вторник, 5 октября 2010 г.

დალი ქვირია. შავი ლაქა "თეთრი ტაძრის"ისტორიაში 11 07 06 წ.

დალი ქვირია პირველი ნაწილი
შავი ლაქა „თეთრი ტაძრის“ ისტორიაში. გაზეთი „აისი“ 11 07 06 წ.

უნივერშიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამოკვეთილად „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ (2004 წლის დეკემბერი) დაიწყო. ეს ბრძოლა რომ გეგმაზომიერად მიმდინარეობს,, უკვე ეჭვს აღარ იწვევს. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებმა ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მიმართეს დიალოგისათვის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს,, პრეზიდენტს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. პროფესორმა ჯემალ მებონიამ (დღეს ის დიდი საბჭოს მიერ არჩეული რექტორია), ერთ_ერთ გამოსვლაში აღნიშნა: უნივერსიტეტის რექტორთა 2 ტიპის სია არსებობს. სახელოვანი რექტორები და რექტორები, რომლებიც უსახელოდ წავიდნენ. პროფესორი მოუწოდებდა ხყბუას, არ ჩაწერილიყო უსახელო რექტორების სიაში და აქტიურად ჩაბმულიყო უნივერსიტეტისათვის ბრძოლაში. ხუბუამ არ დაიჯერ.ა. ის ყველფერს აკეთებდა და აკეთებს,რომ ბერბიჭაშვილის მსგავსი სახელი დატოვოს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არად ჩააგდო წინა რექტორის მიერ კონკურსების თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ და ისეთივე შინაარსის 4 ბრძანება გამოსცა. უფრო მეტიც,- ბრძანებაში „საპროცესო კოდექსზე“ ისეთი მითითება გააკეთა, როგორსაც, როგორც იურისტი მალხაზ პატარაია ამბობს, მხოლოდ მოსამართლე იყენებს. ამრიგად, ხუბუამ მოსამართლის თანამდებობაც შეითავსა. შემდეგში კი, ესეც არ იკმარა და, უნივერსიტეტის კანონიერი დიდი საბჭოს მუშაობით გონდაკარგული, 19, 20 ივნისსა და 3 ივლისს უკვე პოლიციის შეფის როლში მოგვევლინა.
მთელი ქალაქი გაოგნებული იყო პოლიციელების მიერ გარშემორტყმული უნივერსიტეტის ხილვით (კარგად მახსოვს, როდესაც 1989 წლის 25 თებერვალს ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობით საზოგადოებამ საქართველოს ოკუპაციის დღე გლოვის დღედ გამოაცხადა და უნივრერსიტეტის წინ შეიკრიბა, უნივერსიტეტთან მოსული რუსული ჯარის ბტრ-ები და რუსი ჯარისკაცები უნივერსიტეტის ზღურბლს არ გადმოსცილებიან). რაც რუსის ჯარს არ გაუკეთებია, ხუბუამ (ხუბუა რომ მხოლოდ შემსრულებელი იყო, ეს ყველამ იცის) გააკეთა პოლიციამ შენობიდან ხელების გადაგრეხით გამოიყვანა ის ადამიანები, რომელთაც ბოლო გაუსაძლისი წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს უნივერსიტეტის გადასარჩენად.
აღსანიშნავია, რომ პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა 19 და 20 ივნისის პროფესორთა დარბევის ამსახველი მასალა გადასცა ყველა უცხოურ საელჩოსა და საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
საუნივერსიტეტო მოვლენებმა განსაკუთრებული სიმძაფრე წინა კვირას შეიძინა.
3 ივლისს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ ახალ რექტორად ერთხმად აირჩია პროფესორი ჯემალ მებონია, შემდეგ დიდი ს აბჭოს წევრთა პატარა ჯგუფი ყოვეგვარი ექსცესებისა და „ხულიგნობის“ გარეშე შევიდა ხუბუას კაბინეტში და მას კაბინეტის დატოვება მოსთხოვა. პასუხად ხუბუამ განაცხადა, რომ თუ პროფესორები კაბინეტს არ დატოვებენ, ის პოლიციას გამოიძახებს, (ხუბუას პოლიციის გმოახება როგორც ჩანს უკვე ჩვევად გადაექცა.) მან მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. თუმცა ცოტა ხანში კაბინეტიდან გამოვიდა და მოპირდაპირე კარებში შევიდა. კაბინეტი და მისაღები პოლიციელებით გაივსო.
კაბინეტი დაგვატოვებინეს. საღამოს დიდი საბჭო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეიკრიბა,დრბაზი ტელეჟურნალისტებით აივსო, მოვიდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წევრები. გარეთ საშინლად წვიმდა, ფანჯრებიდან ვხედავდით, რომ უნივრსიტეტის გარშემო უამრავ ხალხას მოეყარა თავი. პრეზიდიუმში დიდი საბჭოსსწევრები და რექტორი ისხდნენ, გამომსვლელები დიდი საბჭოს მიერ ჩატარებულ მუშაობასა და უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნაზე ლაპარაკობდნენ,..ვხედავით, რომ დარბაზის ირგვლივ პოლიციელთა რაოდენობა თათნდათან მატულობდა, დარბაზის დატოვებას არავინ აპირებდა, მიუხედავად ამისა,. ცოტა ხანში დარბაზში შესასვლელი 2 ძირითადი კარი არა მარტო ჩაკეტეს, ,კარები ფოიეში მოთავსებული სტენდებითაც ჩახერგეს (რატომ, გაუგებარია). წყლისა და საკვების შემოტანის საშუალებაც მოგვიხსნეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა კი ის თოკი გადაჭრა, რომლითაც ქვემოთ მყოფი ხალხი ცდილობდა დარბაზში მყოფთათვის ბოთლით წყალი მიეწოდებინა.(!!!!). არ იყო ტუალეტით სარგებლობის საშუალებაც. ერთ-ერთ ქალბატონს სასწრაფო დახმარების ექიმები 3-4 საათი ასულიერებდნენ. და ეს ყველაფერი თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხდებოდა, ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა დ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს რეალობა იყო. სტუდენტობა მომაგონდა აქ ხომ სტუდენტური სამეცნიერო სესიები ან შესანიშნავი კონცერტები იმართებოდა .სააქტო დარდბაზი ხომ ყოველთვის ზეიმის და ამაღლებული განწყობის ადგილი იყო. დარბაზიდან ერთი გასავლელი დატოვეს, მაგრამ დიდ საბჭოს და მის მხარდამჭერებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, დარბაზი არ დაეტოვებინათ. განსაკუთრებით ძნელი იყო დიდი ხნის განმავლობაში სრულიად დახშულ სივრცეში , დახუთულ ჰაერზე ყოფნა. საერთოდ ყვეაფერი იყო უჩვეულო და უნივერსიტეტისათვის სრულიად შეუსაბამო.

Комментариев нет:

Отправить комментарий