вторник, 22 февраля 2011 г.

დალი ქვირია----- მივბაძოთ ფრანგებს ენაზე ზრუნვის საკითხში

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დიდ ძალისხმევას ნოითხოვს მისი ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული ნორმები ს ფარგლებში მოსაქცევად. ამ კატაკლიზმების მიღმა, რომელიც ქვეყანამ ამ ბოლო წლებში გადაიტანა, არც ქართული სალიტერატურო ენის მდგომარეობა დარჩენილა.
ქართული ენის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს ვესაუბრე.
დალი ქვირია: სახელმწიფო ენაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ხომ არ შეგიძლიათ რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მაგალითის დასახელება?
გიორგი გოგოლაშვილი:---რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგ. საფრანგეთში ენის კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ენობრივი ნორმების დარღვევისას ითვალისწინეს არა მარტო საჯარიმო სანქციებს, არამედ ამას შეიძლება მათი ფუნქციონირების დროებითი შეჩერებაც მოჰყვეს.ინგლისში კი, არსებობს „ინგლისურად მოლაპარაკეთა კაცშირი“ რომლის სათავეში ინგლისის დედოფალია, მოადგილე კი ერთ-ერთი ლორდი..ეს კეთდება ამ კავშირის პრესტიჟის ამაღლებისათვის, დ,ა ცხადია, ინგლისის დედოფალი კავშირის სხდომების ხშირი სტუმარი არ არის. ამ შემთხვევაშიც დიდი მუშაობა ტარდება ინგლისური ენის შესწავლის თვალსაზრისით..
დ.ქ.:--საფრანგეთთან დაკავშირებით მეც მომაგონდა ამასწინათ წაკითხული ინფორმაცია იმის თაობაზე,რომ საფრანგეთში ძალიან სერიოზული მუშაობა ტარდება ფრანგული ენის შესწავლის მეთოდოლოგიაზე, ყოველწლიურად გამოდის ახალ-ახალი სახელმძღვანელოები, ასევე ყოველწლიურად გამოდის სხვადასხვა სახის ლექსიკონები (ორთოგრაფიული, განმარტებითი, ტერმინოლოგიური, სინონიმური და სხვა.) რა კეთდება დღევანდელ საქარველოში ქართულ ენაზე ზრუნვის თვალსაზრისით?
გ. გ.:--სამწუხაროდ,,საზოგადოების ნაწილს არ ესმის, რომ ენასაც შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, რომ საჭიროა ამ პრობლემებზე მუშაობა და სპეციალური კანონმდებლობის შექმნა. დღეს პრობლემები ქართულ სალიტერატურო ენას ნამდვილად აქვს.და ეს პრობლემები საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან ყურადღებას მოითხოვს.
დ.ქ.:მე-19-ე საუკუნეში რომ ქართველ მოღვაწეებს ქართული ენისათვის ზრუნვა არ დაუკლიათ, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მე-20-ე საუკუნეში რა ხდებოდა ამ თვალსაზრისით?
გ.გ.:- ჯერ კიდევ 20-იანი წლებში ქართველი მწერლებისა და მეცნიერების--მიხეილ ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვათა ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომისია, რომელმაც დიდი მუშაობა ჩაატარა ამ მიმართებით.1930 წლიდან კი ამოქმედდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, რომელმაც წინა კომისიის ფუნქციებიც შეითავსა.. ამ კომისიამაც დიდი სამუშაო ჩაატარა ქართული სალტერატურო ენის დახვეწისა და ნორმირებისათვის.
თუმცა ეს კომისიები საბჭოთა საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა, მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო საბჭოთა სტრუქტურა. ისინი არ შექმნილან კომუნისტების ინიციატივით. და ასეთი კომისიები არც ერთ სხვა საბჭოთა რესპუბლიკაში არ ფუნქციონირებდა
ქართული ენის ნორმების შემუშავება ხდებოდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე, კომისიაზე კი ხდებოდა განხილვა და დამტკიცება ამ ნორმებისა.
დ.ქ.-კომისია თუ ატარებდა საგამომცემლო საქმიანობას?.
გ.გ.:--ამ კომისიის მუშაობის შედეგად 70-იან წლებში გამოიცა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების პირველი კრებული, 20-იან წლებში კი ამავე დასახელების 3 ბიულეტენი. უკვე შემუშავებული ნორმების საფუძველზე გამოიც ა’“ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ ვ, თოფურიასა და ივ.გიგინეიშვილის რედაქტორობით. 40-იან წლებში კი გამოიცა სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი. 1998 წელს ვ. თოფურიასა და ივ. გოგინეიშვილის ლექსიკონი განმეორებით გამოიცა...ასე რომ, ქართულ ენაზე ზრუნვ ს სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
დ.ქ.--როგორი მდგომარეობაა ქართულ ენაზე ზრუნვის თვალსაძრისით 90-იანი წლებიდან და შემდგომ პერიოდში?
გ.გ.:-90-იანი წლებიდან ამ მხრივ დიდი ჩავარდნა გვაქვს. თუმცა კი არსებობდა სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, და ენის სახ. პალატაც, მაგრამ პირველი იშვიათად იკრიბებოდა ,მეორემ კი ვერ შესძლო საჭირო დონეზე ფუნქციონირება საკანონმდებლო ბაზის უქონლობის გამო.
დ.ქ.:აისახა თუ არა ყოველივე ეს ენაზე, რომლითავ გვესაუბრება ტელევიზია, ენაზე, რომელზეც წერენ გაზეთები და ენაზე, რომლითაც მეტყველებენ ქართველები?
გ.გ.:- გარკვეულწილად , რა თქმა უნდა,აისახა.იყო დრო როდესაც უხეირო ქართულის ეთერში გაშვებისათვის ჟურნალისტი ან რედქტორი კიდევაც ისჯებოდა. გაზეთებს ჰყავდათ სტილისტები და ჟურნალისტები მიცემულ შენიშვნებს ითვალისწინებდნენ .და იმახსოვრებდნენ.. ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილი თავის „ბუნების კარს“ ქართულის კარგად მცოდნე ქალაქის თავს აკითხებდა ხოლმე, ხოლო ვინც მის სახელმძღვანელოში შეცდომას იპოვიდა, მას 5 კაპიკით აჯილდოვებდა. (სახელმძღვანელო სულ 10 კაპიკი ღირდა).
დ.ქ.:დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?.
გ.გ.: დღეს ზოგიერთ გაზეთში დაშვებულ შეცდომას სათვალავი არა აქვს.ისეთი გაზეთებიც არსებობენ, ქართული ენის მცოდნე ერთი ჟურნალისტიც რომ არა ჰყავთ. გაზეთსა და ტელევიზიაში დაშვებულ ყოველ შეცდომას კი დიდი გავლენა აქვს მოსახლეობაზე. როდესაც ერთ-ერთი სატელევიზიო არხის საინფორმაციო პროგრამის წამყვანს მაყურებელმა შეცდომაზე მიუთითა, მან ასე უპასუხა’ „მე როდესაც ვსაუბრობ, მაგაზე არ ვფიქრობ, მთავარია რომ იგებენ, რას ვამბობო“ (პასუხიც ასეთი უნდა დ. ქ.) “ ე. ი. მაყურებელი იგებს, ქართული ენა კი აგებს.
დ.ქ.:_ყველაზე დახვეწილი ქართული ალბათ სცენიდან ისმის?
