понедельник, 21 марта 2011 г.

საკანონმდებლო ბაზა განათლებისა და მეცნიერების დასანგრევად?!

ინტერვიუ აკადემიკოს ვანო კიღურაძესთან

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების კონცეფცია ქართველმა მეცნიერებმა მთავრობაში 2004 წლის დეკემბერში წარადგინეს, მისი განხილვა არ მომხდარა და აკადემიის რეფორმირება მეცნიერების მონაწილეობის გარეშე დაიწყო. მეცნიერების ინიაციტივით პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე 2005 წლის 2 დეკემბერს( ერთი წლის შემდეგ), როგორც განათლების სამინისტროს, ისე მეცნიერებათა აკადემიის კონცეფციების განხილვა ჩატარდა. (სხდომას მეც ვესწრებოდი). თუმცა,როგორც შემდეგ გამოირკვა, მთავრობას მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების თავისი პროექტი ამ სხდომამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე ჰქონდა პარლამენტში წარდგენილი.. სხდომაზე ბატონი ნოდარ გროგალაშვილის წინადადებით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, მეცნიერებისა და პარლამენტარების მონაწილეობით, და გადაწყდა საბჭოს გარეშე ამ სფეროში არცერთი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. მიუხედავად ამისა საბჭო არცერთხელ არ შეკრებილა და პარლამენტმა კანონპროექტის ‘ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ „ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ განხილვა მეცნიერების გარეშე დაიწყო.. ამას ახლად შექმნილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქრთველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის“ საპროტესტო აქციით უპასუხა.. აქციის შემდე მეცნიერები და პედაგოგები პარლამენტში პროექტის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს..ერთობლივ განხილვას გარკვეული დადებითი ცვლილებები მოჰყვა,, მაგრამ ძირეული შემობრუნება არ მომხდარა და პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის ძალითაც მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტების ერთიანობა იშლება და ისინი იურიდიული სტატუსის მქონე დაწესებულების სახით განათლების( (გაუნათლებლობის. დ. ქ.) სამინისტროს დაქვემ,დებარებაში გადადიან. ამის შემდეგ მეცნიერებმა და პედაგოგებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით,კანონის შეჩერების თაობაზე, რასაც პასუხი არ მოჰყოლია.
საქართველოს მეცნიერებისა და განათლებს დღევანდელი მდგომარეობისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ, გვესაუბრება მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ვანო კიღურაძე.
დალი ქვირია:--ბატონო ვანო, საზოგადოებრივი მოძრაობა „მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის“ შექმნის ფაქტორი მოწმობს, რომ საქართველოს მეცნიერები და პედაგოგები, მათმ ხარდამჭერებზე რომ არაფერივ თქვათ, თვლიან, რომ მეცნიერება და განათლება საქართველოში გადასარჩენია..საიდან მოდის ხიფათი და რამდენად არის ის გამაგრებული საკანონმდებლო ბაზით?
ვანო კიღურაძე:--ხელისუფლრება რომ ქმნის საკანონმდებლო ბაზას საქართველოში მეცნიერებისა და განათლების სისტემის დასანგრევად, ეს ფაქტი საიდუმლოებას არ წარმოადგენს. მის მიერ მიღებულო კანონების მის მიერვე ვოლუნტარისტული ინტერპრეტაცია კი, ცალკე თემაა.ხშირად ხდება, მიიღებენ კანონს, ,რომელსაც ერთი გარკვეული მიმართულება აქვს, მიხვდებიან რა რომ ის ისე სწრაფად არ ანგრევს მეცნიერებასა და განათლებას, როგორც მათ სურთ და იწყება კანონის ინტერპრირებაში სასურველი შესწორებების შეტანა.
დ.ქ.:-- რეფორმირების შემდეგ როგორია დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტატუსი?
ვ.კ:—‘უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად ყველა ჩვენი უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებელი , მათ შორის. ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივსიტეტი, ფაქტობრივად გადაიქცა კერძო სასწავლებლად, რადგან მათ შეუწყდათ ბაზური დაფინანსება.(თავი 13 მუხლი79 )ეს კანონი ისტორიაში ისეთივე ავადსახსენებელ დოკუმენტად დამკვიდრდება, როგორიცაა საქართვრლოს სსრ სახკომსაბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმების შესახებ. დადგენილება,
დ, ქ.---განათლების კანონის მიხედვით როგორ არის გადაწყვეტილი უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხი და როგოროია ამ აზრით ევროპულ;ი მაგალითი?
აღნიშნული კანონი უმაღლესი განათლების დაფინანსების ძირითად წყაროდ სწავლების საფასურს აღიარებს..ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ან უფასოა, ან საწავლების საფასური უნივერსიტეტის ბიუჟეტის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი 95 პროცენტი კი საბაზი დაფინანსებით იფარება.
დ.ქ-რა პერსპექტივებს უქადის ასეთი დაფინანსება თსუ-ს?
ვ.კ.- ჩვენ უნივრსიტეტში სწავლების მეტნაკლებად ასაწყობად საჭიროა მასზე 20-ჯერ მეტი თანხა მაინც,რაც დღეს იქ სახელმწიფო ან კერძო გრანტების სახით შედის
თუ კანონი არ შეიცვალა და სახელმწიფო უნივერსიტეტებსს არ დაუწესდა მუდმივადმზარდი საბაზო დაფინანსება,, ისინი ვერ შესძლებენ ჩვენი ახალგაზრდობისათვის სრულფასოვანი საუნივერსიტეტო განათლების მიცემას, მათ მიერ გაცემული დიპლომები ფასს საბოლოოდ დაკარგავენ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება აუხდენელ ოცნებად დაჩება.
დ.ქ.--როგორ არის გადაწყვეტილი სტუდენტთა დაფინანსების საკითხი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე და და რა პარალელების გავლება შეიძლება დასავლურ უნივერსიტეტებთან?
ვ.კ.-კანონის თანახმად სტუდენტებს სტიპენდია არ მიეცემათ., ხოლო სასწავლო სახელმწიფო გრანტი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) დასაფინანსებლად. მაშასადამე ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე ახალგაზრდობა ბედის ანაბარაა მიტოვებული. მათ ფაქტობრივად ჩაკეტილი აქვთ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის კარები. ასეთი რამ ევროპაში არ ხდება. იქ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიების გაცემის კარგად მოფიქრებული სისტემა მუშაობს და საგანმანათლებლო სისტემის სამივე საფეხურს სახელმწიფო აფინანსებს..მაგალითად, ლიტვა, რომელსაც ჩვენი განათლების სამინისტროს მესვეურები მისაბაძ მაგალითად სახავენ,, და მართლაც მისაბაძია, კერძო უმაღლეს სასწავლებლებშიც კი აფინანსებს დოქტურანტურას
დ.ქ.-რას იტყვით პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურების საკითხზე?
ვ.კ.-სადავო არ უნდა იყოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი წინა პირობაა პროფესორ მასწავლებელთა ნორმალური შრომითი ანაზღაურების დაწესება.სწორედ ამ საკითხის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად საქრთველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის ივლისში ერთსულოვნად მიღებული კანონი’ „მეცნიერთ სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“,.რომლის მიხედვითაც პროფესორის თანამდებობრივი სარგო 10 მინიმალური ხელფასის ოდენობით იყო განსაზღვრული. კანონის მიღებას აქტიურად დაუჭირა მხარი მაშინდელმა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაც დღეს პარლამენტში უმრავლესობა ჰყავთ.. სამწუხაროდ, სწორედ ამ უმრავლესობამ მეცნიერებს ცინიკურად გაუუქმა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები და გასული წლის მიწურულში ეს კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადდა.. დღეს საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასი 3000 ლარს აღემატება,, პროფესორებს კი ჰპირდებიან, თუ სამსახურში დაგტოვეთ,,ხელფასს 300 ლარამდე გაგიზრდითო..მსგავსი დისპროპორცია ზემოთხსენებული ორი კატეგორიის პირთა ხელფასებს შორის არ არსებობს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში.
დ.ქ.-მეცნიერებთა აკადემიის რეფიორმირების ძირითადი მომენტი რაში მდგომარეობს?
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს პარლამენტმა რეალობად აქცია ხელისუფლების აკვიატებული იდეა საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევითი ინსტიტუტების სისტემის დაშლის შესახებ. აკადემიის სისტემიდან გამოყვანილი ინსტიტუტების რეორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა. ასე რომ ,დიდი სამეცნიერო ტრადიციებისა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგის მქონე, სამეცნიერო დაწესებულებების ბედი სამინისტროს არაკომპენტენტურმა ჩინოვნიკებმა უნდა გადაწყვიტონ..
დ.ქ.-ადმინისტრაციული მართვის როგორი სისტემის განხორციელება ხდება უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო ინსტიტუტებში?
‘‘უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი და „ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“’კანონში ცვლილებები გარდამავალ პერიოდში რომლის ხანგრძლივობა სათანადოდ,ორი და ერთი წლით განისაზვრება , აუქმებს ყველა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების ავტონომიას და მათ ერთპიროვნულ მართვას საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნულ რექტორისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკისრებს.ეს სხვა არაფერია, თუ არ ინტელექტუალური მოღვაწეობის ამ უაღრესად ფაქიზ სფეროში პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტის რეანიმაციის მცდელობა. სწორედ ამ კომისრებს ეკისრებათ დააკომპლექტონ უმაღლესი სასწავლებლების პროფესურა და კვლევითი დსწესებულებების სამეცნიერო კოლექტივები. მსგავსი რამ 21 საუკუნის არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მომხდარა.
დ.ქ.-ასეთი რეორგანიზაციების შემდეგ რა ბედი ელით საქრთველოს მეცნიერებსა და პედაგოგებს?
ბ.კ.--ძნელი მისახვედრი არ არის, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი დაწესებულებების რეორგნიზაციის მოტივით.ხელისუფლრებას დგეგმილი აქვს უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა და მეცნიერთა დიდი ნაწილის სამსახურიდან დათხოვნა. ამ პირთათვის ‘სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“კანონი ითვალისწინებს ფრიად მოკრძალებული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაწესებას და ისიც მხოლოდ ხუთი აკადემიური წლის განმავლობაში. რა ბედი ელის ჩვენ ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და მეცნიერებს ხუთი წლის შემდეგ , როგორც ჩანს, ჩვენ ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს, . ყველა დაინტერესებულ პირს მე ვურჩევდი, გაეცნოს ზემოთ ნახსენებ კანონს, , რათა, რათა სრული წარმოდგენა შეექმნას ხელსუფლების დამოკიდებულებაზე მეცნიერებისადმი .
დ..ქ.-თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ანალოგიური რეფორმები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ტარდება. რა ხდება ამ აზრით პოსტსაბჭოთა სივრცეში?
ვ.კ.-აშკარაა რომ განათლებისა დ ამეცნიერების სამინისტრო რეფორმების მოტივით მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს განათლებასა და მეცნიერებას, მაშასადამე ჩვენი ქვეყნის მომავალს. ანალოგიური რეფორმების ჩატარებას რუსეთში აქტიურად აღუდგნენ რუსი მეცნიერები. მათ საჯაროდ განაცხდეს, რომ „მსგავსი რეფორმა თავისი შედეგებით დიდ სამამულო ომსა და 30-იანი წლების ტერორზე უფრო საშინელი იქნება.,რადგანაც ქვეყანას საბოლოოდ გამოათაყვანებსო’“ ჩვენი რუსი კოლეგების აზრი ხელისუფლებამ არსებითად გაითვალისწინა . რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას , ყოველივე ,რაზეც მე ვსაუბრობდი,, არ არის მხოლოდ მეცნიერებისა და უმაღლესი და საშულო სკოლების მასწავლებელთა ტკივილი. ეს არის ტკივილი ჩვენი საზოგადოებისა. საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მომავალს და მაშასადამე საქარველოს მომავალს. სანამ გვიან,არ არის, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გაითვალისწინოს ეს.
დალი ქვირია „საქართველოს რესპუბლიკა 08 02 06 წ.

