пятница, 22 октября 2010 г.

ტელევიზიის ზემოქმედების ძალა უდიდესია

დალი ქვირია. გაზეთი "აისი" ივნისი, 2006 წელი

მიუხედავად გაუსაძლისობის ზღვრამდე მისული ქართული ყოფისა, ყოველდღიური ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება საზოგადოების თითქმის ყველა ფენას აქვს. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი ტელევიზია ყველაზე მოხერხებული, მისაწვდომი და იაფი საშუალებაა. ტელევიზიის როლის შესახებ ადამიანის ცხოვრებაში და ქართული ტელევიზიის თავისებურებათა შესახებ, ფსიქოლოგიის პროფესორს, ბატონ შოთა ნადირაშვილს ვესაუბრე.
ბატონო შოთა, რა როლს თამაშობს ტელევიზია ადამიანის ცხოვრებაში (ქართულ სინამდვილეს ვგულისხმობ)?
ტელევიზია, როგორც მოვლენა გასულ საუკუნეში შემოვიდა. წინათ ადამიანები ინფორმაციას ტექსტის წაკითხვით იღებდნენ, დღეს ტელევიზიით ისმენენ.
წერა, კითხვა,სიმღერა-უფრო ძნელია, ვიდრე ლაპარაკი--ეს დამატებითი კუ;ტურაა და ეროვნული კულტურის სფეროში შექმნილი ღირებულებებია..ამ სფეროებში ადამიანები ეროვნული კულტურის ბაზაზე მოქმედებენ. და წინსვლაც ამ ბაზის მიხედვით ხდება. ყოველივე ეს ტელევიზიასთან შედარებით, ნაკლებ ზეგავლენას ახდენს. ტელევიზია ადამიანის ბინაში შემოიჭრა და ის ბინის,, ოთახის კულტურაა. ამ მოვლენამ ადამიანები გათიშა. ისინი ეროვნული კულტურის ბაზაზე ნაკლებ მოქმედებენ..ეროვნული კულტურა უფრო სერიოზული საქმეებისთვის აქვთ შემონახული.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელევიზიის სმენა ჩვეულებრივ ინდივიდუალურ ურთიერთობებს დაემსგავსა და ამიტომ მან დიდი უშუალო ზემოქმედების ძალა
შეიძინა. ყოველივე ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ საერთდ ადამიანი ორიენტირებულია მოსმენაზე და ლაპარაკზე. ტელევიზიისთვის არ არის საჭირო განათლების, ცოდნის ის დონე, როგორც მეცნიერისათვის. აქ არც წერის კულტურის მოთხოვნაა,, არც ნაწერიდან ამოკითხვის და გაგებისა. ყველაფერი ჩვეულებრივი ლაპარაკის დონეზე მიმდინარეობს და ადვილი გასაგებია. ამიტომ ადამიანზე გავლენის მოხდენა და ზემოქმედება ადვილია.
ტელებიზიის ადამიანზე ზემოქმედების ძალას ვინ და როგორ იყენებს?
ტელევიზიას იყენებენ სახელმწიფო, პარტიები, გარკვეული შ,ეძლებული ოჯახები, რომელთაგანაც თითოეულს, თავისი იდეოლოგია აქვს.ვისაც თავისი იდეოლოგიის გატარება სურს, მისთვის ტელევიზია ძალიან მომგებიანია,. ტელეგადაცემაში ორი სფერო გამოიყოფა--რას ლაპარაკობენ და რა იგულისხმება.--ანუ რა მიზანი აქვს ამ ლაპარაკს. ეს ორი მხარე ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ კავშირი აშკარად არ ჩანს, არ ჩანს, რომ იდეოლოგია აქვს. ტელევიზიის პატრონი თუ ხელმძღვანელი--ე.ი. ზემოქმედი, თავის მიზნებს როგოც თავად აწყობს ,ისე დებს გადაცემაში.,ადამიანები კი ყოველივეს ზემოქმედების ფონზე ვისმენთ. .სახელმწიფო, თუ შეძ;ლებული ორგანიზაცია, ცდილობს საკუთარი არხი ქონდეს.