გ.გ.:-- აკადემიურ თეატრებს, ცხადია, არ შევეხები. მაგრამ ისეთი თეატრებიც მომრავლდა, რომელთა სცენიდანაც ჟარგონული ენა, ქუჩური მეტყველაბა და ბილწსიტყვაობაც კი გვესმის.. ხომ გახსოვთ, ილიამ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეობა აკაკის შესთავაზა, რომ ქართული ენა სცენაზე არ დაზარალებულიყო.,ჩვენ ხომ ვიცით,,რა დიდი გავლენა აქვს სპექტაკლებისა და კინოფილმების ენას, როგორ ვიმახსოვრებთ ხოლმე იქ გაგონილ მთელ ფრაზებს.
დ.ქ.:--რატომ არის, რომ საზოგადოების ნაწილი ძალინ ადვილად იტაცებს უცხო სიტყვებს და ქართულად საუბრისას ამ სიტყვებით ანაცვლებს მათ შესატყვის ქართულს.?
გ.გ.:-არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ენა, რომელშიც არ შედის უცხო ლექსიკა. როდესაც ახალი ტერმინი შემოდის, როგორ მოერგება ის ქართულ ენას, ეს სპეციალისტებმა უნდა განსაზღცვრონ,, უნდა შეიქმნას ტერმინოლოგიური კომისია.
დ.ქ.:-რა მდგომარეობაა გამომცემლობებში? როგორი ქართულით იბეჭდება წიგნები?
გ.გ.:--მდგომარეობა აქაც არასახარბიელოა გამომცემელი გამოსცემს ტერმინოლოგიურ ლექსიკონს, სპეციალისტებთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე.
ენათმეცნიერების ინსტიტუტში არსებობს ტერმინოლოგიური, მეტყველების კულტურის, ლექსიკოლოგიური განყოფილებები, და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყოველგვარი კონტროლისა და პასუხისმგებლობის გარეშე ჩაანაცვლებს ქართულ სიტყვებს უცხოთი, ეს ცხადია, მისი განათლებისა და კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელი ვერაფრით ვერ იქნება. მაგალითად, ცეკვის სახელმწიფო ანსაბლის მიერ შემოტანილი „ასა-ფართი“ გამართული ქართულით მოსაუბრე სკოლის მოსწავლის გასაკრიტიკებელიც კი გახდა.“ფართი“ ინგლისურად წვეულებას ნიშნავს. ენისადმი ასეთი მიდგომა გულგრილობაზეც მიუთითებს.
დ.ქ.:--როგორც ჩანს ასეთი ტენდენცია უკვე გამოკვეთილია.
გ.გ.:--სამწუხაროდ ასეა. ძალინა ხშირად გვესმის „თინეიჯერი“, , სულხან-- საბას კი „ნინველი’“ აქვს. განა ეს უფრო კეთილხმოვანი სიტყვა არ არის? განა არ გვაქვს შესანიშნავი სიტვები: ყრმა, ყმაწვილი, ჭაბუკი,და სხვა უამრავი. .თუ ჩვენ უცხოური სიტყვებით ჩვენს ევროპულობას ვამტკიცებთ, ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.
ჩვენ მაღალ დონეზე უნდა ვისწავლოთ უცხო ენები და არა ცალკეული უცხო სიტყვების ხმარებით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდოთ.
დ.ქ.:-- რეკლამის ენაზე რას გვეტყვით?
გ.გ.:--რეკლამის კანონი არსებობს და ამის მუშაობაზე ანტიმონოპოლიური სამსახური იყო პასუხისმგებელი, , მაგრამ ეს კანონიც არ მუშაობს.
დ.ქ.:--როგორია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ენა?
გ.გ.:-ამ მხრივ სიტუაცია ძალიან მძიმეა .წინა ორი მოწვევის პარლამენტში არსებობდა ქართული ენის ქვეკომიტეტი,რომელიც დღეს გაუქმებულია .კომიტეტის ფუნქცია იყო კანონების ენობრივად გამართვა. დღეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ენა არის ცუდი ქართული. როგორც პროფესორი გიორგი წიბახაშვილიწერს :“ დღეს ქართულ ენას უჭირს. როგორც ყველაფერ ქართულს“
ქართული ენისათვის ერთ-ერთი მტკივნეულ ადგილია კანონების , ოფიციალური დოკუმენტების ენა,, რომელიც სავსეა უცხოენოვანი კალკებით ჩემი აზრით , ოფიციალური დოკუმენტების,, კონკრეტულად კანონების ქართულის ასეთი დაბალი დონე გამოწვეულია იმით, რომ ისინი ძირითადად სხვა ენებიდან ითარგმნებიან..მაგრამ თარგმნისათვის რომ მხოლოდ დედანის ენის ცოდნა არ არის საკმარისი, და ის ენაც უნდა იცოდე, რომელზედაც თარგმნი, ეს ტრივიალურია.(მე მაგონდება რა დაბალი დონის ქართულით იყო გამოქვეყნებული პირველად „კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“დ.ქ.) მით უმეტეს, ძნელია ამის შეგუება ქართველბისთვის, რომლებსაც თარგმნის 15-20 საკუნოვანი კულტურა გაგვაჩნია..
დ.ქ.:-სახელმძღვნელოები როგორი ქართულით იწერება, ნუთუ აქაც ისეთივე მდგომარეობაა?
გ.გ.:-:-ქართულ ენას აქაც უჭირს. ბავშვს კარგი ქართული მხოლოდ ქართულის გაკვეთილზე კი არ უნდა ესმოდეს, არამედ ყველა სხვა გაკვეთილზეც და ყველა სხვა სახელმძღვანელო კარგი ქართულით უნდა იყოს დაწერილი.
დ.ქ.:_.ლექსიკონების გამოცემაზე რა იტყვით?
გ.გ.:--ერთადერთი ლექსიკონი,რომელიც ამ ბოლო დროს გამოვიდა, , ზემოთ დავასახელეთ--1998წ. ივ. გიგინეიშვილისა და ვ. თოფურიას რედაქტორობით.
დ.ქ.“-.ქართულ ენას, არც განათლების ახალი კანონი სწყალობს, როგორც ვიცით.
გ.გ.:-.დიახ. განათლების ახალ კანონში (მუხლი 4) ქართულ ენასთან, როგორც სწავლების ენასთან, ნებისმიერი სხვა ენაა გათანაბრებული. პროგრამის წამყვანისა და მსურველის არსებობის შემთხვევაში. აქ დაზარალებულია ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი.
დ.ქ.:--ყოველივე ზემოთ თქმულიდან ჩანს, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. რა გზებს ხედავთ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად?
გ.გ.:-ქართული ენის მცოდნეთა დეფიციტი საქართველოში არ არის, არის მხოლოდ ადამიანთა არასწორი დასაქმების ბევრი შემთხვევა. მე ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ენას პატრონი არ ჰყავს. ქართული ენის პატრონია ქართველი ხალხი.რომელსაც მას ისე შეინახავს, როგორც აქამდე ინახავდა.მაგრამ იმისათვის რომ ბევრი პრობლემა შვილებს არ გადავულოცოთ,. დღესვე უნდა მივიღოთ საჭირო ზომები. და ამაზე როგორც თითოეულმა მოქალაქემ, ისე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. უნდა აღდგეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, .ქართულ ენის სახ. კომისია პრეზიდენტთან, უნდა აღდგეს სტილისტის პროფესია, გამოიცეს კარგი სახელმძღვანელოები და ლექსიკონები, არ უნდა შემცირდეს ქართული ენის გაკვეთილები სკოლაში და რაც მთავარია „‘პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“
ენაზე ზრუნვა არ განეკუთვნება იმ საკითხებს, , რომლებიც შეიძლება გადაიდოს . ჯერ ეკონომიკა ავაყვავოთ, ჯერ პოლიტიკურ საკითხებს მივხედოთ, და მერე ენასო.--ეს სწორი არ არის..ეკონომიკა შეიძლება რყევებს განიცდიდეს, , ქართული ენა კი ყოველდღე და მუდამ უნდა წარმოადგენდეს ყოველი ჩვენთაგანისა და სახელმწიფოს ზრუნვის საგანს. და თუ ასე მოგვწონს ევროპელობა, მივბაძოთ ფრანგებს ენაზე ზრუნვის საკითხში..,