воскресенье, 20 марта 2011 г.

ამონარიდები ზვიად გამსახურდიას მიმართვიდან

მიმართვა რუსეთის რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა მესამე საგანგებო ყრილობას
ამონარდები

მოვლენებში, რომლებიც 1990 -91 წლებში გაიშალა ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოში-შიდა ქართლში, რომელიც ბოლშევიკებმა 1922 წელს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად გადააქციეს მორალისა და სამართლის ყველა ნორმის დარღვევით, ბრალი მიუძღვით ოს ექსტერემისტებს, რომლებსაც მორალურადაც და მატერიალურადაც, უახლეს სახეობათა იარაღის ჩათვლით, მხარს უჭერენ რეაქციული ძალები, სულ უფრო რომ მომძვლავრდნენ საკავშირო მთავრობაში.
ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი წითელი არმიის აშკარა შეიარაღებული ინტრვენციის, საქრთველოს ოკუპაციისა და და ფაქტობრივი ანექსიის
შედეგია., რკპ(ბ) და რუსეთის სფსრ მთავღობამ რომ განახორციელეს და ამით უხეშად დაარღვიეს რუსეთის სფსრ-სა და ასაქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. რკპ(ბ)-მ არაერთგზის გამოიყენა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობა 1918-20 წლებში საქართველოს რესპუბლიკის კანონიერად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რესპუბლიკისა, რომელმაც მოიშორა რუსეთის იმპერიის უღელი და დაადგა ნამდვილი დემოკრატიული განვითარების გზას,. უკუაგდო პროლეტარიატის დიქტატურის იდეა. ამრიგად 1920-იან წლებში რკპ(ბ)-ის მიერ ჩადებული ნაღმი ჩვენ დრეებში ამუშადა.
ზვიად გამხახურდია 1991 წლის 2 აპრილი

четверг, 3 марта 2011 г.

დალი ქვირია -----როგორ არის მოწყობილი ევროპის ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიები

ვანო კიღურაძე: „ როგორც ჩანს ყველა რევოლუცია ემტერება მეცნიერებას“ „

განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული მეცნიერებათა აკადემიის რეფორმა აკადემიიდან სამეცნიერო ინსტიტუტების გამოსვლას, ანუ მათთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოხსანას გულისხმობს. სამინისტროს ხელმძღვანელობამ ტელევიზიით არაერთხელ გვაუწყა--ჩვენ ვქმნით კლასიკურ ევროპულ აკადემიასო.
მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად თითქმის 30 წელიწადი ვმუშაობდი, ამდენად, ეს სისტემა ჩემთვის უცხო არ არის და, რასაკვირველია, იმის შემყურე, თუ რა ცვლილებების გატარებას აპირებს საქართველოს განათლების სამინისტრო., მისი ასეთი განცხადება ჩემში ეჭვს იწვევს.
რას ნიშნავს კლასიკური ევროპული აკადემია--ამ კითხვით მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს ვანო კიღურაძეს მივმართე. ბატონი ვანო სულ ცოტა ხანია,რაც ამერიკიდან ჩამოვიდა, სადაც მოხსენების წასაკითხად იყო მიწვეული. შემდეგ კი ორი თვის განმავლობაში ამერიკელ მეცნიერებთან ერთად ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა. ვანო კიღურაძე მოფლიოს მრავალი სამეცნიერო ჟურნალის საერთაშორისო რედკოლეგიებისა და უცხოური აკადემიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო საატესტაციო კომისიების წევრია. (არა მგონია ლომაიამ და ძმათა მისმა, უკეთ იცოდნენ, რას ნიშნავს კლასიკური ევროპული აკადემია.. დ. ქ.)
დალი ქვირია: -- როგორია მეცნიერებათა აკადემიების მოწყობა წამყვან ევროპულ ქვეყნებში?
ვანო კიღურეძე: ---მაგალითად, საფრანგეთში ცალკე არსემბობს სამეცნიერო -კვლევითი ნსტიტუტების ერთობლიობა--ფუნდამენტურ მეცნიერებათა ეროვნული ცენტრი. ის სამინისტროს არ ემორჩილება და პირდაპირ ხელისუფლებაზე გადის. ცენტრი დემოკრატიული პრინციპებით იმართება. აკადემია ცალკე არსებობს და მას საფრანგეთის ინსტიტუტი ჰქვია. ის ხუთ აკადემიას მოიცავს. ესენია: საფრანგეთის აკადემია, მეცნიერებათა, წარწერებისა და კაზმური მწერლობის, ნატიფ ხელოვნებათა და მორლურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიები. მათში აკადემიის წევრები და წევრ-- კორესპონდენტები არიან გაერთიანებულნი. ისინი ანაზღაურებას არ იღებენ, მაგრამ კადემიის წევრობა იმდენად პრესტიჟულია, რომ მათ ქვეყნის ნებისმიერი პრესტიჟული უნივერსიტეტისა თუ სამეცნიერო ცენტრის მაღალი პოზიცია შეუძლიათ დაიკავონ.. ეს პოზიციები კი მაღალანაზრაურებადია. საფრანგეთის აკადემიის, რომელსაც უკვდავთა აკადემიასაც უწოდებენ, მიზანია ფრანგული ენის ლექსიკონების გამოცემა. აკადემიის წევრობა ძალიან უნდოდა ბალზაკს, მაგრამ ის რატომღაც არ აირჩიეს,რაზეც ის ძალიან გულდაწყვეტილი იყო. აკადემიის წევრად ჰიუგო აირჩიეს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ანატოლ ფრანსი. საფრნგეთის რევოლუციის შემდეგ, 1793 წელს ყველა ეს აკადემია კონვენტმა გააუქმა.ორი წლის შემდეგ კი დირექტორიამ ისინი აღადინა. როგორც ჩანს ყველა რევოლუცია ემტერება მეცნიერებას.
საფრანგეთის ფუნდამეტურ მეცნიერებათა ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო აფინანსებს, მას ეს 2 მილიარდ ევროზე მეტი უჯდება. ეს ციფრი საქართველოს ბიუჯეტზე მეტია .
გერმანიაში კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტები გაერთიანებულნი არიან მაქს პლანკის საზოგადოებაში. გარდა ამისა, არსებობს ჰუმბოლტის საზოგადოება თავისი ინსტიტუტებით. მათ სახელმწიფო აფინანსებს და ორივეს დაფინანსება 2 მილიარდი ევროს ფარგლებშია.
დ.ქ.: ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აკადემიების მოწყობაა.
ვ. კ.:--იქ მეორე მსოფლიო ომამდე აკადემიები არ არსებობდა და მას შემდეგ შეიქმნა, რაც ისინი სახალხო-დემოკრატიულ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ. მათ გარკვეულწილად ისარგებლეს აკადემიის საბჭოთა მოდელით, თუმცა საბჭოთა მოდელი სულაც არ არის შექმნილი კომუნისტების მიერ. ის კაიზერ ვილჰელმის საზოგადოების მოდელისაგან, ანუ გერმანული მოდელისაგან არის გადმოღებული.
სსრკ-ს უღლისაგან გათავისუფლების შემდეგ უნგრეთში, ჩეხეთში პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში დაისვა აკადემიების შექმნის საკითხი. ამ ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ აკადემია ეროვნული მონაპოვარია და მისი დანგრევა ფასდაუდებელ ზარალს მიაყენებს ქვეყანას. აკადემიის ინსტიტუტებში ჩატარდა ატესტაციები. ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის საერთაშორისო საატესტაციო კომისიის წევრად მეც მიმიწვიეს. ამ ქვეყნევში აკადემიებისათვის სახელიც კი არ შეუცვლიათ, რადგანაც ყველა დაწესებულება, როგორც წესი, უფრთხილდება თავის საფირმო ნიშანს, რომლითაც მას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება იცნობს. დასახელებული ქვეყნებიდან, როგორც ვიცით, უნგრეთი, ჩეხეთი, და პოლონეთი ევროკვშირის წევრები არიან.
დ.ქ.:--კონკრეტულად როგორი სტრუქტურა აქვს მეცნიერებათა აკადემიას, თუნდაც, უნგრეთში?
ვ. კ.:--უნრეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანო ასამბლეაა. ასამბლეის ნახევარს წარმოადგენენ აკადემიკოსები, ნახევარს კი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან არჩეული მეცნიერები. ასამბლეა აკადემიის პრეზიდენტს ირჩევს. აკადემია სახელმწიფოს პრინციპზეა აგებული. მისი წევრთა კორპუსი სენატის უფლებებით სარგებლობს, როგორც, მაგალითად, ინგლისის ლორდთა პალატა. წევრები სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ ამ ადგილს. მართვა ძალიან გამჭვირვალე და დემოკრატიულია. აკადემიკოსს ჯერ სამეცნიერო ინსტიტუტი ასახელებს, შემდეგ მისი სპეციალობის შესაბამისი აკადემიის განყოფილება ირჩევს და ბოლოს ასამბლეა ამტკიცებს.
დ.ქ.:--ყველა ამ ქვეყანაში აკადემიის სტრუქტურა ერთნაირია?
ვ.კ.:--გასხვავებულია ჩეხეთში, სადაც არ არსებობს აკადემიკოსთა კორპუსი. სხვა მხრივ ,მართვა ისეთივეა, როგორიც უნგრეთში.
დ.ქ.:--ჩეხეთის აკადემიის ასეთი თავისებურება რითი აიხსნება?
ვ.კ.:--ჩეხეთის მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ 1968 წლის ამბეში მათთვის მიუღებელი როლი ითამაშა. ამასთან დაკავშირებით უარი თქვეს აკადემიკოსთა კორპუსზე.
დ.ქ.:--როგორია დაფინანსების საკითხი ამ ქვეყნების აკადემიებში?
ვ. კ.:--დაფინანსება არის სახელმწიფო და ამაზე ლაპარაკიც არ არის. იქ არ ხდება რაღაცის დანგრევა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში აშენდა. იარლიყის მიკერება სისუსტისა და არგუმენტაციის უქონლობის ნიშანია. საბჭოთა წნეხისაგან, თუ ყველა იმ უბედურებისაგან , რაც ამ სისტემას ახასიათებდა, არც ადამიანი იყო თავისუფალი, და არც დაწესებულება. მაგრამ რაც უკვე მიღწეულია დიდი შრომით, იმას ვერ დავანგრევინებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს, ან იმიტომ, რომ ვიღაცას სიბნელე და გაუნათლებლობა უფრო აწყობს.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უნგრეთს, პოლონეთსა და ჩეხეთს საბჭოთა ფენომენის სიძულვილს ჩვენ ვერ ვასწავლით. ჩვენ 80-იანი წლების ბოლომდე ისეთი ძალითა და მასშტაბით არ გამოგვიხატავს ეს სიძულვილი., როგორც ეს 1956 წელს უნგრეთმა და 1968 წელს ჩეხეთმა გამოხატა და როგორც ამას მუდმივად გამოხატავდა პოლონეთი. ასე რომ, თუ ევროპულ აკადემიას ვაშენებთ, (რის შესახებაც, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ტელევიზით არაერთხელ გავაუწყა--ჩვენ ვქმნით კლასიკურ ევროპულ აკადემიასო. დ. ქ. ) ამ მაგალითებიდან რომელიმე რატომ არ არის გათვალისწინებული?
გაზეთი“ ‘რეზონანსი“ 16 ნოემბერი 2005 წელი
ეს მასალა რეფორმების დასაწყისშია გაკეთებული და შესაბამისად გამოხატავს ქართველი აკადემიკოსის აზრს იმის თაობაზე, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქართული განათლებისა და მეცნიერების დანგრევას.

вторник, 22 февраля 2011 г.