როგორც წესი, ადამიანები თავად ირჩევენ არხს, რომელსაც რეგულარუად უყურებენ. როგორ ხდება ეს?
ყოველი არხი ადამიანებს აჩვევს თავის იდეოლოგიას.ადამიანი აირჩევს იმ არხს, რომელიც მასზე უკეთესად მოახდენს გავლენას. გავლენის მოხდენას თავისი ფსიქოლოგია აქვს .გავლენის მოსახდენად იმ ადამიანების უშუალო
მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი ტექსტები შეირჩევა, რომლებზე ზემოქმედებაც გვინდა. .თუ ტელევიზიით მოსმენილი ჩვენს შინაგან მოთხოვნას
შეესაბამება, და ჩვენ მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს, ამ არხს ვირჩევთ და მისი ნათქვამიც მეტად მოქმედებს.. თუ არხი მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს ჩვენდამი, ჩვენც მის მიმართ მტრული დამოკიდებულება გვიჩნდება.არსებობს დამოკიდებულებათა მთელი სისტემა,, რომლის კანონებითაც ხდება ადამიანების შეხედულებებზე, აზრებზე, იდეოლოგიაზე ზემოქმედება. უცხოურ ტელევიზიებში ეს კანონები დიდ გამოყენებას პოულბს, ჩვენთან--ნაკლებს.
კონკრეტულად როგორ ხდება მსმენელის მოზიდვა?
მაგალითად, საჭიროა რაღაც თემის გაშუქება. ავტორი წინასწარ იგებს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი და როდესაც იწყებს ლაპარაკს, მსმენელის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი თავის თავზე მიიწერს ისე, ვითომ, მისი დამოკიდებულბა არ იცის. ასე ხდება “ჩვენი კაცის“ იმიჯის შექმნა. და მსმენელიც ფიქრობს,ეს “ჩვენი კაცია.“. ასეთ მოქმედებას ქვია ‘სავიზიტო ბარათის“ წარდგენა. მე თქვენი ვარ, თქვენი საზოგადოების წევრი ვარ, თქვენი ორიენტაციის ადამიანი ვარ, თითქოს ეუბნება მსმენელს. მსმენელიც ისე განეწყობა, რომ, რაც მომხსენებელს მოსწონს, იგივეს მოიწონებს, ვისაც ის აკრიტიკებს, იმასვე გააკრიტიკებს. თუ ზემოქმედი მტრულ განწყობილებას გამოამჟღავნებს, ხალხი მას მტრად მიჩნევს და მის ნათქვამსაც არ აჰყვება.
თქვენი საუბრიდან გამომდონარე, ტელევიზიაში არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან იდეოლოგიას.
დიახ, ასეთი ადამიანები ქმნიან დეოლოგიას და მუშაობის სტილსაც.. თანაც ისეთს, რომ მისი საშუაებით მისი არხი გახდეს მსმენელისათვის მისაღები და მისი მიზნების განმახორციელებელი . ის მეპატრონე, რომელსაც დიდი საშუალებები აქვს, ,აფათოვებს თავისი გავლენის სფეროს.
დასკვნის სახით მინდა გითხრათ,: ტელევიზია არის ჩვეულებრივი ადამიანური კონტაქტის, დიალოგისა და კომუნიკაციის ფორმაში ჩამოყალიბებული ტექნიკური საშუალება, სადაც არსებობს მთქმელი და მსმენელი და სადაც მთქმელს აქვს თავისი იდეოლოგია და მისი გასატარებელი საშუალებები.
რა დამოკიდებულება აქვთ სატელევიზიო თემებს ჭეშმარიებასთან.?