გაზეთი“რეზონანში’(ბასტა) 13 02 05 წ.

пятница, 18 февраля 2011 г.

წერილი კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

2006 წლის 1 მარტს კანზასიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წერილი მოვიდა. მე მის შინაარსს გაგაცნობთ.
პატივცემულო რუსუდამ ლორთქიფანიძე
კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს წილად ხვდა ბედნიერება, თავის რიგებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კურსდამთავრებული ჰყავდეს. ამ ადამიანებს დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენ ღონისძიებებსა და კვლევებში ფიზიკის დარგში. ჩვენთან მუშაობს ორი პიროვნება, რომელთაც სადოქტორო დისერტაციები ჩვენს უნივერსიტეტში აქვთ დაცული.: დოქტორი თინა კახნიაშვილი--მოწვეული ასოცირებული მკვლერვარი პროფესორი და დოქტორი გიორგი ვეშაპიძე--ასოცირებული მკვლევარი. ორივე ეს ფიზიკოსი მუშაობს ჩვენ ფაკუ;ლტეტზე და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის კვლევებს.
ჩვენს დეპარტამენტს ცოტა ხნის წინ შეემატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამი სტუდენტი. ესენი:ა ქეთი ქააძე, მაია მაგრაქველიძე და ლადო სამუშია.. მათ გარდა, მოველით ირაკლი ჩაკაბერიასა და ირაკლი სვინტრაძის ჩამოსვლას. ორივემ მიიღო მაგისტრის წოდება თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტისაგან და 2006 წლიდან შეუდგებიან თავიანთ სადოქტორო ნაშრომებზე მიუშაობას. კანზასის უნივერსიტეტში. ყველა ეს სტუდენტი და თანამშრომელი კარგად არის მომზადებული თეორიულ ფიზიკასა და მათემათიკაში..ეს მომზადება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრა გამორჩეულად კარგად ამზადებს მათ თეორიული კვლევებისათვის. ამ კარგი მომზადების წყალობით ისინი ძალიან მალე ჩვენი დეპარტამენტის ნაყოფიერ თანამშრომლებად იქცნენ.
ლადო სამუშია არის ძლიერი მომზადების ერთ-ერთი მაგალითი.ის შეუერთდა ჩვენს დეპარტამენტს 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. თეორიული და მათემატიკური ფიზიკის ცოდნის წყალობით, რომელიც მან შეიძინა თეორიული ფიზიკის განყოფილებაში. სწავლის დროს, იგი სწრაფად მოექცა ჩვენთან შემოსული სტუდენტების კლასის სათავეში კარგი მომზადების გამო, მას არ მოეთხოვებოდა ყველა ჩვეულებრივი სტუდენტისათვის სავალდებულო კურსის გავლა. მან დაამტკიცა, რომ გააჩნია ღრმა ცოდნა ელექტროდინამიკაში ,ქვანტურ მექანიკაში , სპეციალურ დინამიკასა და მათემატიკური ფიზიკის მეთოდებში, რომელიც მან მიიღო თქვენს უნივერსიტეტში. მისი აქ ყოფნის პირველივე სემესტრის ბოლოს მან ჩააბარა დოქტორანტის წინასწარი გამოცდა. სტუდენტების უმრავლესობა ვერ გადის ამ გამოცდაზე სრული სასწავლო წლის გასრულების შემდეგაც კი. შემდეგ ის შეუერთდა ჩვენს მაღალი ენერგიებისა და კოსმოლოგიის ჯგუფს მკვლევარი ასისტენტის რანგში...
ჩვენმა მრჩეველმა სტუდენტების საკითხებში, პროფესორმა ოძრშიმ მაღალი შეფასება მისცა ლადოს მომზადებას და დაასკვნა, რომ კარგი იქნებოდა მისი კურსის კრედიტების გადმოტანა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტიდან კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენს გამოცდილებას თქვენს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთნ მუშაობისა, მივყავართ დასკვნამდე, რომ განათლების სტანდარტები თქვენს თეორიული ფიზიკის განყოფილებაში გათანაბრებულია ანალოგიურ მაჩვენებლებთან შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში. აშკარაა, რომ თბილსის სახემწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, გამოჩეულად კი თეორიული ფიზიკის კათედრა, უზრუნველჰყოფს განათლების მაღალ დონეს, და მყარ თანამედროვეობის ადექვატურ ცოდნას თეორიულ ფიზიკასა და მათემატიკის დარგში, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მაღალი დონის კვლევების საწარმოებლად.
იმედი მაქვს, რომ განათლების მაღალი დონე შენარჩუნდება და ჩვენ გვექნება ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა თქვენს უნივერსიტეტთან. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუ გვეყოლება სხვა სტუდენტებიც, რომლებიც ასეთივე დონეზე სწავლობენ და მუშაობენ თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში და გავაგრძელებთ მუშაობას თქვენს სამეცნიერო ხარისხის მქონე ფიზიკოსებთან.

პატივისცემით, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზოლმანი

ამ პერიოდში თბილიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე გახლდათ საქართველოს მეცნიერებათ ააკადემიის წევრი, პროფესორი ანზორ ხელაშვილი.

вторник, 15 февраля 2011 г.