დალი ქვირია----- მივბაძოთ ფრანგებს ენაზე ზრუნვის საკითხში

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დიდ ძალისხმევას ნოითხოვს მისი ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული ნორმები ს ფარგლებში მოსაქცევად. ამ კატაკლიზმების მიღმა, რომელიც ქვეყანამ ამ ბოლო წლებში გადაიტანა, არც ქართული სალიტერატურო ენის მდგომარეობა დარჩენილა.
ქართული ენის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს ვესაუბრე.
დალი ქვირია: სახელმწიფო ენაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ხომ არ შეგიძლიათ რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მაგალითის დასახელება?
გიორგი გოგოლაშვილი:---რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგ. საფრანგეთში ენის კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ენობრივი ნორმების დარღვევისას ითვალისწინეს არა მარტო საჯარიმო სანქციებს, არამედ ამას შეიძლება მათი ფუნქციონირების დროებითი შეჩერებაც მოჰყვეს.ინგლისში კი, არსებობს „ინგლისურად მოლაპარაკეთა კაცშირი“ რომლის სათავეში ინგლისის დედოფალია, მოადგილე კი ერთ-ერთი ლორდი..ეს კეთდება ამ კავშირის პრესტიჟის ამაღლებისათვის, დ,ა ცხადია, ინგლისის დედოფალი კავშირის სხდომების ხშირი სტუმარი არ არის. ამ შემთხვევაშიც დიდი მუშაობა ტარდება ინგლისური ენის შესწავლის თვალსაზრისით..
დ.ქ.:--საფრანგეთთან დაკავშირებით მეც მომაგონდა ამასწინათ წაკითხული ინფორმაცია იმის თაობაზე,რომ საფრანგეთში ძალიან სერიოზული მუშაობა ტარდება ფრანგული ენის შესწავლის მეთოდოლოგიაზე, ყოველწლიურად გამოდის ახალ-ახალი სახელმძღვანელოები, ასევე ყოველწლიურად გამოდის სხვადასხვა სახის ლექსიკონები (ორთოგრაფიული, განმარტებითი, ტერმინოლოგიური, სინონიმური და სხვა.) რა კეთდება დღევანდელ საქარველოში ქართულ ენაზე ზრუნვის თვალსაზრისით?
გ. გ.:--სამწუხაროდ,,საზოგადოების ნაწილს არ ესმის, რომ ენასაც შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, რომ საჭიროა ამ პრობლემებზე მუშაობა და სპეციალური კანონმდებლობის შექმნა. დღეს პრობლემები ქართულ სალიტერატურო ენას ნამდვილად აქვს.და ეს პრობლემები საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან ყურადღებას მოითხოვს.
დ.ქ.:მე-19-ე საუკუნეში რომ ქართველ მოღვაწეებს ქართული ენისათვის ზრუნვა არ დაუკლიათ, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მე-20-ე საუკუნეში რა ხდებოდა ამ თვალსაზრისით?
გ.გ.:- ჯერ კიდევ 20-იანი წლებში ქართველი მწერლებისა და მეცნიერების--მიხეილ ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვათა ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომისია, რომელმაც დიდი მუშაობა ჩაატარა ამ მიმართებით.1930 წლიდან კი ამოქმედდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, რომელმაც წინა კომისიის ფუნქციებიც შეითავსა.. ამ კომისიამაც დიდი სამუშაო ჩაატარა ქართული სალტერატურო ენის დახვეწისა და ნორმირებისათვის.
თუმცა ეს კომისიები საბჭოთა საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა, მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო საბჭოთა სტრუქტურა. ისინი არ შექმნილან კომუნისტების ინიციატივით. და ასეთი კომისიები არც ერთ სხვა საბჭოთა რესპუბლიკაში არ ფუნქციონირებდა
ქართული ენის ნორმების შემუშავება ხდებოდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე, კომისიაზე კი ხდებოდა განხილვა და დამტკიცება ამ ნორმებისა.
დ.ქ.-კომისია თუ ატარებდა საგამომცემლო საქმიანობას?.
გ.გ.:--ამ კომისიის მუშაობის შედეგად 70-იან წლებში გამოიცა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების პირველი კრებული, 20-იან წლებში კი ამავე დასახელების 3 ბიულეტენი. უკვე შემუშავებული ნორმების საფუძველზე გამოიც ა’“ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ ვ, თოფურიასა და ივ.გიგინეიშვილის რედაქტორობით. 40-იან წლებში კი გამოიცა სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი. 1998 წელს ვ. თოფურიასა და ივ. გოგინეიშვილის ლექსიკონი განმეორებით გამოიცა...ასე რომ, ქართულ ენაზე ზრუნვ ს სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
დ.ქ.--როგორი მდგომარეობაა ქართულ ენაზე ზრუნვის თვალსაძრისით 90-იანი წლებიდან და შემდგომ პერიოდში?
გ.გ.:-90-იანი წლებიდან ამ მხრივ დიდი ჩავარდნა გვაქვს. თუმცა კი არსებობდა სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, და ენის სახ. პალატაც, მაგრამ პირველი იშვიათად იკრიბებოდა ,მეორემ კი ვერ შესძლო საჭირო დონეზე ფუნქციონირება საკანონმდებლო ბაზის უქონლობის გამო.
დ.ქ.:აისახა თუ არა ყოველივე ეს ენაზე, რომლითავ გვესაუბრება ტელევიზია, ენაზე, რომელზეც წერენ გაზეთები და ენაზე, რომლითაც მეტყველებენ ქართველები?
გ.გ.:- გარკვეულწილად , რა თქმა უნდა,აისახა.იყო დრო როდესაც უხეირო ქართულის ეთერში გაშვებისათვის ჟურნალისტი ან რედქტორი კიდევაც ისჯებოდა. გაზეთებს ჰყავდათ სტილისტები და ჟურნალისტები მიცემულ შენიშვნებს ითვალისწინებდნენ .და იმახსოვრებდნენ.. ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილი თავის „ბუნების კარს“ ქართულის კარგად მცოდნე ქალაქის თავს აკითხებდა ხოლმე, ხოლო ვინც მის სახელმძღვანელოში შეცდომას იპოვიდა, მას 5 კაპიკით აჯილდოვებდა. (სახელმძღვანელო სულ 10 კაპიკი ღირდა).
დ.ქ.:დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?.
გ.გ.: დღეს ზოგიერთ გაზეთში დაშვებულ შეცდომას სათვალავი არა აქვს.ისეთი გაზეთებიც არსებობენ, ქართული ენის მცოდნე ერთი ჟურნალისტიც რომ არა ჰყავთ. გაზეთსა და ტელევიზიაში დაშვებულ ყოველ შეცდომას კი დიდი გავლენა აქვს მოსახლეობაზე. როდესაც ერთ-ერთი სატელევიზიო არხის საინფორმაციო პროგრამის წამყვანს მაყურებელმა შეცდომაზე მიუთითა, მან ასე უპასუხა’ „მე როდესაც ვსაუბრობ, მაგაზე არ ვფიქრობ, მთავარია რომ იგებენ, რას ვამბობო“ (პასუხიც ასეთი უნდა დ. ქ.) “ ე. ი. მაყურებელი იგებს, ქართული ენა კი აგებს.
დ.ქ.:_ყველაზე დახვეწილი ქართული ალბათ სცენიდან ისმის?