სატელევიზიო პროპაგანდის დანიშნულებაა მსმენელს თავისი აზრი მიაღებინოს და არა ჭეშმარიტება დაადგნოს. ჭეშმარიტება- ეს მეცნოიერთა
ი ნტერესი და ამოცანაა. ტელევიზიის ხელმძღვანელებს კი სურთ მათი აზრი და მსოფმხედველობა მისაღები გახადონ და მოწინაარმდეგის აზრი კი მიუღებელი. /ასე რომ, ტელევიზია აზრის მისაღებლობისათვის იბრძვის. ეს მომენტი წიგნშიც არის, მაგრამ არა ისე ძლიერად, როგორც ტელევიზიაში.ახლა იგივე ამოცანას კომპიუტერიც ისახავს მიზნად და ისიც აქტიურად შემოდის ადამიანის ცოვრებაში.
კომპიუტერის საშუალებითაც ხდება ზემოქმედება?.
რა თქმა უნდა. ადამიანები ცდებიან როდესაც ამბობენ, ინფორმაციას ვიღებთო.
ინფორმაციასთან ერთად ხდება მომწოდებლის იმ დამოკიდებულების გადმოცემა, რომელიც ზემოქმედების ავტორია.
ადამიანებზე ზემოქმედება მხოლოდ ზემოქმედების ავტორის ინტერესში შედის?
ზემოქმედება შეიძლება იყოს კეთიმოსურნე და ბოროტი იდეოლოგიის გამტარებელიც. საბჭოთა კავშირიდან გამოსული ქვეყნებში, ძირითადად., მეორე შემთხვევასთან გაქვს საქმე. ხშირად ხელისუფლებისა და ხალხის ორიენტაცია განსხვავებულია.. ასეთ შემთხვევაში ტელევიზია ხშირად უარყოფით როლს თამაშობს. თავის იდეოლოგიას კი ის გადასცემს უფრო იოლად,, ვისაც ტეევიზიაში გადაცემის მოწყობის მეტი საშუალება აქვს. ზემოქმედება ხშირად ისეთი ფარულია, რომ ადვილად არ შეიგრძნობა. კარგი პოლიტიკოსი ამას ახერხებს,, ცუდი კი, აშკარად ცდილობს ჩვენზე ზემოქმედების მოხდენას და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. რაც უფრო ფარულია ზემოქმედება, მით უფრო მეტი ძალა აქვს მას.
ტელევიზიის ზემოქმეებაში წამყვანის როლი როგორია?
ტელევიზიაში მიმდინარე დიალოგებისა და კამათის დროს არ დგას ჭეშმარიტების და მცდარის დადგენის ამოცანა. აქ ხდება შეხედულებათა გადაცემა. ჟურნალისტს აქვს ფარული ამოცანა, რომელიც მსმენელს უნდა გადასცეს. გადაცემაში არის ამ ამოცანის დამცველი და საწინააღმდეგო აზრები .წამყვანი ვერ მოახერხებს მხოლოდ ფაქტების გადმოცემას. წამყვანს თავისი პოზიცია აუცილებლად აქვს. საინფორმაციო გადაცემის დროსაც კი,.როდესაც ჟურნალისტები ამბობენ,- არ უნდა გამოვამჟღავნოთ ჩვენი პოზიციაო--ეს არ არის სწორი.ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ემხრობა და შეეცადოს იყოს ობიექტური, პოზცია თავისთავად შევა მის გადაცემაში. დავუშვათ ხდება კინოკადრების გაშვება. პოზიცია ამ კადრების დალაგების თანამიმდევრობაშიც კი მჟღავნდება.
ხშირად ჟურნალისტი ეხება უკვე გაკეთებულ ან მომავალში გასაკეთებელ საქმეებს. მაგრამ რაც გასაკეთებელია, მის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი შეუძლებელია..ჭეშმარიტი შეიძლება იყოს მხოლოდ უკვე გაკეთებული საქმე. პოლიტიკოსების საქმიანობა ძირითადად მომავალს ეხება და ამიტომ აქ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. მაგრამ ამ შემთხვეაშიც ჟურნალისტს შეიძლება ჰქონდეს პოზიცია,., რომ მომავალში შეიძლება რაღაც მოხდეს ამ პოზიციის შესაბამისად ან მის საწინაარმდეგოდ.. ასე რომ, პრესა, ტელევიზია,რადიო, ხელოვნება--ყოველთვის პოზიციურია.