დალი ქვირია --საკანონმდებლო მუშაობა ეროვნულ უმაღლეს საბჭოში

თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა
ინტერვიუ უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონის დაცვის კომისიის მდივანთან გიორგი გულბანთან.
--ბატონო გიორგი, არსებობდა თუ არა თქვენი კომისიის ანალოგიური კომისია ძველ უზენაეს საბჭოსთან და თუ არსებობდა, რა ინფორმაცია გაქვთ მისი მუშაობის შესახებ?
ძველ უზენაეს საბჭოსთან არსებობდა საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია, მაგრამ მაშინდელი უზენაესი საბჭო მუდმივადმოქმედი ორგანო არ იყო და შესაბამისად კომისიაც მხოლოდ სამ თვეში ერთხელ იკრიბებოდა ძირითად საკანოდებლო საქმიანობას ასრულებდა უზენაესი საბჭოს აპარატი, იურიდიული განყოფილება. კომისია კი განიხილავდა ამ განყოფილების მიერ მომზადებულ წინადადებებს და ფაქტობრივად მის მუშაობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა უზენაესი საბჭოს მაშინდელი სტრუქტურებიდან და მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან..
--როგრი ათქვენი კომისიის სტრუქტურა?
მუდმივ კომისიაში 10 კაცია, გვაქვს 2 ქვეკომისია,-საკანონმდებლო განზრახულობათა და კანონიერების დაცვის. სულ ჩვენ კომისიაში და ქვეკომისიებში 15 დეპუტატი და 5-6 არადეპუტატია გაერთიანებული. კონსულტანტების სტატუსით. ჩვენი კომისიის წევრთა ნაწილს უზენაესი საბჭოს გარეთ სამსახურეობრივი საქმიანობა არ შეუწყვეტია და სამუშაოთა დიდი მოცულობის გამო, ეს ფაქტი ართულებს მდომარეობას..დიდ დახმარებას გვიწევს უზენაესი საბჭოს სამდივნოს იურიდიული განყოფილება ბატონი ირაკლი ჩიქოვანის ხემძღვანელობით.
--აქვს თუ არა კომისიას ნორმალური მუშაობისათვის საჭირო პირობები?
კომისია უმძიმეს პირობებში მუშაობს. სულ ერთი ოთახი გვაქვს.აქ ხდება კანონპროექტებზე მუშაობა და მომჩივანთა მიღებაც.. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კომპარტიამ დააგვიანა ცეკას შენობის ჩვენთვის გადმოცემა,
--თუ შეიძლება ვრცლად გვესაუბრეთ კომისიის ფუნქციის შესახებ.
კომისიას ორი ფუნქცია აქვს. ერთი გახლავთ წმინდა საკანომდებლო შემოქმედება-- კანონების შემუშავება და წარდგენა უზენაეს საბჭოში დასამტკიცებლდ და მეორე მიღებული კანონების შესრულების კონტროლი. კომტროლის ცნება ადრე, შეიძლება ითქვას, შერყვნილი იყო..ჩვენ შემთხვევაში კონტროლი გულსხმობს ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები
კომისიის ფუნქციაში არ შედის ბრძანების გაცემა მიღებული კანონების შესრულებისათვის. თუ შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ რომელიმე კანონი არ სრულდება, ჩვენი კომისია რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის ორგანოებს..
--როგორია თქვენი ურთიერთობა სხვა კომისიებთან? .
სხვა კომისიების მიერ შემუშავებულმა კანონ-პროექტებმა ვიზირება აქ უნდა და გაიარონ. ეს ვითარება კიდევ ყფრო საპასუხისმგებლოს ქმნის ჩვენს საქმიანობას.მართალია, ეკონომიკურ საკითხებზე შემოსული კანონ-პროექტების ვიზირება ჩვენი კომპენტენცია არ არის, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკისა და ზოგადი კანონიერების კუთხით, ჩვენ ამ საკითხებსაც შევისწავლით და შემდეგ შეგვაქვს წინადადებები კომისიაში დასამუშავებლად. ანალოგიურად ჩვენი ურთიერთობის ფორმები სხვა კომისიებთან, ამ თვალსაზრისით, ურთიერთთანამშრომლობის ხასიათისაა და არა იმპერატიული.
--რა არის თქვენ მიერ შემუშავებული კანონების ძირითადი მიზანდასახულობა?
--ჩვენს მიერ შემუშავებული კანონების ძირითადი მიზანია იურიდიული საფუძვლების მომზადება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.აქ ერთი დეტალია ყურადსაღები: კარგი საკანონმდებლო აქტების სისტემის შექმნა არცერთ მცოდნე იურისტს არ გაუჭირდება. ეს მხოლოდ დროის ამბავია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი კანონები რეალობას შეეფერებოდეს და არ შეიქმნას ისეთი კანონები, რომელთაც სიცოცხლე არ ეწერება. ჩვენს მიერ შექმნილი კანონი შეიძლება ვითარების შეცვლის შედეგად შეიცვალოს, რაც რეალურს ხდის ჩვენს კანონთა სისტემას და აგვაშორებს ექცესებს. ასეთი ფრთხილი ევოლუციური გზით მოხდება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მინიმალური დანახარჯებით, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოში ექსცესების ალბათობა გამორიცხულია, ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაპირისპირება.
--რა სახის დაპირისპირება გაქვთ მხედველბაში?
ნებისმიერი სახის.. ავიღოთ თუნდაც ეკონომიკური სფერო. სოციალისტური სისტემა არანორმალური ეკონომიკური სისტემაა. იგი მყარად არის დაფუძნებული ადმიანთა ცნობიერებაშიც კი. ეკონომიკის ახალ რელსებზე გადასვლა უეჭველად დიდი წინააღმდეგობების გზით წავა.. პოლიტიკაში გაცილებით "გაბედული ნაბიჯების"გადადგმა შეიძლება, თუმცა პოლიტიკურ გაბედულებას თან ახლავს ცენტრის მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები, სადამსჯელო ოპერეციები ცენტრისა საქართველოს წინააღმდეგ.
--ეცნობით თუ არა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას ამ დარგში, და თუ იყენებთ მას?
დღეს ჩვენ არა გვაქვს საშუალება, რომ უზენაეს საბჭოსთან შეიქმნას ძლიერი სამეცნიერო ცენტრი ფინანსური და სხვა პრობლემების გამო, მაგრმ არცერთ ცნობილ იურისტს არ უთქვამს უარი ჩვენთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, აქ შემუშავებული კანონპროექტები მარტო ჩვენი მუშაობის შედეგს არ წარმოადგენს,.აქ ხდება ჩვენი საზოგადოების ამ დარგში "ერუდირებული სპეციალისტების“ მიერ მოწოდებული იდეების მისადაგება ჩვენ პოლიტიკურ რეალობასთან. დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება ამ დარგში გაზიარებულია თუნდაც იმის გამოც, რომ ჩვენი სპეციალისტ-ექსპერტების იურიდიული განათლება დასავლეთის დემოკრატიულ სახემწიფოთა კანონმდებლობის ღრმა ცოდნაზეც არის დამყარებული. ახლახან ჩვენთან შეიქმნა კანონი ადგილობრივი მმართველობის შესახებ. ეს დასავლეთისათვის დამახასიათებელი ინსტტუტია. პრეფექტის ინსტუტუტი არსებობს იტალიაში, საფრანგეთში. არსებობდა 82 წლამდე და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. საუბარი იმაზე, რომ ეს ინსტიტუტი არადემოკრატიულია, მხოლოდ მცირე ინფორმირებულობის ბრალია.საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ დემოკრატიული წესწყობილების დროს ხელისუფლების სიძლიერესა თუ სისუსტეზე. რაც უფრო სუსტია ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები, როგორც დღეს საქართველოშია, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლება, რომ შესძლოს სახელმწიფოს, როგორც მთლინის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაცვა.. დროთა განმავობაში, როდესაც იქნება რეალური საფუძველი სრულ თვითმმართველობაზე გადასვლისა, ეს კანონი თავის დროს მოჭამს და ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება თვითმმართველობის ისეთ სისტემაზე გადავიდეთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატბშია, სადაც თვითმმართველობა სრული სახით არის წარმოდგენილი.
--საკანონმდენლო მუშაობის დროს ხომ არ ითვალისწინებთ დემოკრატიული საქართელოს საკანონმდებლო აქტებსა და დოკუმენტებს?
ჩვენი კონსულტანტები, სწავლული იურისტები ბრწყივალედ იცნობენ დემოკრატიული საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში ,რასკვირვრლია, ამ გამოცდილებასაც იზიარებენ.
--რა მოცულობის სამუშაოა შესრულებული კომისიაში შემუშავებული კანონ-პროექტების რაოდენობის თვალსაზრისით?
ჩვენ დაახლოვებით 50-მდე საკანონმდებლო აქტი შევიმუშავეთ. ეს ზოგიერთს შეიძლბა ცოტად მოეჩვენოს.. ჩვენ მზად გვაქვს რიგი კანონ-პროექტებისა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში არ გვაძლევს მათი დღის წესრიგში დაყენების საშუალებას.
--ტარდება თუ არა თქვენს მუშაობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნის ტენდენცია?
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ხელისუფლების ერთმანთისაგან გამიჯვნა დემოკრატიული ხელისუფლების საუკეთესო ფორმაა. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით გადაგმულია. გამიჯნულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. გამონაკლისს წარმოადგენს ის ფაქტი,რომ პრეფექტი შეიძლება იყოს უზენაესი საბჭოს წევრი, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს და საერთო სურათს არ ცვლის. მართლმსაჯულების სრული გამიჯვნა კი უახლოეს ხანშია მოსალოდნელი.
--მიღებული საკანონმდებლო აქტებიდან რომელს გამოყოფდით თავისი მნიშვნელობის მიხედვით? ჩვენს მიერ მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტი ერთ სისტემას წარმოადგენს და ეფუძნება 14 ნოემბრის სესიაზე მიღებული გარდამავალი პერიოდის აქტს, რომელიც ერთჯერადი აქტია და ამრიგად არ შეიცავს ცხოვრების ყველა სფეროს.
ამ აქტის იდეები ფაქტობრივად განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას--ევოლუციური გზით საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის პოლიტიკას. ჩვენს მიერ მიღებულო აქტებიდან უმნიშვნელოვანესია ის აქტები, რომლებიც აჩერებენ საბჭოთა კავშირის კანონებისა და დადგენილებების მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე..თუმცა ეს ხდება ნაწილობრივ ავტომატურად ჩვენი კონსტიტუციის 77-ე მუხლის საშუალებით.მიუხედვად ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბჭოთა კავშირის რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომლებიც უარყოფენ საქართველოს იმ შეზღუდულ სუვერენიტეტსაც კი, რომელიც მას გააჩნია. მეორე რიგი საკანონმდებლო აქტებისა ემსახურება საქართველოში ახალი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნას. ასეთ აქტებს განეკუთვნება კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ..ამ სტრუქტურების ამოქმედების შემდეგ შეიძლება მოველოდეთ სასიკეთო ცვლილებებს. 11 დეკემბერს ჩვენ შევაჩერეთ ადგილობრივი საბჭოების მოქმედება..ამჟამად არსებული აღმასრულებელი კომიტეტები, კი იციან რა, რომ ხვალ აღარ იარსებებენ, ფაქტობრივად არ ფუნქციონირებენ. ამრიგდ 31 მარტის არჩევენები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენ ცხოვრებაში და მისი წარმატებით ჩატარებისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კანონი რეფერენდუმის შესახებ. ცენტრის იურიდიულ აგრესიას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ იურიდიული წინააღმდეგობა. ამის გარდ ა რეფერენდუმი საშუალებს აძლევს მისახლეობას მონაწილეობა მიიღოს უნმნიშვნრელოვანესი სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში. ამ კანონის რეალიზაცია 31 მარტს მოხდება და ამ თვალსაზრისითაც 31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.
--რა აზრის ხართ 31 მარტის რეფერენდუმის კითხვაზე?
ჩვენი სარეფერენდუმო კითხვა აბსოლუტურად ცალსახაა და არ ბადებს არავითარ ეჭვს იმის თაობაზე, თუ რის გარკვევა სურს რეფერენდუმის მომწყობს. შესაბამისად პასუხი შეიძლება მხოლოდ ცალსახა იყოს.
--თქვენი აზრით, რიგორია არაქართელი მოსხლეობის პოზიცია რეფერენდუმის მიმართ?
თითქმის დარწმუნეული ვარ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა, მე მხედველობაში არ მაქვს ცენტრის მიერ შემოგზავნილი აგენტურა, დაინტერსებული უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობით, რომლის გარეშეც მათი ყოფა იქნება ისეთივე უბადრუკი, როგორიც დღეს არის. დამოუკიდებლობა კი იძლვა თავისუვალი არჩევანის საშუალებას, გამოიყვანს საქართველოს დღვანდელი იზოლციის პირობებიდან და შექმნის კეთილდღეობის ყოველგვარ პირობებს.
--რომელ კანონ-პროექტზე იმუშავებთ მომავალში?
უახლოეს მომავლაში მიიღება ეკონომიკური ხასიათის საკანონმდებლო აქტები, ეკონომიკურ რეფორმის დაწყებისათვის სახელმწიფო სტრუქტურა არსებითად მომზადებულია. ამგვარად, უკვე დგება ეკონომიკური კომისიის ჯერი, ჩემი საუბრის ბოლოს მინდა გამოვთქვა ღრმა რწმენა იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი 31 მარტს გააკეთებს სწორ არჩევანს,-ადგილობრივი თვითმმართველობის-- საკრებულოების არჩევნებში და სარეფერენდუმო კითხვაზე დადებითი პასუხით ერთხელ კიდევ საქვეყნოდ გამოთქვამს და დოკუმენტებით დაადასტურებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევ ნებას.
'საქართველოს რესპუბლიკა“ 31 03 91 წ.

вторник, 1 февраля 2011 г.