გ.გ.:-- აკადემიურ თეატრებს, ცხადია, არ შევეხები. მაგრამ ისეთი თეატრებიც მომრავლდა, რომელთა სცენიდანაც ჟარგონული ენა, ქუჩური მეტყველაბა და ბილწსიტყვაობაც კი გვესმის.. ხომ გახსოვთ, ილიამ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეობა აკაკის შესთავაზა, რომ ქართული ენა სცენაზე არ დაზარალებულიყო.,ჩვენ ხომ ვიცით,,რა დიდი გავლენა აქვს სპექტაკლებისა და კინოფილმების ენას, როგორ ვიმახსოვრებთ ხოლმე იქ გაგონილ მთელ ფრაზებს.
დ.ქ.:--რატომ არის, რომ საზოგადოების ნაწილი ძალინ ადვილად იტაცებს უცხო სიტყვებს და ქართულად საუბრისას ამ სიტყვებით ანაცვლებს მათ შესატყვის ქართულს.?
გ.გ.:-არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ენა, რომელშიც არ შედის უცხო ლექსიკა. როდესაც ახალი ტერმინი შემოდის, როგორ მოერგება ის ქართულ ენას, ეს სპეციალისტებმა უნდა განსაზღცვრონ,, უნდა შეიქმნას ტერმინოლოგიური კომისია.
დ.ქ.:-რა მდგომარეობაა გამომცემლობებში? როგორი ქართულით იბეჭდება წიგნები?
გ.გ.:--მდგომარეობა აქაც არასახარბიელოა გამომცემელი გამოსცემს ტერმინოლოგიურ ლექსიკონს, სპეციალისტებთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე.
ენათმეცნიერების ინსტიტუტში არსებობს ტერმინოლოგიური, მეტყველების კულტურის, ლექსიკოლოგიური განყოფილებები, და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყოველგვარი კონტროლისა და პასუხისმგებლობის გარეშე ჩაანაცვლებს ქართულ სიტყვებს უცხოთი, ეს ცხადია, მისი განათლებისა და კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელი ვერაფრით ვერ იქნება. მაგალითად, ცეკვის სახელმწიფო ანსაბლის მიერ შემოტანილი „ასა-ფართი“ გამართული ქართულით მოსაუბრე სკოლის მოსწავლის გასაკრიტიკებელიც კი გახდა.“ფართი“ ინგლისურად წვეულებას ნიშნავს. ენისადმი ასეთი მიდგომა გულგრილობაზეც მიუთითებს.
დ.ქ.:--როგორც ჩანს ასეთი ტენდენცია უკვე გამოკვეთილია.
გ.გ.:--სამწუხაროდ ასეა. ძალინა ხშირად გვესმის „თინეიჯერი“, , სულხან-- საბას კი „ნინველი’“ აქვს. განა ეს უფრო კეთილხმოვანი სიტყვა არ არის? განა არ გვაქვს შესანიშნავი სიტვები: ყრმა, ყმაწვილი, ჭაბუკი,და სხვა უამრავი. .თუ ჩვენ უცხოური სიტყვებით ჩვენს ევროპულობას ვამტკიცებთ, ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.
ჩვენ მაღალ დონეზე უნდა ვისწავლოთ უცხო ენები და არა ცალკეული უცხო სიტყვების ხმარებით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდოთ.
დ.ქ.:-- რეკლამის ენაზე რას გვეტყვით?
გ.გ.:--რეკლამის კანონი არსებობს და ამის მუშაობაზე ანტიმონოპოლიური სამსახური იყო პასუხისმგებელი, , მაგრამ ეს კანონიც არ მუშაობს.
დ.ქ.:--როგორია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ენა?
გ.გ.:-ამ მხრივ სიტუაცია ძალიან მძიმეა .წინა ორი მოწვევის პარლამენტში არსებობდა ქართული ენის ქვეკომიტეტი,რომელიც დღეს გაუქმებულია .კომიტეტის ფუნქცია იყო კანონების ენობრივად გამართვა. დღეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ენა არის ცუდი ქართული. როგორც პროფესორი გიორგი წიბახაშვილიწერს :“ დღეს ქართულ ენას უჭირს. როგორც ყველაფერ ქართულს“
ქართული ენისათვის ერთ-ერთი მტკივნეულ ადგილია კანონების , ოფიციალური დოკუმენტების ენა,, რომელიც სავსეა უცხოენოვანი კალკებით ჩემი აზრით , ოფიციალური დოკუმენტების,, კონკრეტულად კანონების ქართულის ასეთი დაბალი დონე გამოწვეულია იმით, რომ ისინი ძირითადად სხვა ენებიდან ითარგმნებიან..მაგრამ თარგმნისათვის რომ მხოლოდ დედანის ენის ცოდნა არ არის საკმარისი, და ის ენაც უნდა იცოდე, რომელზედაც თარგმნი, ეს ტრივიალურია.(მე მაგონდება რა დაბალი დონის ქართულით იყო გამოქვეყნებული პირველად „კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“დ.ქ.) მით უმეტეს, ძნელია ამის შეგუება ქართველბისთვის, რომლებსაც თარგმნის 15-20 საკუნოვანი კულტურა გაგვაჩნია..
დ.ქ.:-სახელმძღვნელოები როგორი ქართულით იწერება, ნუთუ აქაც ისეთივე მდგომარეობაა?
გ.გ.:-:-ქართულ ენას აქაც უჭირს. ბავშვს კარგი ქართული მხოლოდ ქართულის გაკვეთილზე კი არ უნდა ესმოდეს, არამედ ყველა სხვა გაკვეთილზეც და ყველა სხვა სახელმძღვანელო კარგი ქართულით უნდა იყოს დაწერილი.
დ.ქ.:_.ლექსიკონების გამოცემაზე რა იტყვით?
გ.გ.:--ერთადერთი ლექსიკონი,რომელიც ამ ბოლო დროს გამოვიდა, , ზემოთ დავასახელეთ--1998წ. ივ. გიგინეიშვილისა და ვ. თოფურიას რედაქტორობით.
დ.ქ.“-.ქართულ ენას, არც განათლების ახალი კანონი სწყალობს, როგორც ვიცით.
გ.გ.:-.დიახ. განათლების ახალ კანონში (მუხლი 4) ქართულ ენასთან, როგორც სწავლების ენასთან, ნებისმიერი სხვა ენაა გათანაბრებული. პროგრამის წამყვანისა და მსურველის არსებობის შემთხვევაში. აქ დაზარალებულია ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი.
დ.ქ.:--ყოველივე ზემოთ თქმულიდან ჩანს, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. რა გზებს ხედავთ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად?
გ.გ.:-ქართული ენის მცოდნეთა დეფიციტი საქართველოში არ არის, არის მხოლოდ ადამიანთა არასწორი დასაქმების ბევრი შემთხვევა. მე ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ენას პატრონი არ ჰყავს. ქართული ენის პატრონია ქართველი ხალხი.რომელსაც მას ისე შეინახავს, როგორც აქამდე ინახავდა.მაგრამ იმისათვის რომ ბევრი პრობლემა შვილებს არ გადავულოცოთ,. დღესვე უნდა მივიღოთ საჭირო ზომები. და ამაზე როგორც თითოეულმა მოქალაქემ, ისე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. უნდა აღდგეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, .ქართულ ენის სახ. კომისია პრეზიდენტთან, უნდა აღდგეს სტილისტის პროფესია, გამოიცეს კარგი სახელმძღვანელოები და ლექსიკონები, არ უნდა შემცირდეს ქართული ენის გაკვეთილები სკოლაში და რაც მთავარია „‘პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“
ენაზე ზრუნვა არ განეკუთვნება იმ საკითხებს, , რომლებიც შეიძლება გადაიდოს . ჯერ ეკონომიკა ავაყვავოთ, ჯერ პოლიტიკურ საკითხებს მივხედოთ, და მერე ენასო.--ეს სწორი არ არის..ეკონომიკა შეიძლება რყევებს განიცდიდეს, , ქართული ენა კი ყოველდღე და მუდამ უნდა წარმოადგენდეს ყოველი ჩვენთაგანისა და სახელმწიფოს ზრუნვის საგანს. და თუ ასე მოგვწონს ევროპელობა, მივბაძოთ ფრანგებს ენაზე ზრუნვის საკითხში..,

