среда, 17 ноября 2010 г.

დაუშვებელია სხვა ქვეყნების კანონების გადმოწერა "სკოლადამთავრებულებს ცოდნის ისეთი დინე აქვთ, როგორც ადრე მეშვიდეკლასელს ჰქონდა

დაუშვებელია სხვა ქვეყნის კანონების გადმოწერა
„სკოლადამთავრებულს ცოდნის ისეთი დონე აქვს, როგორიც ადრე
მეშვიდეკლასელს ჰქონდა“


„ კაცნი ამა ქვეყნისანი არიან ამაყნი, ლაღნი, გონიერნი, სწავლის მოყვარენი“- ამბობდა ვახუშტი ბატონიშვილი ქართველებზე .. 21- საუკუნეში სწავლისმოყვარეობა, განათლება და მეცნიერება ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისა და უსაფრთხოების გარანტად იქცა. იმის თაობაზე, თუ რამდენად მყარია ეს გარანტი დღეს, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, პროფესორი მერაბ ჯიბლაძე გვესაუბრება.
-- ბატონო მერაბ, რა პრობლემებია დღეს ქართულ განათლებასა და მეცნიერებაში?
--მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საშუალო სკოლა საჯარომ შეცვალა. ეს იგივე ამერიკული „ფაბლიკ სკულია“, რომელიც აშშ-ში გონებასუსტი ბავშვებისათვის შეიქმნა შესაბამისი პროგრამით. მაგრამ იქ მაღალი დონის სკოლებიც არის. ჩვენი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ცოდნის ისეთი დონე აქვთ, როგორიც ადრე მეშვიდეკლასელს ჰქონდა.
---რატომ ჩავარდა დიდი საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში/?
---შევარდნაძის მოსვლისთანავე საქართველოს მიენიჭა განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, რაც საქართველოს განვითარების დონის სამხრეთ აფრიკის ქვეყნების დონესთან გათანაბრებას გულისხმობდა. საქართველოში კულტურა მხოლოდ ეთნოგრაფიულ დონეზე უნდა დარჩეს. ბავშვების განათლება კი ინგლისურისა და
კომპიუტერისოპერეტორის დონეზე ცოდნით უნდა შემოიფარგლოს. ეს სრულიად საკმარისია უვხოელთა მომსახურებისათვის.
---როგორ ახორციელებენ ამ ვანდალურ მიზანს.?
----1992 წლიდან დაწყებული ჩვენში ჩატარებული ყველა რეფორმა განვითარებადი ქვეყნის სტატუსის გამართლებას ემსახურება. განათლების დონის დაქვეითება 1973 წლის ორი საკავშირო ბრძანების გამოცემით დაიწყო, რაც უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსება სგანსაზღვრავდა სტუდენტთა რაოდენობით.(7 სტუდენტი ერთ პედაგოგზე) და კრძალავდა მოუსწრებლობის გამო სტუდენტის კურსზე დატოვებას. ამრიგად 7 არადამაკმაყოფილებელი ნშსნის დაწერა ერთით ამცირებდა პედაგოგთა რაოდენობას. თანდათან დაქვეითდ აგამოცდებძე მოთხოვნის დონე. 80-იანი წლებისათვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცოდნის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია.
---განათლების მინისტრის პოსტზე თქვენი მუშაობისას(1990---92 წ.წ). რაიმე თუ შეიცვალა სასიკეთოდ?
--მე ვეწინაარმდეგებოდი უზენაესი საბჭოს მიერ ფასიანი სასწავლებლების შესახებ კანონის იმ ფორმით მიღებას. ეს იყო დიდი შეცდომა.მაგრამ ეროვნული
ხელისუფლების მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდში ვერ მოხერხდა დასახელებული კანონების შეცვლა. განვითარებადი ქვეყნის სტატუსს მთლიანად ნულზე დაჰყავდა სასიკეთო ცვლილებების გატარების შანსი. ყოველივე ამან 1992 წლის მაისში პოსტის დატოვება გაამაწყვეტინა.
----დღეს რა მდგომარეობაა უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების არსებული სისტემის პირობებში?
--ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებელი ეძებს ფულის გადამხდელ სტუდენტს. ასეთი სტუდენტი, როგორი უცოდინარიც უნდა იყოს, მიიღებს დიპლომს. ხოლო სწავლეის დონე ინტერესმიღმაა დარჩენილი.. ფაქტბრივად ხდება დიპლომის გაყიდვა.
----რატომ აწყობს ხელისუფლებას განათლების ასეთი სისტემა?
----გაუნათლებელი ხალხი ადვილი სამართავია და ნაკლებ პრობლემებს უქმნის ხელისუფლებას. გაუნათლებლობა განსაზღვრავს განვითარებადი ქვეყნის სტატუსს და მას ჰუმანიტარული დახმარების, გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებით უზრუნველყოფენ. 1992 წლიდან დაწყებული საქართველოს ხელისუფლება ასრულებს საქართველოსადმი, როგორც განვითარებადი ქვეყნისადმი, აშს-ის ადმინუ\ისტრაციის ყველა რეკომენდაციას.
----თქვენ უნივერსიტეტში ასწავლიდით ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ პირველკურსელებს, ცოდნის როგორი დონე ჰქონდათ მათ?
---რეფორმების შედეგია, რომ პირველკურსელთა ცოდნის დონე ასე დაბალია. ,მათ ნიუტონის კანონებიც კი არ იციან. ეროვნული გამოცდების დონეც შესაბამისია დ ისინი ცოდნის ნაცვლად „უნარ-ჩვევებს“ აფასებენ.
--- ამდენადაც ვიცი უნივერსიტეტიდან წამოხვედით და სკოლაში მასწავლებლობა დაიწყეთ.
----ერთი წელი ვასწავლიდი მე--8-9-10 კლასებში. მათ არაფერი იცოდნენ ფიზიკასა და მათემატიკაში. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ ამ გაუაზრებელმა სისტემამ მოსწავლეთა დიდ უმრავლესობას დაუკარგა აზროვნების უნარი. რამდენიმე ბავშვი შემხვდა ნიჭიერი და მონდომებული, მაგრამ დიდია მათი უცხოეთში წასვლისა და იქ დარჩენის ალბათობა.
--არ ეთანხმებით აზრს, რომ ნიჭიერი ადამიანი თვითონ გაიკვლევს გზას?
--კანონი მეცნიერებისა და განათლების შესახებ ძირეულად უნდა შეიცვალოს.
დაუშვებელია სხვა ქვეყნების კანონების მექანიკურად გადმოწერა. უნდა შევქმნათ
კანონები ქართული მენტალიტეტისა და ტრადიციების გათვალისწინებით.. ქართველ კაცს არც ნიჭი აკლია, არც მუშაობის უნარი. მას მხოლოდ ნიჭის გამოვლენისთვის საჭირო გარემო აკლია.
---როგორ გესახებათ ქართული საზოგადოების როლი ამ პრობლემების გადაჭრაში?
---მშობელმა უნდა დასვას კითხვა--რაში იხდის ის გულს, ცოდნის შეძენაში თუ დიპლომს ყიდულობს? როგორც საჯარო, ისე უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამები აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენი საუკუნის მოთხოვნებს.
საზოგადოება ვალდებულია დაფიქრდეს შვილებისა და ქვეყნის მომავალზე და მოითხოვოს ძირეული ცლილებები იმ სისტემისა, რომლის შექმნა შევარდნაძემ
დაიწყო. საქართველოს გადაარჩენს ინტელექტუალური სისტემური ცვლილებები.
კანონშემოქმედებაში უნდა ჩაერთონ ქართული ინტელექტუალური ძალები.
პ. ს. „აუცილებელია, რომ სამეცნიერო საზოგადოება უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფო პოლიტიკაში“--განაცხადა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ნაციონალურ აკადემიაში გამოსვლსას.. ვინძლო ,ქართული სამეცნიერო ელიტა განათლებისა და მეცნიერების მართვის პოლიტიკაში მაინც ჩაერთოს. ჩვენ ხომ ასე ხშირად ვიმეორებთ--ასეა უცხოეთში. ჰოდა, მოდით, ამ შემთხვეაში მივბაძოთ, რათა ჯერ დაკარგული დონე დავიბრუნოთ, შემდეგ კი წინ წავიწიოთ.

დალი ქვირია. „ყველა სიახე“ 2009 წ. . სექტემბერი

Комментариев нет:

Отправить комментарий