საქართველოში მეცნიერება დახვრიტეს, საკონტროლო გასროლაღა დარჩა

„საქართველოში მეცნიერება დახვრიტეს,საკონტროლო გასროლაღა დარჩათ"—„ხვალ შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, შენობა დატოვეთო"-ეს სიტჯვები 2009 წლის აგვისტოში ჩემთვის მოცემული ინტერვიუდან არის ამოღებული და ისინი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების გამგეს, ბატონ ვანო კიღურაძეს ეკუთვნის სამწუხაროდ, დიდი მეცნიერის ამ წინასწარმეტყველების შესრულებას უკვე შეუდგნენ და მათემატიკის ინსტიტუტს პირველი და მესამე სართულების დაცლას თხოვენ.გავეცნოთ ინტერვიუს.
--ბატონო ვანო,რას იტყვით საქართველოში ჩატარებული მეცნიერების რეფორმაზე?
დღეს უკვე ნათელია,რომ „ვარდების რევოლუციით"მოსული ხელისუფლების მიზანი მეცნიერების ამოძირკვა და თავისუფალი აზრის მქონე პიროვნებების განადგურებაა. მათი ძირითადი სამიზნე ეროვნული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი კერა-მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.
ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის მიერ 2005 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი-„მაცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ",რომლის შემოქმედნიც არიან ქართული მეცნიერების ჯალათი ალექსანდრე ლომაია და მისი დამქაშები--გიგი თევზაძე და სხვები, ითვალისწინებდა მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევითი დაწესებულებების ერთიანი სისტემის დაშლას და კლევითი ინსტიტუტების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას, ინსტიტუტებიდან 65 წელზე უფროსი ასაკის მეცნიერების გაძევებას, საბაზო დაფინანსების შეწყვეტას, რაც ერთად აღებული ნიშნავდა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ლიკვიდაციისათვის საფუძვლის მომზადებას
--რა შედეგი მოიტანა მეცნიერთა ბრძოლამ ამ რეფორმის წინააღმდე?.
-- მეცნიერთა მოძრაობის „მეცნიერების გადარჩენისათვის" და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების(„მემარჯვენეები") ბრძოლით, პროექტიდან საბაზო დაფინანსების შეწყვეტისა და მეცნიერთა ასაკობრივი დისკრიმინაციის შესახებ პუნქტები ამოიღეს. ამ სამარცხვინო დადგენილებას(2006 წლიი 16 მარტი) ხელს აწერს ახლანდელი ოპოზიციონერი ზურაბ ნოღაიდელი. დადგენილებით აკადემიის ინსტიტუტებს ჩამოერთვათ უძრავი ქონება (რომელიც ადრე აკადემიისათვის უზურფრუქტის წესით იყო გადაცემული) და დარჩათ მხოლოდ მოძრავი ქონება. ასე რომ, ხვალ, შესაძლოა ,ვიღაცამ მოგთხოვოს , შენობა დატოვეთო და ჩვენ თავდაცვის იურიდიული საფუძველი არ გვექნება .დადგენილების ტექსტი ისე იყო შედგენილი,თითქოს მანამდე არარსებული,ახალი ინსტიტუტები იქმნებოდა. მაგალითად, ხელნაწერთა ინსტიტუტს ხელნაწერთა ცენტრი დაერქვა და მისი სახელწოდებიდან გაქრა ცნობილი მეცნიერისა და ეროვნული მოღვაწის, კორნელი კეკელიძის სახელი, რომელმაც დიდი სამეცნიერო სკოლა შექმნა და ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის შესწავლას. ბოლშევიკებმა მას შვილი დაუხვრიტეს, ნეობოლშევიკებს კი მისი სახელის ამოგლეჯა სურთ მეცნიერებიდან.
---რა მდგომარეობაში არიან დღეს სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტები?
მეცნიერება დახვრიტეს და საკომტროლო გასროლაღა დარჩათ.
სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ხელისუფლებამ ინსტიტუტების მომავლის საკითხი მიანდო კომისიას, რომელსაც ხელმძღვანრლობს აკადემიის ერთ-ერთი დამანგრეველი ფრიდონ თოდუა .კომისიის წევრი კი, ამ ნგრევის ერთ-ერთი იდეოლოგი გიგი თევზაძეა.თუ დღეს საქართველოში მეცნიერება არსებობს, ეს რომანტიკოსი ქართველი მეცნიერების დამსახურებაა.
-მათემატიკის ინსტიტუტის მუშაობაზე ხომ არაფერს იტყოდით?
მათემატიკის ინსტიტუტს სამეცნიერო პოზიციები არ დაუთმია. ინსტიტუტის 9 განყოფილებაში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.
--უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი?
ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები იბეჭდება დასავლეთის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და გამომცემლობებში. ინსტიტუტში გამოდის სამი სამეცნიერო ჟურნალი, სამივე ინგლისურენოვანია, იბეჭდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეცნიერთა შრომები. ძნელია იმ ქვეყნის დასახელება, რომელთანაც არ გვაქვს სამეცნიერო ურთიერთობა. განსაკუთრებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებთან, რაც გამოიხატება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების შესრულებაში,სალექციო კურსების მიწვევით წაკითხვაში,სამეცნიერო ფორუმებში ძირითადი მომხსნებლის რანგით მონაწილეობაში.
--მოხდა თუ არა „ტვინების გადინება' თქვენი სფეროდან?
თაობა,რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი 2004 წლის შემდეგ დაამთავრა, დაკარგული თაობაა . სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს წაერთვათ ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების ფუნქცია. ასპირანტურა გაუქმდა, დოქტურანტურა ფასიანია და არ დგას სათანადო დონეზე. ამის გამო ახალგაზრდობის ნაწილმა თავს უცხოეთში წასვლით უშველა, ნაწილი კი ჩამოშორდა მეცნიერებას. თუ ასე გაგრძელდა ,საქართველოი მეცნიერების ყველა დარგი ჩაკვდება..
--იქნებ დაგვისახელოთ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები.
უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული და სამეცნიერო ხარისხებიც აქ აქვთ მოპოვებული. აშშ-ში მოღვაწეობენ: იოსებ გუბელაძე,არჩილ გულისავილი,, ტარიელ კიღურაძე, გია კვერნაძე.ევროპულ უნივრსიტეტებში მოღვაწეობენ პროფესორები როსტომ გეწაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, თეიმურაზ ფირაშვილი,, ევგენი შავგოროდსკი და თეო შარია.. ახალ ზელანდიაში-ესტატე ხმალაძე,, სამხრეთ აფრიკაში-გიორგი ჯანელიძე.
---როგორ გესახებათ ქართული მეცნიერების განვითარების მომავალი?
მჯერა,რომ არც თუ შორეულ მომავალში ხელისუფლებაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვლენ, რომლებიც მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლებენ ქართული მეცნიერებისა და განათლების დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანას.

დალი ქვირია.

2009 წლის აგვისტო გაზეთი"ყველა სიახლე"

четверг, 27 января 2011 г.

ბ.ელცინისა და ზ. გამსახურდიას ყაზბეგის ოქმი 1991წ.23 მარტი

1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.


რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის თავმჯდომარისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი
1.-1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი., რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.
.
. . .
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის ერთობლივი მოქმედების შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2)-რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3)-რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამიისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საოგადოებრივი წესრგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4)_სსრ კავშირის თავაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5)-რუსეთის სფსრ, საქართვლოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის სსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პირობები შეექმნათ .უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6)-საქართველოს რესპუბლიკის,, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის სსრ
მთარობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ --ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოჰყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7)-შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8)-შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

რუსეთის სფსრ საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საჭოს უზენაესი საბჭოს
თავმჯომარე თავმჯდომარე
ბ. ელცინი ძ. გამსახურდია

დაბა ყაზბეგი.1991 წ. 23 მარტი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის
პრესცენტრი

пятница, 14 января 2011 г.