გაზეთი“რეზონანში’(ბასტა) 13 02 05 წ.

пятница, 18 февраля 2011 г.

წერილი კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

2006 წლის 1 მარტს კანზასიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წერილი მოვიდა. მე მის შინაარსს გაგაცნობთ.
პატივცემულო რუსუდამ ლორთქიფანიძე
კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს წილად ხვდა ბედნიერება, თავის რიგებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კურსდამთავრებული ჰყავდეს. ამ ადამიანებს დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენ ღონისძიებებსა და კვლევებში ფიზიკის დარგში. ჩვენთან მუშაობს ორი პიროვნება, რომელთაც სადოქტორო დისერტაციები ჩვენს უნივერსიტეტში აქვთ დაცული.: დოქტორი თინა კახნიაშვილი--მოწვეული ასოცირებული მკვლერვარი პროფესორი და დოქტორი გიორგი ვეშაპიძე--ასოცირებული მკვლევარი. ორივე ეს ფიზიკოსი მუშაობს ჩვენ ფაკუ;ლტეტზე და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის კვლევებს.
ჩვენს დეპარტამენტს ცოტა ხნის წინ შეემატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამი სტუდენტი. ესენი:ა ქეთი ქააძე, მაია მაგრაქველიძე და ლადო სამუშია.. მათ გარდა, მოველით ირაკლი ჩაკაბერიასა და ირაკლი სვინტრაძის ჩამოსვლას. ორივემ მიიღო მაგისტრის წოდება თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტისაგან და 2006 წლიდან შეუდგებიან თავიანთ სადოქტორო ნაშრომებზე მიუშაობას. კანზასის უნივერსიტეტში. ყველა ეს სტუდენტი და თანამშრომელი კარგად არის მომზადებული თეორიულ ფიზიკასა და მათემათიკაში..ეს მომზადება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრა გამორჩეულად კარგად ამზადებს მათ თეორიული კვლევებისათვის. ამ კარგი მომზადების წყალობით ისინი ძალიან მალე ჩვენი დეპარტამენტის ნაყოფიერ თანამშრომლებად იქცნენ.
ლადო სამუშია არის ძლიერი მომზადების ერთ-ერთი მაგალითი.ის შეუერთდა ჩვენს დეპარტამენტს 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. თეორიული და მათემატიკური ფიზიკის ცოდნის წყალობით, რომელიც მან შეიძინა თეორიული ფიზიკის განყოფილებაში. სწავლის დროს, იგი სწრაფად მოექცა ჩვენთან შემოსული სტუდენტების კლასის სათავეში კარგი მომზადების გამო, მას არ მოეთხოვებოდა ყველა ჩვეულებრივი სტუდენტისათვის სავალდებულო კურსის გავლა. მან დაამტკიცა, რომ გააჩნია ღრმა ცოდნა ელექტროდინამიკაში ,ქვანტურ მექანიკაში , სპეციალურ დინამიკასა და მათემატიკური ფიზიკის მეთოდებში, რომელიც მან მიიღო თქვენს უნივერსიტეტში. მისი აქ ყოფნის პირველივე სემესტრის ბოლოს მან ჩააბარა დოქტორანტის წინასწარი გამოცდა. სტუდენტების უმრავლესობა ვერ გადის ამ გამოცდაზე სრული სასწავლო წლის გასრულების შემდეგაც კი. შემდეგ ის შეუერთდა ჩვენს მაღალი ენერგიებისა და კოსმოლოგიის ჯგუფს მკვლევარი ასისტენტის რანგში...
ჩვენმა მრჩეველმა სტუდენტების საკითხებში, პროფესორმა ოძრშიმ მაღალი შეფასება მისცა ლადოს მომზადებას და დაასკვნა, რომ კარგი იქნებოდა მისი კურსის კრედიტების გადმოტანა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტიდან კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენს გამოცდილებას თქვენს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთნ მუშაობისა, მივყავართ დასკვნამდე, რომ განათლების სტანდარტები თქვენს თეორიული ფიზიკის განყოფილებაში გათანაბრებულია ანალოგიურ მაჩვენებლებთან შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში. აშკარაა, რომ თბილსის სახემწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, გამოჩეულად კი თეორიული ფიზიკის კათედრა, უზრუნველჰყოფს განათლების მაღალ დონეს, და მყარ თანამედროვეობის ადექვატურ ცოდნას თეორიულ ფიზიკასა და მათემატიკის დარგში, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მაღალი დონის კვლევების საწარმოებლად.
იმედი მაქვს, რომ განათლების მაღალი დონე შენარჩუნდება და ჩვენ გვექნება ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა თქვენს უნივერსიტეტთან. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუ გვეყოლება სხვა სტუდენტებიც, რომლებიც ასეთივე დონეზე სწავლობენ და მუშაობენ თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში და გავაგრძელებთ მუშაობას თქვენს სამეცნიერო ხარისხის მქონე ფიზიკოსებთან.

პატივისცემით, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზოლმანი

ამ პერიოდში თბილიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე გახლდათ საქართველოს მეცნიერებათ ააკადემიის წევრი, პროფესორი ანზორ ხელაშვილი.

вторник, 15 февраля 2011 г.