სსრკ-ს დროს მასობრვი ინფორმაციის საშუალებები ერთ იდეოლოგიას ემსახურებოდნენ. ჩვენთან ტელევიზიებში ფაქტობრივად არის თავისუფლება,მაგრამ ყველა არხი თავის იდეოლოგიას ემსახურება და ცდილ;ობს თავისი პოზიციის გამყარებას და საწინააღმდეგოს დასუსტებას., ცხადია. ,ამაში ჟურნალისტიც არის ჩათრეული.. .
მსმენელი რამდენად გრძნობს ტელევიზიის ზემოქმედებას??
ჩვენ აღქმის ორი გზა გვაქვს: როდესაც იდეოლოგია ღრმად დევს, ჩვენ ინტუიცურად ვგრძნობთ; როცა პირდაპირ არის ნათქვამი, ვაცნობიერებთ. ჩვენთან (7-8 არხია) და ყოველ მათგანს თავისი პოზიცია აქვს.გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ,ადამიანს შეიძლება მანამდე არც უფიქრია არხის პოზიციაზე, მაგრამ ძირითადად სწორად პასუხობს--ეს სამთავრობო არხია ,ეს ოპოზიციურიაო.
როგორი შეფასებები არსებობს სხვადასხვა არხის მიმართ?.
პირველი არხი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საზგადოებრივი ჰქვია, ხელისუფლებას ემსახურება.. „რუსთავი-2“ ფარულად ხელისუფლების მხარეზეა, თუმცა, ხშირად ამას აშკარად არ ავლენს. ‘კავკასიას“ მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური , კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებისადმი. ასე რომ, სხვადსხვა არხი ამა თუ იმ ხარისხით არის ხელისუფლების მხარდამჭერი ან ოპოზიციური. ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო:, როდესაც ადამიანი ტელევიზიას უყურებს, რაც მისი აზრის დამადასტურებელია, იმას იმახსოვრებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, საწინააღმდეგოს კი არა.. და, როდესაც ტელევიზიის მსმენელი ამბობს--მე დამოუკიდებელი ვარო-თავს იტყუებს. ვისი პოზიციის მომხრეც ვართ, მათი თვალით ვუყურებთ მოვლენებს.
ნეიტრალური ტელევიზია თუ შეიძლება არსებობდეს?
ნეიტრალური ტელევიზია მაყურებლისათვის უინტერესო იქნება.ადამიანმა შეიძლება ძალმომრეობაზე გადაღებულ ფილმსაც უყუროს, თუ იქ ჩადებულია ძალადობის დაგმობის პოზიცია.
რამდენად ახერხებენ ტელევიზიების მეპატრონეები თავისი პოზიციის დაყვანას მსმენელამდე და რამდენად მისაღებია ამ საკითხში მათი მეთოდები?
ჩვენი ტელევიზიის ნაკლი ის არის, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას არა აქვს კარგად გაცნობიერებული როგორი ფორმით მოახდინოს გავლენა მსმენელზე ისე, რომ მისი პოზიციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ან გაორება არ გამოიწვიოს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გადაცემის თავსა და ბოლოში უნდა ითქვას ის, რაც გვინდა რომ ადამიანს დაამახსოვრდეს. ამიტომ საკუთარ პოზიციაზე. დასაწყისში და დასასრულს უნდა ითქვას, შუა ნაწილშიკი-მოწინააღმდეგის პოზიციაზე. არ არის კარგი იუმორით დამთავრება ,დაწყება კი კარგია.
რას იტყვით ქართულ ტელვიზიაზე, მის გადაცემებს დაძაბულობა შეაქვს ხალხში თუ სიმშვიდე?