დალი ქვირია. საქართველო მცდარი იდეისა და უვარგისი სისტემის რეანიმაციის პოლიგონია

(ინვესტიცია უმაღლეს განათლებაში (6-10)ჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე ნებისმიერ სფეროში).
ევროპული უნივერსიტეტების თანამეგობრობის ჩამოყალიბება „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ (ბოლონია,1988წ.) ეგიდით და განათლებისა და მეცნიერების სისტემათა გაერთიანება ევროპულ სისტემად, ერთიანი მოთხოვნებით, კატეგორიებითა და სტანდარტებით--ბოლონიის პროცესის მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად ბოლონიის დოკუმენტები აუცილებლად თვლის ევროპის ქვეყნების--მთავრობების, მეცნიერებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების ძალისხმევის კონსოლიდაციას, მეცნიერებისა და განათლების ევროპული სისტემის კონკურენტუნარიანობის არსებითი გაუმჯობესებისათვის მსოფლიო განზომილებაში, აგრეთვე ამ სისტემის როლის ამაღლებისათვის საზოგადოებრივ გარდაქმნებში.
„უნივერსიტეტის დიდი ქარტიის“ პრეამბულაში უნივერსიტეტის ახალ, დროის გამოწვევის შესაბამის დანიშნულებაზეა მითითებული: “უნივერსიტეტის დანიშნულება--გაავრცელოს ცოდნა ახალგაზრდებს შორის--დღეს მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს. საზოგადოების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მომავალი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს უწყვეტი განათლების მისაღებად.“
2005 წლის მაისში ბერგენის დოკუმენტზე ხელმოწერით საქართველომ ოფიციალურად აღიარა ბოლონიის პროცესის მოთხოვნები. ამ მოთხოვნებსა და საქართველოში გატარებულ რეფორმებს შორის შესაბამისობაზე ,ზემოთ განხილული საკითხების თვალსაზრისით, გვესაუბრება ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ლერი ქურდაძე.
--ბატონო ლერი, როგორია თქვენეული ხედვა განათლების როლის თაობაზე დღევანდელ მსოფლიოში.?
განათლება და საგანმანათლებლო თანამშრომლობა გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. უმაღლესი განათლების მიღება აღარ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე. 21-ე საუკუნეში ის გადაიქცა არამარტო ეკონომიკური პროგრესის,, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების განმსაზღვრელ ფაქტორად
--როგორ შეესაბამება განათლების ქართული რეფორმა ბოლონიის მოთხოვნებს ზოგადად.?
სამწუხაროდ, ჩვენთან მიმდინარე რეფორმა ყველა პუნქტში საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.
--როგორია დაფინანსების საერთაშორისო სტაბდარტები უმაღლესი განათლების სფეროში?
უმაღლესი განათლების დაფინანსება არის არა სუბსიდია, არამედ ინვესტიცია..ასეთია სადღეისო რეალობა. ინვესტიცია უმაღლეს განათლებაში (6-10) ჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე ნებისმიერ სფეროში. აშშ-ში, მაგალითად, ჯამური ხარჯები უმაღლეს განათლებაზე ერთიანი ეროვნული პროდუქტის (5-6) %-ს შეადგენს. ექსპერტთა შეფასებით, ერთიანი ეროვნული პროდუქტის მატება (50-60)% ამ ქვეყანაში სწორედ მეცნიერებატევადი ტექნოლოგიებით არის განპირობებული.
ინვესტიციები განათლების სფეროში უნდა შეადგენდე ს ერთიანი ერვნული პროდუქტის (4-6) %-ს, ხარჯები უმაღლეს განათლებაზე კი, განათლების ჯამური ხარჯების (15-20 )% -ს. თუ პირველი ციფრი, ასე თუ ისე, ახლოს არის ჩვენთან არსებულ რეალობასთან,, მეორე-- უმაღლესი განათლების დაფინანსება, ორჯერ უფრო მცირეა რეკომენებულ სიდიდეზე..პროცენტულ განსხვავებაზე მეტად თვალშისაცემია უმაღლესი განათლების დაფინანსების აბსოლუტური მაჩვენებლები,.. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა ეფექტური მექანიზმიც. საქართველოში უახლოეს მომავალშს ბიუჯეტის მკვეთრი გაზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. კერძო სექტორის აქტივობა ასე თუ ისე შეავსებდა დაფინანსების დეფიციტს., მაგრამ ამას ხელს უშლის მოუქნელი კანონმდებლობა, კერძოდ ქველმოქმედების კანონის უქონლობა.
--რას გვეტყვით მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლებაში გატარებულ ცვლილებებზე?
როდესაც ლაპარაკია ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე, განვითარებულ ქვეყნებში იგულისხმება საბუნებისმეტყველო და მათემატიკური მეცნიერებები, რომლებიც ქმნიან ეკონომიკის წინამძღვრებს. ჩვენთან კი ეს დარგები ყველაზე მეტად დაზარალდა. სასკოლო სასწავლო პროგრამებში რამდენჯერმე შეამცირეს ამ საგნების სწავლების მოცულობა; უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტების გაერთიანებისას, ბევრი ისეთი აქტუალური მიმართულება გაუქმდა,, რომელიც განაპირობებდა თანამედროვე ტექნოლოგიურ წარმატებებს..ამ სფეროში სტუდენტებისათვის (100-200) ლარიანი სტიპენდიები უნდა დაენიშნათ დაინტერესების გაზრდის მიზნით., მით უმეტეს ,რომ გვაქვს ასეთი პრეცენდენტი ოფიცრებთან დაკავშირებით., რაც ძალიან კარგია.
--როგორ აფასებთ დაფინანსების ვაუჩერულ სისტემას?-
ვაუჩერული სისტემის იდეოლოგიური საფუძველი არის ერთ-ერთი ნეოლიბერალური პოსტულატი--ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს. სასწავლო დაწესებულებები განხილულია , როგორც საბაზრო ეკონომიკის სუბიექტი და უმაღლესი განათლება როგორც ბაზრის პროდუქტი .აშშ-ში 20-30 წლის წინათ,
რამდენიმე შტატის საშუალო განათლება ექსპერიმენტის სახით გადაიყვანეს ვაუჩერულ დაფინანსებაძე,. რამდენიმე წელიწადში ექსპერიმენტი შეწყდა მისი დაფინანსების სისტემის უვარგისობის გამო.. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ სარგებლობს დაფინანსების ასეთი სისტემით. საქართველო კი გახდა ამ მცდარი იდეისა და უვარგისი სისტემის რეანიმაციის პოლიგონი. აღსანიშნავია ისიც ,რომ ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ აფინანსებენ კერძო სასწავლებლებს ისეთივე წესით, როგორითაც სახელმწიფო სასწავლებლებს. ჩვენთან კი იმის ნაცვლოდ რომ უმძიმესი 15-წლიანი პერიოდის შემდეგ მთავრობას საგანგებოდ მოეძიებინა და გაეზარდა დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრატრუქტურის, სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიების რეაბილიტაციისათვის, უმაღლესი განათლების ისედაც მიზერული ბიუჯეტიდან ფინანსდება კერძო სექტორიც. ამრიგად ხახელმწიფო და კერძო სექტორები გათანაბრებულები არიან.
--რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლება განვითარებულ ქვეყნებში?
საშუალო დასაქმებული ამერიკელის განათლების დონე აღემატება 14 წლიან სწავლებას, რაც შეესაბამება სრულ საშუალო განათლებას პლუს კოლეჯის კურსი.
განვითარებულ ქვეყნებში (18-23) წლიანი ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდების 60%-ი საწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში. მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად იაპონიაში, ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად 100%-ს აღწევს..აღსანიშნავია,რომ იაპონია ემზადება საყოველთაო უმაღლეს განათლებაზე გადასასვლელად. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ახალგაზრდობის დაახლოებით 20%-ი იღებს უმაღლეს განათლებას, ღარიბ ქვეყნებში კი, მხოლოდ 6%.-ი.
-- როგორ გადაიჭრა მაგისტრატურაში მიღების საკითხი 2006 წელს?
მაგისტრატურაში სწვლლა, როგორც წესი, პირველ ოქტომბერს იწყებოდა ხოლმე, 2006 წლის ზაფხულში მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები არ ჩატარებულა, რადგანაც არც დებულება იყო მზად და არც მიღების პროცედურა. გამოცდები გადაიდო 2006 წლის დეკემბრისათვის და საბოლოოდ მხოლოდ თებერვალში ჩატარდა. მაგალითად, ფიზიკის მიმართულებაზე მაგისტრატურაში მისაღები ზღვარი გადალახა 24-მა ახალგაზრდამ., უფასო ადგილი კი არის 3.. ამასთანავე , მაგისტრატურის გახსნისათვის აუცილებელია 8 მაგისტრანტის არსებობა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გამოჩნდება თუ არა 5 ისეთი ახალგაზრდა, რომელიც წელიწადში 1800 ლარის გადახდას შესძლებს. მაგისტრატურის გახსნის ბრძანება ჯერ არ დაწერილა. მხოლოდ ცნობილია, რომ რექტორატის დონეზე არის ლაპარაკი დაფინანსების სხვა წყაროების მოძიებაზე. რამდენი ადგილი იქნება დაფინანსებული, უცნობია.
არადა წინა წლებში ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში სწავლობდა (30-35) ახალგაზრდა, რაც კარგად შეესაბამებოდა მაშინ არსებულ 15 სპეციალიზაციას. დღეისათვის მაგისტრატურაში ადგილების რაოდენობა ფაქტობრივად 10-ჯერ შემცირა, დოქტურანტურაში კი, მიღება სამი წელიწადია არ ყოფილა. ყოველივე ეს საგრძნობლად დააზარალებს სამეცნიერო კადრების მომზადებას.
ამრიგად ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც პრაქტიკულად აღარ არსებობს უფასო სრული უმაღლესი განათლება .(როგორც ვიცით, უმაღლესი განათლება .არის ბაკალავრიატი პლუს მაგისტრატურა.)
ბოლოს მინდა გითსრათ: განათლების სფეროში ჩვენთან განხორციელებული რეფორმის შედეგები სრულად (5-10 ) წლის შემდეგ გამოვლინდება და ვითარების გამოსწორებას დიდი დრო და ფინანსები დასჭირდება.

„საქართველოს რესპუბლიკა“ 2007 წელი.მარტი

воскресенье, 5 декабря 2010 г.

დალი ქვირია -- ეს პროექტი 50 წლით უკნ დაგვაბრუნებს განათლების საკითხებს მარტო გამარჯებული პარტია არ უნდა წყვეტდეს

ეს ინტერვიუ 2004 წლის ნოემბერში გამოვაქვეყნე გაზეთ „რეზონანსში,“.ვინაიდან განათლების რეფორმა სწორედ იმ კანონით განხორციელდა, როლის პროეტზეც საუბრობს ბატონი მიხეილი, ინტერვიუ დღესაც აქტუალურია, მით უმეტეს რომ ბლოგის მიზანია რეფორმის გატარების მთელი ისტორია გააცნოს მკითხველს. ასევე მქონდა სურვილი ბატონი მიხეილის ხსოვნა აღმენიშნა მისi ანალიზის თავიდან გამოქვეყნებით. მე ინტერვიუს ტექსტს მივყვები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა დღითი დღე მეტ აქტუალობას იძენს. რეფორმატორები ოპონენტებს არგუმენტების უქონლობაში , სწავლების საბჭოთა სისტემის შენარჩუნების სურვილში, კორუმპირებულობაში და ბევრ სხვა რამეში სდებენ ბრალს. ჩვენ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, გელათის აკადემიის აკადემიკოსს, „რუსთაველის საზოგადოების“ თავმჯდომარეს მიხეილ ქურდიანს ვესაუბრებით.
დალი ქვირია: --ბატონო მიხეილ, განათლების კანონპროექტის ავტორები და მათი მომხრეები მთელ რიგ ბრალდებებს უყენებენ ოპონენტებს. ზოგიერთი მათგანი ასეთია: ოპონენტების ნაწილს არ აქვს წაკითხული პროექტი და მიუხედავად ამისა ექსპერტებადაც გვევლინებიან., ზოგიერთს წაკითხული აქვს, მაგრამ კრიტიკისათვის არავითარი არგუმენტი არ გააჩნია,.არის ასეთი ბრალდებაც--ჩვენ საბჭოთა განათლების სისტემას ვებრძვით,ოპონენტები კი საბჭოურს ეროვნულთან აიგივებენ და ეროვნულთან ბრძოლაში გვადანაშაულებენო.
რას იტყვით ამაზე?
მიხეილ ქურდიანი:--პირველი ბრალდება აბსურდულია. პროექტის რამდენიმე ვერსია არსებობდა. პირადად მე , პროფესორ მარიამ ცაცანაშვილთან ერთად გავაკრიტიკე ორი ვერსია. ეს იყო ძალიან სერიოზული მუხლობრივი ანალიზი,
რომლითაც ჩვენ ვცადეთ დაგვემტკიცებინა, რომ ეს კანონპროექტი ფაქტობრივად არ შედგა .ჩვენ შემოგვთავაზეს სრულიად უმწიფარი რამ. ამას რამდენიმე სერიოზული მიზეზი აქვს და მე ვალდებული ვარ ავხსნა ეს მიზეზები. მე არ შემიძლია გავიგო, როდესაც ამბობენ, რომ რეფორმა ვიღაცას არ უნდა.რას ქვია არ უნდა,? აბა ადამიანს უნდა ისევ ისე ისწავლებოდეს და ხდებოდეს, როგორც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა? დღესაც ისე უნდა ვასწავლოთ? ან ისე როგორც მე-18-ე საუკუნეში ხდებოდა? ეს ვის შეიძლება უნდოდეს? ეს არგუმენტი არ არის.
ჩვენ ვართ განათლების სისტემის განვითარების მომხრენი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს განათლების სტრატეგია. ეს სტრატეგია უნდა იყოს იერარქიული და უნდა მოიცავდეს ყველა სფეროს, ყველა საფეხურს-დაწყებული ზოგადი განათლებიდან, დამთვრებული მეცნიერების ორგანიზაციით.არ შეიძლება ადამიანმა ეს გააკეთოს ნაწილ--ნაწილ. მთლიანი სტრატეგიის ფარგლეში უნდა გაკეთდეს ეს იერარქია .მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება სტრატეგია, ანუ გვეცოდინება, რას ფიქრობს ხელისუფლება, სახელმწიფო განათლებაზე, შეიძლება საუბარი განათლების. კანონებზე და ამ პროექტების განათლების სტრატეგიასთან შესაბამისობაზე.. ესენი კი არ გვაცნობენ სახელმწიფო ს სტრატეგიას განათლების სფეროში და პირდაპირ შემოაქვთ კანონ-პროექტები, რომლებიც არა მარტო კონსტიტუციასთან მიმართებაში წინააღმდეგობებს შეიცავენ, არამედ ეკლექტიკურები არიან თავის არსში.
დ.ქ.--მოცემული კანონპროექტების შესწორებებს თუ უჭერთ მხარს?
მ. ქ.:--მოცემული პროექტი არ წამოადგენს იმ შემთხვევას,როდესაც ამ შეცდომების გასწორების შედეგად ჩვენ რაიმე ნორმალურის და კარგის მიღებას შევძლებთ.მისი ცალკეული ნაწილები კონცეპტუალურად არ არიან ერთმანეთ თან დაკავშირებული და არც ბოლომდე გააზრებულია თითოეული მათგანი. ჩვენი ანალიზით შევეცადეთ გვეჩვენებინა საზოგადოებისათვის, რომ ეს პროექტი არ შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს. იმ ადამიანებს, რომელთაც, ლოგიკური აზროვნების უნარი აქთ, არავითარი ეჭვი პროექტის არასრულყოფილებში აღარ ეპარებათ.
ამრიგად საჭიროა თუ არა რეფორმა, ეს ერთი საკითხია, ხოლო საჭიროა თუ არა რეფორმისათვის უმწიფარი კანონპროექტი, ეს მეორე. პროექტის არსებობის აუცილებლობის უარყოფაზე არ არის ლაპარაკი. ჩვნ ვაჩვენეთ და გარკვევით ვამბობთ, კანონპროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: იგი უნდა იყოს გარკვეული სტრატეგიის შედეგი და მეორე- შინაგან წინააღმდეგობებს არ უნდა შეიცავდეს.,
დ.ქ.--თუ სტრატეგიისაგან დამოუკიდებლად განვიხილავთ მოცემულ კანონ--პროექტს, რა არის მაშინ თქვენი კრიტიკის ძითადი თემა?
მ.ქ.: პირველ ყოვლისა, მისი ეკლექტურობა. გარდა ამისა, პროექტში არეულია, რამდენიმე უმიშვნელოვანესი მომენტი, რომელთა მოწესრიგების გარეშე უნივერსიტეტს არსებობა არ შეუძლია. პროექტის ავტორები ბევრ რამეს ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისაგან. და აქვთ სრულიად შემთხვევითი დაკავშირებები სვადასხვა მომენტებისა.
დ. ქ.:--კანონ-პროექტის ორი ვერსიის თქვენეული კრიტიკის გამოქვეყნებას თუ მოჰყვა გამოხმაურება?
მ.ქ.:--უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა. ბევრი გვიხდიდა მადლობას. პირდაპირ გეუბნბოდნენ, რომ ამ წერილების წაკითხვის შემდეგ გააცნობიერეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. და რამდენად საშიშია ეს პროექტი საზოგადოებისათვის.
დ. ქ.-- როგორ არის პტროექტში გადაწყვეტილი უნივერსიტეტის ავტონომიურობის საკითხი?
მ.ქ.:--როექტის მიხედვით უნივერსიტეტს ავტონომია დაკარგული აქვს. მკითხველი სურთ შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს უნივერსიტეტს შენარჩუნებული აქვს ავტონომია და უფრო მეტიც, ავტონომიას ფაკულტეტებსაც მივანიჭებთო..ეს იმას ჰგავს, ავტონომია სახელმწიფოს რომ წააართვა და მის ცალკეულ რეგიონებს კი დმოუკიდებლობა მიანიჭო. განა ეს ლოგიკურია?
დ.ქ.:-- პროექტში ნათქვამია, რომ ფაკულტეტი ანიჭებს სადოქტორო ხარისხს. რას გვეტყვიტ ამაზე?
მ.ქ.:-- საქმე ის არის, რომ ფაკულტეტი აკადემიურ ხარისხს ანიჭებს, ხოლო როგორ გადაწყდება სამეცნიერო ხარისხების მინიჭევბა, ამაზე პროექტი არაფერს ამბობს.აკადემიოური ხარისხი კი სასწავლო ხარისხი გახლავთ. ის განათლების დონი სმაჩვენებელია და არა მეცნიერული დონის.
დ.ქ.:-- პროექტში ნახსენები სადისერტაციო საბჭო რა ფუნქციის მატარებელი იქნება?
მ.ქ.: სადისერტაციო საბჭო სწორედ აკადემიური ხარსხის მიმნიჭებელი ორგანოა. აქ ერთი თავზარდამცემი ამბავიც ირკვევა. გვეუბნებიან, რომ აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანი 5 წელიწადში შეიძლება გახდე პროფესორი. იმაზე კი, რა განსხვავებაა აკადემიური ხარისხის მატარებელ და სამეცნიერო ხარისხის მატარებელ პროფესორს შოის, პროექტში არაფერია ნათქვამი. არადა მათი აღრევა სრულიად გამორიცხულია. ზეპირ საუბრებში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს საკითხი არის მეცნიერების შესახებ კანონის სფერო და ამ კანონში იქნება ყველაფერი გარკვეული. მაგრამ როგორი იქნება ის კანონი მეცნიერების შესახებ, ამაზე არაფერს ამბობენ, და საერთოდ განა შეიძლება შეიქმნას კანონი მეცნიერების შესახებ ისე, რომ ის არ იყოს შესაბამისობაში უმაღლესი განათლების კანონთან?
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დისერტაცია სულაც არ ნიშნავს სამეცნიერო შრომას. მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში დისერტაციას მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად იცავენ.. ამ პროექტითაც სადისერტაციუო საბჭო დაამტკიცებ სსამაგისტრო შრომას, სადოქტორო შრომას, და ეს აკადემიური შრომები იქნება.
დ..ქ.--: ოპონენტები ამბობენ, რომ პროექტის დაკანონების შემთხვევაში, ის ორ კვირაში ამოქმედდება. ე. ი.უნივერსიტეტის რექტორი კარგავს უფლებამოსილებას. უნივერსიტეტში მოდის დანიშნული მმართველი, რომელიც ხელში იღებს მის ხელმძღვანელობას.
მ. ქ.--: მმართველზე მეტად ის ფაქტი მაწუხებს, რომ პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის რექტორი არის სრულიად უუფლებო. მისი მოხსნა მინისტრს შეუძლია. ფაკულტეტის დეკანისა კი არა. ამ დროს ორივე არჩევითი თამნამდებობაა. რამდენად ლოგიკურია ეს?
დავუშვათ, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტის მართვით არის დაინტერესებული და რეფორმების გასატარებლად სხვა გზა ვერ იპოვა--ანუ ყოველგვარი არჩევნებისა და დემოკრატიის წესების გარეშე თავის კანდიდატს მმართველად (თავმოყვარე სახელმწიფო ამას არ იკადრებს) ნიშნავს. ამ ფაქტის გამართლება ასეთი იქნება--ეს გამოწვეულია აუცილებლობით მოცემულ ეტაპზე, მერე კი დავუბრუნდებით დემოკრატიას და დავუბრუნდებით ასე:: ამ პროექტის მიხედვით რექტორი 6 წელიწადში ერთხელ აირჩევა, გარდა პირველი რექტორის-მმართველისა, რომელსაც ორწლიანი უფლებამოსილება ექნება. ეს რისთვის არის საჭირო? პირველი რექტორი ვადის შემცირება რას გვაძლვს, გაურკვეველია.
დ.ქ.:--- რექტორთან დაკავშირებით მე კიდევ ერთი კითხვა მებადებ. თუ პროექტი დაკანონდა, ის 15 დღეში შევა ძალაში. უნივსიტეტის დიდი საბჭო კი რექტორს 13 დეკემბერს ირჩევს..კანონის ამოქმედებას კი მმართველის დანიშვნა მოჰყვება. მაშინ რა ხანგრძლივობის იქნება არჩეული რექტორის უფლებამოსილება?
მ.ქ.:-- ამაზე მე უკვე გამოქვეყნებულ მასალაში ვთქვი:-„ვის ვირჩეთ, უნივერსიტეტის რექტორს 6 წლით,. თუ ხალიფს ერთი საათით?“
ეს მომენტი წინასწარ კარგაად არის გააზრებული. თუ დიდი საბჭო ისეთ ადამიანს აირჩევს რქტორად, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს,, მაშინ ამ კანონის ძალით არჩეული რექტორი უფლებამოსილებას კარგავს მმართველის მოსვლის შემდეგ.
დ.ქ.--:რამდენად გამიჯნულია აკადემიური საბჭოსა და სენატის უფლებამოსილებანი?
მ.ქ.--: მე არ მესმის, როგორ შეიძლება იურისტი ეწოდოს ადამიანს, რომელიც ასეთ აბსურდს დაუშვებს: პროექტში წერია,რომ აკადემიური საბჭო უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა და იქვე წერია, რომ უმაღლესი ორგანო თავის გადაწყვეტილებებს დასამტკიცებლად სენატს წარუდგენს.
პროექტის ავტორებს სურთ ოპონენტებისაგან ცივილიზაციის, პროგრესის მოწინააღმდეგეთა სახე შექმნან, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ასეთი არაკვალიფიციური პროექტის ავტორები ვერ იქნებიან და არც არიან პროგრესის მომხრენი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ განათლების პროექტის ავტორები არაპროფესიონალები არიან, წრმოდგენა არ აქვთ კანონშემოქმედების ტექნიკაზე და მის სხვა მახასიათებლებზე. ჩვენ წინაშე ძალიან მძიმე შემთხვევაა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ადამიანებს სურთ ხარვეზები თავიანთ განათლებაში აქციონ საზოგადოებრივ პრობლემად.
ესპროექტი ჩვენ 50 წლით უკან დაგვაბრუნებს. თუმცა, არამგონია, რომ ხელისუფლება კბილებით დაიცავს ამ პროექტს. რატომ არ უნდა უნდოდეს ჩვენ ხელისუფლებას, რომ საქართველო იყოს წესიერი და ცივილიზებული ქვეყანა?
დ.ქ.--: როგორ არის გადაწყვეტილი ამ პროექტში სწავლების ენის საკითხი?
მ.ქ.--: ამ საკითხში პროექტში ანტიკონსტიტუციური ტექსტი შემოდის. მგონია, ვინც ეს კანონი შეუკვეთა, ამ შეცდომას მაინც გამოასწორებინებს.
დ.ქ.--: ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ რას იტყვით?
მ.ქ.-- გამოცდების ამ ფორმით ჩატარების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს .უნივერსიტეტი რომ განთვისუფლდება ამ ამ გამოცდები\საგან, ეს კარგია, მაგრამ რა გარანტია აქვთ პატივცემულ ავტორებს, რომ იქ არ იქნება კორუფცია?
დ.ქ.-- უნივერსიტეტის თანამშრომელთა კორუფციულობაზე რეფორმატორები ხშირად საუბრობენ. თქვენ რას გვეტყვით ამის თაობაზე?
მ.ქ.--: ადამიანი პატიოსანი უნდა იყოს გარემოსაგან დამოუკიდებლად. მაგრამ უნდა გაიმიჯნოს კორუფცია და ქრთამის აღება..მექრთამეობა ინდივიდუალური დანაშაულია. ვიღაც გარეწარი იღებს ქრთამს. .კორუფცია კი სისტემაა. .სახელმწიფომ არ უნდა შექმნას ასეთი სისტემა, როდესაც ცალკეული ადამიანები ხდებიან ამ სისტემის მონაწილენი. ჩვენ იქ არ ვეძებთ კორუფციის მიზეზებს, სადაც საჭიროა.მიზეზი სიღარიბეში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სიტუაციაში .სულ რამდენიმე თვეა, რაც ახალი ხელისუფლება გვყავს, და უკვე რამდენიმე თავისი წარმომადგენელი დაიჭირა კორუფციის ბრალდებით.
მე ასე ვამბობ: უნივერსიტეტში ყველთვის უნდა იყოს შეურიგებელი ბრძოლა მექრთამეობასთან, პრინციპყული ბრძოლა. მაგრამ პირველი ქვა იმან უნდა გვესროლოს, ვინც შესძლებს კორუფციის აღმოფხვრას თავის რიგებში.
დ.ქ.---პროექტში მოცემულ დებულებათაგან არცერთი არ არის მისაღები?
მ.ქ.:-- ზოგიერთი დებულება შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ამ კონტექსტში ისიც აზრსა და ღირებულებას კარგავს..
დ. .ქ.: --რა უნდა იღონოს საზოგადოებამ, რომ პროექტი არ დამტკიცდეს?
მ. ქ.. :-- ჩვენ უნდა გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ განათლება ერის არსებობის სტრატეგიული მოვლენაა და მისი მისი კანონი არ შეიძლება მიღებულ იქნას ხმების უმრავლესობით.ეს უნდა იყოს ჩვენი ერის კონსენსუსის შედეგი. ერი უნდა შეთანხმდეს განათლების სტრატეგიაზე, როგორც თავისი მომავლის შემადგენელ ნაწილზე.. განათლების საკითხებს მხოლოდ გამარჯვებული პარტია არ უნდა წყვეტდეს.
დ.ქ.:--როგორია რუსთაველის საზოგადოების როლი ამ პროცესში?
მ.ქ.:--...რუსთაველის საზოგადოებამ შესთავაზა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს, სხვა კულტურულ დაწესებულებებს, აქტიურად ჩაებან განათლების სისტემის შექმნის საკითხში. ჩამოვაყალიბეთ საკოორდინაციო საბჭო. უმაღლესი განათლების კანონპროექტთან ერთად, ვიმუშავებთ ზოგადი განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე. ეს იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგი..მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსთაველის საზოგადოება ვალდებულია თავისი პოზიცია ჰქონდეს განათლების ნებისმიერი პროექტის მიმართ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიყვანოთ ჩვენი პრობლემები კონკრეტულ ადამიანებამდე. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა პიროვნებებს, არამედ იდეებს.
დ.ქ.:--მოცემულ ეტაპზე რა არის უპირველესი, რაც უნდა გაკეთდეს განათლების სფეროში?
მ.ქ.:--საჭიროა სახელმწიფომ გამოაქვეყნოს განათლების ზოგადი სტრატეგია, ის გახდეს ზოგადი მსჯელობის საგანი, საჭიროა შევთანხმდეთ ამ სტრატეგიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნას ისეთი პროექტები, რომლებიც თავსებადი იქნება ამ სტრატეგიასთან და ქვეყნის კონსტიტუციასთან..