დალი ქვირია --საკანონმდებლო მუშაობა ეროვნულ უმაღლეს საბჭოში

თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა
ინტერვიუ უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონის დაცვის კომისიის მდივანთან გიორგი გულბანთან.
--ბატონო გიორგი, არსებობდა თუ არა თქვენი კომისიის ანალოგიური კომისია ძველ უზენაეს საბჭოსთან და თუ არსებობდა, რა ინფორმაცია გაქვთ მისი მუშაობის შესახებ?
ძველ უზენაეს საბჭოსთან არსებობდა საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია, მაგრამ მაშინდელი უზენაესი საბჭო მუდმივადმოქმედი ორგანო არ იყო და შესაბამისად კომისიაც მხოლოდ სამ თვეში ერთხელ იკრიბებოდა ძირითად საკანოდებლო საქმიანობას ასრულებდა უზენაესი საბჭოს აპარატი, იურიდიული განყოფილება. კომისია კი განიხილავდა ამ განყოფილების მიერ მომზადებულ წინადადებებს და ფაქტობრივად მის მუშაობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა უზენაესი საბჭოს მაშინდელი სტრუქტურებიდან და მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან..
--როგრი ათქვენი კომისიის სტრუქტურა?
მუდმივ კომისიაში 10 კაცია, გვაქვს 2 ქვეკომისია,-საკანონმდებლო განზრახულობათა და კანონიერების დაცვის. სულ ჩვენ კომისიაში და ქვეკომისიებში 15 დეპუტატი და 5-6 არადეპუტატია გაერთიანებული. კონსულტანტების სტატუსით. ჩვენი კომისიის წევრთა ნაწილს უზენაესი საბჭოს გარეთ სამსახურეობრივი საქმიანობა არ შეუწყვეტია და სამუშაოთა დიდი მოცულობის გამო, ეს ფაქტი ართულებს მდომარეობას..დიდ დახმარებას გვიწევს უზენაესი საბჭოს სამდივნოს იურიდიული განყოფილება ბატონი ირაკლი ჩიქოვანის ხემძღვანელობით.
--აქვს თუ არა კომისიას ნორმალური მუშაობისათვის საჭირო პირობები?
კომისია უმძიმეს პირობებში მუშაობს. სულ ერთი ოთახი გვაქვს.აქ ხდება კანონპროექტებზე მუშაობა და მომჩივანთა მიღებაც.. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კომპარტიამ დააგვიანა ცეკას შენობის ჩვენთვის გადმოცემა,
--თუ შეიძლება ვრცლად გვესაუბრეთ კომისიის ფუნქციის შესახებ.
კომისიას ორი ფუნქცია აქვს. ერთი გახლავთ წმინდა საკანომდებლო შემოქმედება-- კანონების შემუშავება და წარდგენა უზენაეს საბჭოში დასამტკიცებლდ და მეორე მიღებული კანონების შესრულების კონტროლი. კომტროლის ცნება ადრე, შეიძლება ითქვას, შერყვნილი იყო..ჩვენ შემთხვევაში კონტროლი გულსხმობს ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები
კომისიის ფუნქციაში არ შედის ბრძანების გაცემა მიღებული კანონების შესრულებისათვის. თუ შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ რომელიმე კანონი არ სრულდება, ჩვენი კომისია რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის ორგანოებს..
--როგორია თქვენი ურთიერთობა სხვა კომისიებთან? .
სხვა კომისიების მიერ შემუშავებულმა კანონ-პროექტებმა ვიზირება აქ უნდა და გაიარონ. ეს ვითარება კიდევ ყფრო საპასუხისმგებლოს ქმნის ჩვენს საქმიანობას.მართალია, ეკონომიკურ საკითხებზე შემოსული კანონ-პროექტების ვიზირება ჩვენი კომპენტენცია არ არის, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკისა და ზოგადი კანონიერების კუთხით, ჩვენ ამ საკითხებსაც შევისწავლით და შემდეგ შეგვაქვს წინადადებები კომისიაში დასამუშავებლად. ანალოგიურად ჩვენი ურთიერთობის ფორმები სხვა კომისიებთან, ამ თვალსაზრისით, ურთიერთთანამშრომლობის ხასიათისაა და არა იმპერატიული.
--რა არის თქვენ მიერ შემუშავებული კანონების ძირითადი მიზანდასახულობა?
--ჩვენს მიერ შემუშავებული კანონების ძირითადი მიზანია იურიდიული საფუძვლების მომზადება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.აქ ერთი დეტალია ყურადსაღები: კარგი საკანონმდებლო აქტების სისტემის შექმნა არცერთ მცოდნე იურისტს არ გაუჭირდება. ეს მხოლოდ დროის ამბავია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი კანონები რეალობას შეეფერებოდეს და არ შეიქმნას ისეთი კანონები, რომელთაც სიცოცხლე არ ეწერება. ჩვენს მიერ შექმნილი კანონი შეიძლება ვითარების შეცვლის შედეგად შეიცვალოს, რაც რეალურს ხდის ჩვენს კანონთა სისტემას და აგვაშორებს ექცესებს. ასეთი ფრთხილი ევოლუციური გზით მოხდება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მინიმალური დანახარჯებით, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოში ექსცესების ალბათობა გამორიცხულია, ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაპირისპირება.
--რა სახის დაპირისპირება გაქვთ მხედველბაში?
ნებისმიერი სახის.. ავიღოთ თუნდაც ეკონომიკური სფერო. სოციალისტური სისტემა არანორმალური ეკონომიკური სისტემაა. იგი მყარად არის დაფუძნებული ადმიანთა ცნობიერებაშიც კი. ეკონომიკის ახალ რელსებზე გადასვლა უეჭველად დიდი წინააღმდეგობების გზით წავა.. პოლიტიკაში გაცილებით "გაბედული ნაბიჯების"გადადგმა შეიძლება, თუმცა პოლიტიკურ გაბედულებას თან ახლავს ცენტრის მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები, სადამსჯელო ოპერეციები ცენტრისა საქართველოს წინააღმდეგ.
--ეცნობით თუ არა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას ამ დარგში, და თუ იყენებთ მას?
დღეს ჩვენ არა გვაქვს საშუალება, რომ უზენაეს საბჭოსთან შეიქმნას ძლიერი სამეცნიერო ცენტრი ფინანსური და სხვა პრობლემების გამო, მაგრმ არცერთ ცნობილ იურისტს არ უთქვამს უარი ჩვენთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, აქ შემუშავებული კანონპროექტები მარტო ჩვენი მუშაობის შედეგს არ წარმოადგენს,.აქ ხდება ჩვენი საზოგადოების ამ დარგში "ერუდირებული სპეციალისტების“ მიერ მოწოდებული იდეების მისადაგება ჩვენ პოლიტიკურ რეალობასთან. დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება ამ დარგში გაზიარებულია თუნდაც იმის გამოც, რომ ჩვენი სპეციალისტ-ექსპერტების იურიდიული განათლება დასავლეთის დემოკრატიულ სახემწიფოთა კანონმდებლობის ღრმა ცოდნაზეც არის დამყარებული. ახლახან ჩვენთან შეიქმნა კანონი ადგილობრივი მმართველობის შესახებ. ეს დასავლეთისათვის დამახასიათებელი ინსტტუტია. პრეფექტის ინსტუტუტი არსებობს იტალიაში, საფრანგეთში. არსებობდა 82 წლამდე და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. საუბარი იმაზე, რომ ეს ინსტიტუტი არადემოკრატიულია, მხოლოდ მცირე ინფორმირებულობის ბრალია.საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ დემოკრატიული წესწყობილების დროს ხელისუფლების სიძლიერესა თუ სისუსტეზე. რაც უფრო სუსტია ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები, როგორც დღეს საქართველოშია, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლება, რომ შესძლოს სახელმწიფოს, როგორც მთლინის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაცვა.. დროთა განმავობაში, როდესაც იქნება რეალური საფუძველი სრულ თვითმმართველობაზე გადასვლისა, ეს კანონი თავის დროს მოჭამს და ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება თვითმმართველობის ისეთ სისტემაზე გადავიდეთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატბშია, სადაც თვითმმართველობა სრული სახით არის წარმოდგენილი.
--საკანონმდენლო მუშაობის დროს ხომ არ ითვალისწინებთ დემოკრატიული საქართელოს საკანონმდებლო აქტებსა და დოკუმენტებს?
ჩვენი კონსულტანტები, სწავლული იურისტები ბრწყივალედ იცნობენ დემოკრატიული საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში ,რასკვირვრლია, ამ გამოცდილებასაც იზიარებენ.
--რა მოცულობის სამუშაოა შესრულებული კომისიაში შემუშავებული კანონ-პროექტების რაოდენობის თვალსაზრისით?
ჩვენ დაახლოვებით 50-მდე საკანონმდებლო აქტი შევიმუშავეთ. ეს ზოგიერთს შეიძლბა ცოტად მოეჩვენოს.. ჩვენ მზად გვაქვს რიგი კანონ-პროექტებისა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში არ გვაძლევს მათი დღის წესრიგში დაყენების საშუალებას.
--ტარდება თუ არა თქვენს მუშაობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნის ტენდენცია?
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ხელისუფლების ერთმანთისაგან გამიჯვნა დემოკრატიული ხელისუფლების საუკეთესო ფორმაა. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით გადაგმულია. გამიჯნულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. გამონაკლისს წარმოადგენს ის ფაქტი,რომ პრეფექტი შეიძლება იყოს უზენაესი საბჭოს წევრი, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს და საერთო სურათს არ ცვლის. მართლმსაჯულების სრული გამიჯვნა კი უახლოეს ხანშია მოსალოდნელი.
--მიღებული საკანონმდებლო აქტებიდან რომელს გამოყოფდით თავისი მნიშვნელობის მიხედვით? ჩვენს მიერ მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტი ერთ სისტემას წარმოადგენს და ეფუძნება 14 ნოემბრის სესიაზე მიღებული გარდამავალი პერიოდის აქტს, რომელიც ერთჯერადი აქტია და ამრიგად არ შეიცავს ცხოვრების ყველა სფეროს.
ამ აქტის იდეები ფაქტობრივად განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას--ევოლუციური გზით საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის პოლიტიკას. ჩვენს მიერ მიღებულო აქტებიდან უმნიშვნელოვანესია ის აქტები, რომლებიც აჩერებენ საბჭოთა კავშირის კანონებისა და დადგენილებების მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე..თუმცა ეს ხდება ნაწილობრივ ავტომატურად ჩვენი კონსტიტუციის 77-ე მუხლის საშუალებით.მიუხედვად ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბჭოთა კავშირის რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომლებიც უარყოფენ საქართველოს იმ შეზღუდულ სუვერენიტეტსაც კი, რომელიც მას გააჩნია. მეორე რიგი საკანონმდებლო აქტებისა ემსახურება საქართველოში ახალი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნას. ასეთ აქტებს განეკუთვნება კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ..ამ სტრუქტურების ამოქმედების შემდეგ შეიძლება მოველოდეთ სასიკეთო ცვლილებებს. 11 დეკემბერს ჩვენ შევაჩერეთ ადგილობრივი საბჭოების მოქმედება..ამჟამად არსებული აღმასრულებელი კომიტეტები, კი იციან რა, რომ ხვალ აღარ იარსებებენ, ფაქტობრივად არ ფუნქციონირებენ. ამრიგდ 31 მარტის არჩევენები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენ ცხოვრებაში და მისი წარმატებით ჩატარებისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კანონი რეფერენდუმის შესახებ. ცენტრის იურიდიულ აგრესიას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ იურიდიული წინააღმდეგობა. ამის გარდ ა რეფერენდუმი საშუალებს აძლევს მისახლეობას მონაწილეობა მიიღოს უნმნიშვნრელოვანესი სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში. ამ კანონის რეალიზაცია 31 მარტს მოხდება და ამ თვალსაზრისითაც 31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.
--რა აზრის ხართ 31 მარტის რეფერენდუმის კითხვაზე?
ჩვენი სარეფერენდუმო კითხვა აბსოლუტურად ცალსახაა და არ ბადებს არავითარ ეჭვს იმის თაობაზე, თუ რის გარკვევა სურს რეფერენდუმის მომწყობს. შესაბამისად პასუხი შეიძლება მხოლოდ ცალსახა იყოს.
--თქვენი აზრით, რიგორია არაქართელი მოსხლეობის პოზიცია რეფერენდუმის მიმართ?
თითქმის დარწმუნეული ვარ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა, მე მხედველობაში არ მაქვს ცენტრის მიერ შემოგზავნილი აგენტურა, დაინტერსებული უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობით, რომლის გარეშეც მათი ყოფა იქნება ისეთივე უბადრუკი, როგორიც დღეს არის. დამოუკიდებლობა კი იძლვა თავისუვალი არჩევანის საშუალებას, გამოიყვანს საქართველოს დღვანდელი იზოლციის პირობებიდან და შექმნის კეთილდღეობის ყოველგვარ პირობებს.
--რომელ კანონ-პროექტზე იმუშავებთ მომავალში?
უახლოეს მომავლაში მიიღება ეკონომიკური ხასიათის საკანონმდებლო აქტები, ეკონომიკურ რეფორმის დაწყებისათვის სახელმწიფო სტრუქტურა არსებითად მომზადებულია. ამგვარად, უკვე დგება ეკონომიკური კომისიის ჯერი, ჩემი საუბრის ბოლოს მინდა გამოვთქვა ღრმა რწმენა იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი 31 მარტს გააკეთებს სწორ არჩევანს,-ადგილობრივი თვითმმართველობის-- საკრებულოების არჩევნებში და სარეფერენდუმო კითხვაზე დადებითი პასუხით ერთხელ კიდევ საქვეყნოდ გამოთქვამს და დოკუმენტებით დაადასტურებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევ ნებას.
'საქართველოს რესპუბლიკა“ 31 03 91 წ.

вторник, 1 февраля 2011 г.

საქართველოში მეცნიერება დახვრიტეს, საკონტროლო გასროლაღა დარჩა

„საქართველოში მეცნიერება დახვრიტეს,საკონტროლო გასროლაღა დარჩათ"—„ხვალ შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, შენობა დატოვეთო"-ეს სიტჯვები 2009 წლის აგვისტოში ჩემთვის მოცემული ინტერვიუდან არის ამოღებული და ისინი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების გამგეს, ბატონ ვანო კიღურაძეს ეკუთვნის სამწუხაროდ, დიდი მეცნიერის ამ წინასწარმეტყველების შესრულებას უკვე შეუდგნენ და მათემატიკის ინსტიტუტს პირველი და მესამე სართულების დაცლას თხოვენ.გავეცნოთ ინტერვიუს.
--ბატონო ვანო,რას იტყვით საქართველოში ჩატარებული მეცნიერების რეფორმაზე?
დღეს უკვე ნათელია,რომ „ვარდების რევოლუციით"მოსული ხელისუფლების მიზანი მეცნიერების ამოძირკვა და თავისუფალი აზრის მქონე პიროვნებების განადგურებაა. მათი ძირითადი სამიზნე ეროვნული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი კერა-მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.
ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის მიერ 2005 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი-„მაცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ",რომლის შემოქმედნიც არიან ქართული მეცნიერების ჯალათი ალექსანდრე ლომაია და მისი დამქაშები--გიგი თევზაძე და სხვები, ითვალისწინებდა მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევითი დაწესებულებების ერთიანი სისტემის დაშლას და კლევითი ინსტიტუტების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას, ინსტიტუტებიდან 65 წელზე უფროსი ასაკის მეცნიერების გაძევებას, საბაზო დაფინანსების შეწყვეტას, რაც ერთად აღებული ნიშნავდა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ლიკვიდაციისათვის საფუძვლის მომზადებას
--რა შედეგი მოიტანა მეცნიერთა ბრძოლამ ამ რეფორმის წინააღმდე?.
-- მეცნიერთა მოძრაობის „მეცნიერების გადარჩენისათვის" და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების(„მემარჯვენეები") ბრძოლით, პროექტიდან საბაზო დაფინანსების შეწყვეტისა და მეცნიერთა ასაკობრივი დისკრიმინაციის შესახებ პუნქტები ამოიღეს. ამ სამარცხვინო დადგენილებას(2006 წლიი 16 მარტი) ხელს აწერს ახლანდელი ოპოზიციონერი ზურაბ ნოღაიდელი. დადგენილებით აკადემიის ინსტიტუტებს ჩამოერთვათ უძრავი ქონება (რომელიც ადრე აკადემიისათვის უზურფრუქტის წესით იყო გადაცემული) და დარჩათ მხოლოდ მოძრავი ქონება. ასე რომ, ხვალ, შესაძლოა ,ვიღაცამ მოგთხოვოს , შენობა დატოვეთო და ჩვენ თავდაცვის იურიდიული საფუძველი არ გვექნება .დადგენილების ტექსტი ისე იყო შედგენილი,თითქოს მანამდე არარსებული,ახალი ინსტიტუტები იქმნებოდა. მაგალითად, ხელნაწერთა ინსტიტუტს ხელნაწერთა ცენტრი დაერქვა და მისი სახელწოდებიდან გაქრა ცნობილი მეცნიერისა და ეროვნული მოღვაწის, კორნელი კეკელიძის სახელი, რომელმაც დიდი სამეცნიერო სკოლა შექმნა და ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის შესწავლას. ბოლშევიკებმა მას შვილი დაუხვრიტეს, ნეობოლშევიკებს კი მისი სახელის ამოგლეჯა სურთ მეცნიერებიდან.
---რა მდგომარეობაში არიან დღეს სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტები?
მეცნიერება დახვრიტეს და საკომტროლო გასროლაღა დარჩათ.
სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ხელისუფლებამ ინსტიტუტების მომავლის საკითხი მიანდო კომისიას, რომელსაც ხელმძღვანრლობს აკადემიის ერთ-ერთი დამანგრეველი ფრიდონ თოდუა .კომისიის წევრი კი, ამ ნგრევის ერთ-ერთი იდეოლოგი გიგი თევზაძეა.თუ დღეს საქართველოში მეცნიერება არსებობს, ეს რომანტიკოსი ქართველი მეცნიერების დამსახურებაა.
-მათემატიკის ინსტიტუტის მუშაობაზე ხომ არაფერს იტყოდით?
მათემატიკის ინსტიტუტს სამეცნიერო პოზიციები არ დაუთმია. ინსტიტუტის 9 განყოფილებაში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.
--უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი?
ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები იბეჭდება დასავლეთის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და გამომცემლობებში. ინსტიტუტში გამოდის სამი სამეცნიერო ჟურნალი, სამივე ინგლისურენოვანია, იბეჭდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეცნიერთა შრომები. ძნელია იმ ქვეყნის დასახელება, რომელთანაც არ გვაქვს სამეცნიერო ურთიერთობა. განსაკუთრებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებთან, რაც გამოიხატება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების შესრულებაში,სალექციო კურსების მიწვევით წაკითხვაში,სამეცნიერო ფორუმებში ძირითადი მომხსნებლის რანგით მონაწილეობაში.
--მოხდა თუ არა „ტვინების გადინება' თქვენი სფეროდან?
თაობა,რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი 2004 წლის შემდეგ დაამთავრა, დაკარგული თაობაა . სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს წაერთვათ ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების ფუნქცია. ასპირანტურა გაუქმდა, დოქტურანტურა ფასიანია და არ დგას სათანადო დონეზე. ამის გამო ახალგაზრდობის ნაწილმა თავს უცხოეთში წასვლით უშველა, ნაწილი კი ჩამოშორდა მეცნიერებას. თუ ასე გაგრძელდა ,საქართველოი მეცნიერების ყველა დარგი ჩაკვდება..
--იქნებ დაგვისახელოთ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები.
უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული და სამეცნიერო ხარისხებიც აქ აქვთ მოპოვებული. აშშ-ში მოღვაწეობენ: იოსებ გუბელაძე,არჩილ გულისავილი,, ტარიელ კიღურაძე, გია კვერნაძე.ევროპულ უნივრსიტეტებში მოღვაწეობენ პროფესორები როსტომ გეწაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, თეიმურაზ ფირაშვილი,, ევგენი შავგოროდსკი და თეო შარია.. ახალ ზელანდიაში-ესტატე ხმალაძე,, სამხრეთ აფრიკაში-გიორგი ჯანელიძე.
---როგორ გესახებათ ქართული მეცნიერების განვითარების მომავალი?
მჯერა,რომ არც თუ შორეულ მომავალში ხელისუფლებაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვლენ, რომლებიც მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლებენ ქართული მეცნიერებისა და განათლების დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანას.

დალი ქვირია.

2009 წლის აგვისტო გაზეთი"ყველა სიახლე"