სატელევიზიო გადაცემებს საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანაც შეუძლია და სიშვიდისაც. თუკი სატელევიზიო გადაცემაში ხდება დიალოგი ორი საწინააღმდეგო პოზიციის ადამიანს შორის,, ისინი ერთმანეთში მოწინააღმდეგეს ხედავენ, თავისი პოზიციის დაცვისათვის იბრძვიან, მათ შორის ურთიერთკრიტიკის, ურთიერთდაუნდობლობის დამოკიდებულება უფრო ძლიერია, ვიდრე ურთიერთშეთანხმების..ხდება მსმენელის დაყოფა ორ ჯგუფად, მოკამათე ადამიანების მხარდამჭრებად. მაყურებელშიც ჩნდება დაძაბულობა, რომელიც წამყვანს შეუძლია გაამძაფროს. ამ შემთხვევაში დიალოგის თითოეული მონაწილე ცდილობს მეორის იდეოლოგიაში სუსტი ადგილები იპოვოს და ყურადღება ძირითადი თემიდან მათზე გადაიტანოს. თითოეული მათგანისათვის დაუშვებელია დამარცხება საზოგადოების წინაშე, ამიტომ არცერთს არ შეუძლია დათმობა და დაძაბულობა იზრდება. წამყვანი ხან ერთ მხარეს ემხრობა ხან მეორეს, და. მისდაუნებურად დაძაბულობა იზრდება.
რა ფორმის გადაცემა იძლევა დაძაბულობის შემცირების საშუალებას?
ორი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს შორის პოზიციების დაახლოება უფრო ადვილია, როდესაც წამყვანი იწვევს მხოლოდ ერთი პოზიციის მომხრეს და მას თავის პოზიციაზე ალაპარაკებს, ხოლო მეორე მხარის პოზიციას თვთონ აცნობს მოწვეულს.ასეთ ვითარებაში მეტი ყურადრება ექცევა თავად აზრის გარჩევას და არა პიროვნებებს შორის დაპირისპირებას.. როდესაც ერთთან არის საუბარი, ყველაფერი შერბილებულია. საზოგადოებას ხშირად სიამოვნებს დაპირისპირება,მაგრამ დაპირისპიება ზოგადად საზოგადოებისათვის საჭირო არ არის. დიალოგების დროს პოზიციები, რაც საერთო აქვთ, იმისაკენ რომ ილტვოდნენ, დაპირისპირება დაახლოების ელემენტს შეიძენს დაა საზოგადოებისათვის სწორედ ეს არის საჭირო. ხშრად დიალოგის ფორმა კონფლიქტების ინკუბატორად იქვ\ცევა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია,
დადებითი შედეგების და ემოციების მომტან\ი გადაცემების მაგალითის მოტანა თუ შეგიძლიათ?
ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა და მოსასმენადაც სასიამოვნო იყო ტელეარხ „კავკასიაში“ ჟურნალისტთა სართაშორისო კავშირ „ობიექტივის“ მიერ მოწყობილი გადაცემა,რომლის წამყვანიც მსახიობი გოგი ქავთარაძე იყო, მონაწილენი კი ქართული ინტილიგენციის წარმომადგენლები. გოგი ქავთარაძე თავადაც კარგად ერკვეოდა თემაში და წაყვანის პრობლემა, ცხადია, არ ქონდა. გადაცემის დროს მოხდა იდეის გაძლიერება, მონაწილეები ერთმანეთის აზრებს ავსებდნენ ,ამყარებდნენ. გადაცემამ მაყურებელს გაუძლიერა ეროვნული ორიენტაცია , ჩააფიქრა იმაზე, რომ საჭიროა ეროვნული კულტურის დაცვა. ,იდეა შეიკრა, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გაუჩნდათ. ასეთი გადაცემები ძალიან სასარგებლოა.

Комментариев нет:

Отправить комментарий