე გადასვლისა, ეს კანონი თავის დროს მოჭამს და ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება თვითმმართველობის ისეთ სისტემაზე გადავიდეთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატბშია, სადაც თვითმმართველობა სრული სახით არის წარმოდგენილი.
--საკანონმდენლო მუშაობის დროს ხომ არ ითვალისწინებთ დემოკრატიული საქართელოს საკანონმდებლო აქტებსა და დოკუმენტებს?
ჩვენი კონსულტანტები, სწავლული იურისტები ბრწყივალედ იცნობენ დემოკრატიული საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში ,რასკვირვრლია, ამ გამოცდილებასაც იზიარებენ.
--რა მოცულობის სამუშაოა შესრულებული კომისიაში შემუშავებული კანონ-პროექტების რაოდენობის თვალსაზრისით?
ჩვენ დაახლოვებით 50-მდე საკანონმდებლო აქტი შევიმუშავეთ. ეს ზოგიერთს შეიძლბა ცოტად მოეჩვენოს.. ჩვენ მზად გვაქვს რიგი კანონ-პროექტებისა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში არ გვაძლევს მათი დღის წესრიგში დაყენების საშუალებას.
--ტარდება თუ არა თქვენს მუშაობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნის ტენდენცია?
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ხელისუფლების ერთმანთისაგან გამიჯვნა დემოკრატიული ხელისუფლების საუკეთესო ფორმაა. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით გადაგმულია. გამიჯნულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. გამონაკლისს წარმოადგენს ის ფაქტი,რომ პრეფექტი შეიძლება იყოს უზენაესი საბჭოს წევრი, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს და საერთო სურათს არ ცვლის. მართლმსაჯულების სრული გამიჯვნა კი უახლოეს ხანშია მოსალოდნელი.
--მიღებული საკანონმდებლო აქტებიდან რომელს გამოყოფდით თავისი მნიშვნელობის მიხედვით? ჩვენს მიერ მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტი ერთ სისტემას წარმოადგენს და ეფუძნება 14 ნოემბრის სესიაზე მიღებული გარდამავალი პერიოდის აქტს, რომელიც ერთჯერადი აქტია და ამრიგად არ შეიცავს ცხოვრების ყველა სფეროს.
ამ აქტის იდეები ფაქტობრივად განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას--ევოლუციური გზით საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის პოლიტიკას. ჩვენს მიერ მიღებულო აქტებიდან უმნიშვნელოვანესია ის აქტები, რომლებიც აჩერებენ საბჭოთა კავშირის კანონებისა და დადგენილებების მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე..თუმცა ეს ხდება ნაწილობრივ ავტომატურად ჩვენი კონსტიტუციის 77-ე მუხლის საშუალებით.მიუხედვად ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბჭოთა კავშირის რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომლებიც უარყოფენ საქართველოს იმ შეზღუდულ სუვერენიტეტსაც კი, რომელიც მას გააჩნია. მეორე რიგი საკანონმდებლო აქტებისა ემსახურება საქართველოში ახალი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნას. ასეთ აქტებს განეკუთვნება კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ..ამ სტრუქტურების ამოქმედების შემდეგ შეიძლება მოველოდეთ სასიკეთო ცვლილებებს. 11 დეკემბერს ჩვენ შევაჩერეთ ადგილობრივი საბჭოების მოქმედება..ამჟამად არსებული აღმასრულებელი კომიტეტები, კი იციან რა, რომ ხვალ აღარ იარსებებენ, ფაქტობრივად არ ფუნქციონირებენ. ამრიგდ 31 მარტის არჩევენები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენ ცხოვრებაში და მისი წარმატებით ჩატარებისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კანონი რეფერენდუმის შესახებ. ცენტრის იურიდიულ აგრესიას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ იურიდიული წინააღმდეგობა. ამის გარდ ა რეფერენდუმი საშუალებს აძლევს მისახლეობას მონაწილეობა მიიღოს უნმნიშვნრელოვანესი სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში. ამ კანონის რეალიზაცია 31 მარტს მოხდება და ამ თვალსაზრისითაც 31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.
--რა აზრის ხართ 31 მარტის რეფერენდუმის კითხვაზე?
ჩვენი სარეფერენდუმო კითხვა აბსოლუტურად ცალსახაა და არ ბადებს არავითარ ეჭვს იმის თაობაზე, თუ რის გარკვევა სურს რეფერენდუმის მომწყობს. შესაბამისად პასუხი შეიძლება მხოლოდ ცალსახა იყოს.
--თქვენი აზრით, რიგორია არაქართელი მოსხლეობის პოზიცია რეფერენდუმის მიმართ?
თითქმის დარწმუნეული ვარ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა, მე მხედველობაში არ მაქვს ცენტრის მიერ შემოგზავნილი აგენტურა, დაინტერსებული უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობით, რომლის გარეშეც მათი ყოფა იქნება ისეთივე უბადრუკი, როგორიც დღეს არის. დამოუკიდებლობა კი იძლვა თავისუვალი არჩევანის საშუალებას, გამოიყვანს საქართველოს დღვანდელი იზოლციის პირობებიდან და შექმნის კეთილდღეობის ყოველგვარ პირობებს.
--რომელ კანონ-პროექტზე იმუშავებთ მომავალში?
უახლოეს მომავლაში მიიღება ეკონომიკური ხასიათის საკანონმდებლო აქტები, ეკონომიკურ რეფორმის დაწყებისათვის სახელმწიფო სტრუქტურა არსებითად მომზადებულია. ამგვარად, უკვე დგება ეკონომიკური კომისიის ჯერი, ჩემი საუბრის ბოლოს მინდა გამოვთქვა ღრმა რწმენა იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი 31 მარტს გააკეთებს სწორ არჩევანს,-ადგილობრივი თვითმმართველობის-- საკრებულოების არჩევნებში და სარეფერენდუმო კითხვაზე დადებითი პასუხით ერთხელ კიდევ საქვეყნოდ გამოთქვამს და დოკუმენტებით დაადასტურებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევ ნებას.
'საქართველოს რესპუბლიკა“ 31 03 91 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий